დეზინფორმაცია: გერმანიაში ოჯახებს ბავშვებს ართმევენ და ლგბტ წყვილებს გადასცემენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1k
VIEWS

2017 წლის 7 ივნისს, ონლაინ გამოცემა “თბილისი 24”-მა გამოაქვეყნა “საერთო გაზეთის” მასალა, რომლის თანახმად, გერმანიაში იუვენალური იუსტიციის მეშვეობით, ოჯახებს ბავშვებს ართმევენ და საკონცენტრაციო ბანაკების მსგავს  დაწესებულებებში ათავსებენ, სადაც ისინი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. მასალაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2011 წელს, გერმანიაში ოჯახებისათვის წართმეული 38 500 ბავშვი ერთი და იმავე სქესის ოჯახებს გადასცეს.

თბილისი 24 :  ”ოჯახისთვის წართმეულ ბავშვებს ათავსებენ იუვენალური იუსტიციის დაწესებულებებში, ერთგვარ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ისინი ხშირად ხდებიან  მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი… ფართოდ არის გავრცელებული ჩამორთმეული ბავშვების გაშვილება ერთსქესიან “ოჯახებზე”, – სწორედ ეგრედ წოდებული სექსუალური უმცირესობები არიან იუვენალური იუსტიციის ერთ-ერთი მთავარი ლობისტები. მაგალითისთვის, 2011 წელს გერმანიაში ოჯახებს წაართვეს და ერთსქესიან “ოჯახებს” გადასცეს 38 500 ბავშვი.”

თბილისი 24 -ის მიერ გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა, რადგან გერმანიაში ბავშვთა ოჯახებიდან გამოყვანის მიზანი მათი ძალადობისაგან დაცვაა, ხოლო სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ბავშვთა მიმღები ერთნაირსქესიანი წყვილების რაოდენობას ასახავს, არ არსებობს.

1 . ბავშვების ოჯახებიდან გამოყვანის მთავარი მიზანი მათი ძალადობისაგან დაცვაა.

გერმანიის ახალგაზრდობის ინსტიტუტის (DJI ) 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში ბავშვთა და ახალგაზრდული დახმარების ცენტრების საქმიანობა ოთხი ძირითად მიზანს ისახავს :

  • ბავშვის ძალადობისაგან დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მშობლებისათვის ბავშვის აღზრდაში მხარდაჭერა;
  • დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს განვითარების პრობლემები აქვს;
  • მშობლების მხარდაჭერა, ჩაერთონ ბავშვის დახმარების პროცესში.

ბავშვთა და ახალგაზრდული დახმარების ცენტრები ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ თუ ექსპერტის დასკვნით, ბავშვი განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა. სხვა შემთხვევებში,  ექსპერტები მშობლებთან ერთად წყვეტენ  თუ რა ტიპის დროებითი დახმარება შეიძლება გაეწიოს ბავშვს. თუ ბავშვისათვის  ოჯახში დარჩენა  საფრთხეს წარმოადგენს, მას მიმღებ ოჯახებში, სპეციალურ დაწესებულებებსა და საერთო საცხოვრებლებში ათავსებენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შემთხვევაში,  ბავშვთა დახმარების ცენტრები აქტიურად მუშაობენ, რომ ბავშვს ბიოლოგიურ ოჯახთან კავშირი შეუნარჩუნდეს.

იმ შემთხვევაში თუ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება,  მას ისეთ მიმღებ ოჯახებში ათავსებენ, რომლის რომელიმე წევრი პროფესიით ფსიქოლოგი, თერაპევტი, მედდა ან პედაგოგი იქნება.

2 .მიმღები ერთნაირსქესიანი წყვილების რაოდენობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს

მიმღები ერთნაირსქესიანი წყვილების რაოდენობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა აროფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელიც Siegen-ის უნივერსიტეტის მკვლევარის ენდი ჯესფერსენის ინფორმაციას ეყრდნობა,  2011 წელს ბერლინში მხოლოდ 50-მა ერთი და იმავე სქესის წყვილმა მოითხოვა ბავშვზე ზრუნვის უფლება.  სხვა ქალაქებში  ეს ციფრი 6-იდან 12-მდე მერყეობდა.  ჯესფერსონის თქმით, არაოფიციალური მონაცემებით, ერთნაირსქესიანი წყვილები მიმღები ოჯახების მხოლოდ 1%-ს შეადგენენ.

3. გზავნილი, რომ დასავლურ ქვეყნებში ოჯახებს  ბავშვებს  ართმევენ, რუსული პროპაგანდის ნაწილია

გზავნილი, რომ დასავლურ ქვეყნებში იუვენალური სამართლის მეშვეობით ოჯახებს  ბავშვებს ართმევენ და იძულებით გადაჰყავთ საკონცენტრაციო ბანაკების მსგავს დაწესებულებებში რუსული პროპაგანდის ნაწილია. მასალები მსგავსი ტიპის შინაარსით ისეთმა რუსულმა ინტერნეტ გამოცემებმა გაავრცელეს როგორებიცაა:  Храм в честь св.блгв.кн.Александра Невского г.Архангельск , Juvenilejustice.ru

თბილისი 24-ის შესახებ:

საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად “თბილისი 24”-ის დირექტორია, პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია. “ცენტრისტები”-ს წინასაარჩევნო კლიპი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენასა და რუსული პენსიების გაცემას ეხებოდა.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები:

  • მტკიცება, თითქოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მიზნად ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ითვალისწინებს, უსაფუძვლოა იხილეთ  ბმულზე
  • მითები, თითქოს იუვენალური კანონმდებლობა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული, უსაფუძვლოა იხილეთ  ბმულზე
  • რუსული პროპაგანდის მიერ იუვენალური მართლმსაჯულების საკითხით მანიპულირება და ძალადობის სტატისტიკა იხილეთ  ბმულზე
  • იუვენალური იუსტიციის საკითხით მანიპულირება პალიტრა ნიუსის გადაცემაში იხილეთ  ბმულზე
თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist