დეზინფორმაცია: დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კათოლიკე ეკლესიას ამერიკიდან გაძევებით დაემუქრა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

mjavanadze_nikolozee
69
VIEWS

გაზეთ „ალიას” 14-21 ნოემბრის გამოშვებაში „უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, თითქოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში მორწმუნე ადამიანებს, მათ შორის მართლმადიდებლებს პრობლემები შეექმნებოდათ. აღნიშნული განცხადება ვირჯინიელი სენატორის, ჰილარი კლინტონის გუნდის წევრის ტიმ კეინის “სიტყვებზე” დაყრდნობით გააკეთა.

კერძოდ, მან აღნიშნა:

ნიკოლოზ მჟავანაძე, „უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი: „ჰილარი კლინტონი პრეზიდენტი რომ გამხდარიყო, ვიცე-პრეზიდენტი ვირჯინიელი სენატორი, კეინი უნდა ყოფილიყო. აი, ეს კაცი, კეინი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩევნებამდე აცხადებდა, თუ კათოლიკური ეკლესია მხარს არ დაუჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას, მაშინ ჩვენ კათოლიკურ ეკლესიას ამერიკიდან გავაძევებთო. წარმოიდგინეთ კლინტონსა და მის გუნდს რა დამოკიდებულება ექნებათ მართლმადიდებლური ეკლესიის, მორწმუნე ადამიანებისა და ტრადიციების დამცველი საზოგადოების მიმართ. მათ, ალბათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დევნას დაუწყებდნენ ეს არჩევნები რომ მოეგოთ”

ალია, 14-21 ნოემბერი

სინამდვილეში, ტიმ კეინს ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია და ეს ფრაზა, ერთ-ერთმა სატირულმა ვებ-პორტალმა გაავრცელა.

12 სექტემბერს, therightists.com წერდა, თითქოს ტიმ კეინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კათოლიკე ეკლესია ერთი სქესის პირების ქორწინებასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლიდა, მას ამერიკაში აკრძალავდნენ.

15 ოქტომბერს therightists.com-ის ყალბი ინფორმაცია ამერიკულმა პორტალმა Snopes. com -მა, რომელიც ფექთ-ჩექინგ საქმიანობას ეწევა, გადაამოწმა. სტატიაში მოყვანილია სენატორ ტიმ კეინის მიერ ვაშინგტონში გამართულ ადამიანის უფლებების კამპანიის ეროვნულ სადილზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი მოსაზრება გეი წყვილების ქორწინებასთან დაკავშირებით კათოლიკური ეკლესიის დოქტრინას არ ემთხვეოდა, თუმცა ფიქრობდა, რომ „ეკლესია თავის პოზიციას შეიცვლიდა”.

ვებ-პორტალ therightists.com-ს “ჩვენს შესახებ”-ში აღნიშნული აქვს, რომ მათი ამბების ნაწილს რეალობასთან საერთო არა აქვს:

„ ეს არის ახალი ამბების და სატირის ჰიბრიდული ვებ-გვერდი. ჩვენი ამბების ნაწილი უკვე მოხდა, ნაწილი კი ჯერ არა. ყველა ჩვენი ამბავი არაა მართალი”.

უფლებადამცველთა გაერთიანების შესახებ

„უფლებადამცველთა გაერთიანება” საჯარო რეესტრში 2012 წლის 2 აგვისტოს დარეგისტრირდა. გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძეა. 2016 წლის სიძულვილის ენის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღნიშნული ორგანიზაციის 7 დისკრიმინაციული კომენტარი, საიდანაც 3 თურქოფობიული, 2 ჰომოფობიური და 2 რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი იყო.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია, სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist