დავით თარხან-მოურავის დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინისგან ტერიტორიებს ითხოვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

jjjg
494
VIEWS

2018 წლის 29 მარტს, ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში დავით თარხან-მოურავმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინისგან ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინას არ ეხმარება, რაც უკრაინის ტერიტორიების დანაწევრებას იწვევს. ამ კუთხით თარხან-მოურავი პარალელს საქართველოსთან ავლებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მსგავსად, საქართველოსაც არავინ დაეხმარება.

დავით თარხან-მოურავი: “არავითარი დამხმარე არსად ჩვენ არ გვყავს! ეს არი ფაქტი! ის დამხმარეები არც უკრაინას დაეხმარნენ, საბოლოო ჯამში ხურდა ფულად დახურდავდა ის უკრაინა და კიდე გაგრძელდება დახურდავება, იქ პოლონეთი ითხოვს ტერიტორიებს, იქ ის და ჩვენც, ასე ხურდად ერთხელ გავიყიდეთ, ორჯერ – ნუთუ ჩვენ ვერ ვხვდებით, არავინ არ არსებობს ჩვენი დამხმარე! ნუ ვატყუებთ ნურც ჩვენს თავს, ნურც საზოგადოებას, ჩვენ ვართ მარტო!”

დავით თარხან-მოურავის განცხადება დეზინფორმაციაა. პოლონეთი უკრაინისგან ტერიტორიების დაბრუნებას არ ითხოვს, ეს საკითხი ულტრა-ნაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფების დღის წესრიგია და ოფიციალურ დონეზე არ განიხილება. ისტორიული ტრავმების გაღვივებით პოლონეთში ანტი-უკრაინული განწყობების დათესვა კრემლის სტრატეგიის ნაწილია.

      1. ტერიტორიების საკითხს პოლონეთში ულტრა-ნაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფები განიხილავენ

პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრისპირა ტერიტორიების, ანუ კრესის უკრაინისგან დაბრუნება პოლონეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის. ამის შესახებ ღიად არცერთი მმართველი ორგანო საუბრობს. ამ საკითხით პოლონეთში ულტრა-ნაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფები მანიპულირებენ, რომელთა მიზანიც ისტორიულ ტრავმებზე დაყრდნობით პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დაძაბვა და პოლონეთში ანტი-უკრაინული განწყობების დანერგვაა.

უკრაინისგან ტერიტორიების საკითხი დღის წესრიგში ორგანიზაციის “საზღვრისპირა ტერიტორიების რესტიტუცია” ხელმძღვანელმა რენკას კონრადმა უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დააყენა. კონრადი ამავდროულად პოლონეთში კრემლისტური პარტიის “ზმიანა” ვიცე-პრეზიდენტია. 2015 წლის 19 ოქტომბერს კონრადმა განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლოებში შეიტანდა მოთხოვნას იმ საკუთრების დასაბრუნებლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე პოლონელებს ეკუთვნოდათ. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, პოლონეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული დავის გადაწყვეტას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება მსგავს საკითხებს არ არეგულირებს, უკრაინის სასამართლო კი რესტიტუციის საქმეს ვერ განიხილავს შესაბამისი კანონდებლობის არ არსებობის გამო.

კონრადის განცხადების შემდეგ, რუსულ მედიასა და პოლონურ ულტრა-ნაციონალისტურ ვებ-გვერდებზე უკრაინისგან ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნის ხელახალი ტალღა აგორდა, რასაც გერმანული გამოცემა Deutche Welle რუსული პროპაგანდის ახალ “საფრთხობელას” უწოდებს. ტერიტორიების საკითხი კრემლის მიერ არა მხოლოდ პოლონეთში ანტი-უკრაინული განწყობების გასაღვივებლად, არამედ უკრაინაში ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილების გასავრცელებლად გამოიყენება. DW-ს თანახმად, რუსული მედიის გზავნილები, ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმებაზე შეტევას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, თესავს შიშებს “80 ათასი პოლონელის” წინააღმდეგ, რომელთა მიერაც საკუთრების რესტიტუცია უკრაინის ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს.

      2. როგორ მუშაობს რუსეთის ანტი-უკრაინული პროპაგანდა პოლონეთში?

გასულ წელს უნგრულმა ორგანიზაციამ “პოლიტიკური კაპიტალი” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტიების, ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და გასამხედროებული დაჯგუფებების საქმიანობას ეხება. კვლევის თანახმად, მედიაში ანტი-უკრაინული განწყობების დათესვისთვის კრემლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ისტორიაა. ამისათვის კრემლი ტაბლოიდური მედიასა და ულტრა-ნაციონალისტ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს იყენებს. ამ ჯგუფების ერთ-ერთი საყრდენი 1943 წლის ვოლინის ტრაგედიაა, როდესაც უკრაინის ამბოხებულთა ჯარმა უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები პოლონელები გაანადგურეს.

ანტი-უკრაინული და პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ნაციონალისტური გამოსვლების ორგანიზატორი ბელარუსელი პრო-რუსი აქტივისტი ალექსანდრე უსოვსკი იყო, რომელსაც რუსი ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევი აფინანსებდა. ანტი-უკრაინული გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი აქტორი პოლონეთში ასევე პოლიტიკური პარტია “ზმიანა” და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებია. “ზმიანას” ლიდერი მათეუშ პისკორსკი პრო-რუსი სეპარატისტების მხარდამჭერი იყო და ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო არჩევნებში სადამკვივებლო მისიებში მონაწილეობდა, 2012-2014 წლებში მას კრემლი აფინანსებდა. პისკორსკი ამჟამად რუსეთის ჯაშუშობისთვის იხდის სასჯელს.

       3. ისტორია – კრემლის პროპაგანდის იარაღი

ისტორიის გაყალბება, ისტორიული ტრავმებისა და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივება ის მეთოდებია, რომლებიც კრემლის ხელში ერთ-ერთი მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ მეთოდების სამიზნე არა მხოლოდ პოლონეთი და უკრაინა, არამედ ყველა ის ქვეყანაა, რომლებშიც ისტორიული ტრავმებისა და ქვეყნებს შორის უნდობლობისა და დაძაბულობის დასათესად შესაბამისი ნიადაგი მოიპოვება.

მაგალითად, კვლევამ “კრემლის გავლენის ინდექსი” აჩვენა, რომ პოლონეთის მსგავსად, რუსეთი ნაციონალისტურ მოძრაობებს უნგრეთშიც ახალისებს, რომელიც ასევე უკრაინის წინააღმდეგ არის მიმართული. უნგრეთში მოქმედებს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის “64 საგრაფოს ახალგაზრდული ორგანიზაცია”, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში მყოფი აღმოსავლეთ კარპატეთის ავტონომიას ითხოვს. ეს ტერიტორია პირველ მსოფლიო ომამდე უნგრეთის სამეფოს ტერიტორიას წარმოადგენდა.

იმავე სტრატეგიით მოქმედებს კრემლი საქართველოში. ისტორიული ტრავმების გაღვვივების სამიზნე საქართველოში მეტწილად თურქეთია, რომელიც დღეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოში ანტითურქული გზავნილები შემდეგია:

  • თუ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, თურქეთი ჯარს სამცხე-ჯავახეთში განათავსებს  – ეს გზავნილი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის არის გათვლილი და თურქეთსა და სომხეთს შორის ისტორიულ ტრავმებს ეფუძნება;
  • თუ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ თურქეთიც ოკუპანტია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები 30 % აქვს ოკუპირებული;
  • 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის. საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური პოლიტიკის გამო, რუსეთი თურქეთისგან აღარ დაგვიცავს.

მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist