დაუდგინდა თუ არა ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სდსა
73
VIEWS

poynter.org-ის მასალის მიხედვით

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსა და მისი კორონავირუსის ტესტის  ისტორია გვაჩვენებს, როგორ შეიძლება, მედიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს  თუკი ინფორმაციას სათანადოდ არ გადაამოწმებს.

13 მარტს, 9:55 საათზე, რიო დე ჟანეიროში ცნობილმა გაზეთმა O Dia-მ დაწერა, რომ “ბოლსონარუს პირველივე ანალიზზე კორონავირუსი დაუდასტურდა.” სტატიაში წყარო მითითებული არ იყო, თუმცა ამას The Guardian-ის, CNI Taiwan-ისა და Fox News-სთვის ხელი არ შეუშლია რამდენიმე საათშივე გამოექვეყნებინათ სტატიები სათაურით “ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს  კორონავირუსი აღმოაჩნდა”. მათ მკითხველებს იქვე შეახსენეს, რომ ბოლსონარუმ კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპთან შეხვედრა გამართა.

ინტერნეტის მოხმარებლები WhatsApp-ისა და სხვა სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით აზიარებდნენ ფოტოებს, რომლებიც ტრამპისა და ბოლოსნარუს ხელის ჩამორთმევის მომენტს ასახავდა. ზოგიერთ ფოტოს თან ერთვოდა წარწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროს კორონავირუსის ტესტი.

10:54 საათზე O Dia-მ ყველანაირი განმარტების გარეშე სათაური შეცვალა შემდეგნაირად: “ბოლსონარუს შესაძლებელია დადებითი პასუხი ჰქონდეს კორონავირუსზე”. ამ მომენტში მედია მიხვდა, რომ ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა და Fox New  პრეზიდენტის შვილს დაუკავშირდა. დაახლოებით 40 წუთში, ბრაზილიის პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდსა და ტვიტერზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მისი კორონავირუსის ტესტის შედეგები უარყოფითი იყო.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist