დეზინფორმაცია McDonald’s-ის შესახებ სატირულ პირველწყაროს და ყალბ ფოტოებს ეყრდნობა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

30.6k
VIEWS

18 აგვისტოს ფეისბუკ გვერდმა Fitfactory-სწორიკვება-wellness club გააზიარა პოსტი, თანმხლები ფოტოებით, რომლის თანახმად, McDonald’s -ის სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი დარღვევების გამო, ამ ქსელის ბევრი რესტორანი სხვადასხვა ქალაქში დაიხურა. იდენტური შინაარსის პოსტი 31 ივლისს ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Gadea Gadea Guruli-ს ჰქონდა გაზიარებული. აღნიშნული პოსტის თანახმად, 2013 წლიდან  ქსელში არსებულ პროდუქტში ადამიანის, ცხენის, თაგვის და ჭიაყელის ხორცის შემცველობაა აღმოჩენილი. მისი თქმით, ადამიანის და ცხენის ხორცი ოკლაჰომას საწარმოშიც აღმოაჩინეს. პოსტში ერთ-ერთ წყაროდ მოყვანილია ინტევიუ რაბინ Abe Finkelsteinen-თან, რომელიც თითქოს ჰყვება, როგორ ამუშავებენ ადამიანის ხორცს და როგორ მარადგება McDonald’s-ი. პოსტის თანდართული ფოტოები ბავშვის და ადამიანის სხეულის ნაწილებს და ერთად თავმოყრილ ჩვილ ბავშვებს ასახავს, რაც თითქოსდა იმის ილუსტრირებაა, რომ McDonald’s-ის პროდუქტებში ბავშის ხორცი გამოიყენება. პოსტის ავტორი წყაროდ ბერძნულიდან ქართულად თარგმანის ავტორად INGA ZACHOU-ს პროფილს უთითებს, რომლის ბმულზე  გადასვლისას, მითითებულია, რომ შინაარსი ხელმისაწვდომი აღარ არის.

"

Gadea Gadea Guruli-ს გაზიარებულ პოსტს 10 სექტემბრის მონაცემებით, 2 700 გაზიარება, 808 მოწონება და 1 200 კომენტარი აქვს.

გავრცელებული ცნობა, თითქოს McDonald’s-ი ადამიანის, ცხენის, თაგვის და ჭიაყელის ხორცს იყენებს, დეზინფორმაციაა. პოსტი მანიპულაციურად აკავშირებს McDonald’s-ს ცხენის ხორცის სკანდალთან, ოკლაჰომას შესახებ გავრცელებული ბრალდება კი სატირულ პირველწყაროდან იღებს სათავეს. რაც შეეხება წყაროდ მითითებულ რაბინ Abe Finkelsteinen-ს მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, ხოლო youtube-ის ვიდეოზე გამოყენებული ფოტო არა რაბინს, არამედ ამერიკელ იურისტს კენეტ ფეინბერგს ეკუთვნის. მასალა სხვა ფოტომანიპულაციებსაც იყენებს, რომლებიც სრულიად სხვა მოვლენის ილუსტრაციაა. 

   1. McDonald’s-ს 2013 წლის “ცხენის ხორცის სკანდალთან”  კავშირი არ ჰქონია

ინფორმაცია, თითქოს 2013 წლიდან  მაკდეონალდსის ქსელში ადამიანის, ცხენის, თაგვის და ჭიაყელის ხორცის შემცველობაა აღმოჩენილი, არც ერთი სანდო წყაროთი არ დასტურდება. 2013 წელს ირლანდიაში საკვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ გაყინული ბურგერებსა და ნახევარფაბრიკატებში გამოყენებული ხორცის ტესტირების შედეგად განაცხადა, რომ მათი მესამედი ცხენის დნმ-ს შეიცავდა. მალე სკანდალი მთელ ევროპაში გავრცელდა. თუმცა,  McDonald’s-ის სავაჭრო ქსელს ამ სკანდალთან კავშირი არ ჰქონია. მან მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად საჯარო გახადა ხორცის საწარმო ქარხნების მუშაობა.

   2. ოკლაჰომას ფაბრიკაში ადამიანისა და ცხენის ხორცი არ აღმოუჩენიათ

ინფორმაცია, თითქოს McDonald’s ოკლაჰომას საწარმოში ადამიანის და ცხენის ხორცი აღმოაჩინეს, პირველად 2014 წელს Huzlers.com-მა გაავრცელა, რომელიც სატირული გამოცემაა, რაზეც ვებ-გვერდის “ჩვენს შესახებ” განყოფილებაც მიუთითებს. CBS-ის თანახმად, მართალია, ვებ-გვერდი უთითებს, რომ სატირულია, მაგრამ სოციალურ მედიაში მისი მასალები შესაძლოა შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს. აღნიშნული  ინფორმაცია  2020 წლის აგვისტოში ფეისბუკში ხელახლა გავრცელდა, რაც Association Press-მა გადაამოწმა და ხაზი გაუსვა, რომ სატირული ვებ-გვერდი მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

"

3. წყაროდ მითითებული Abe Finkelsteinen იუთუბის ვიდეოს გარდა  ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება

პოსტის ავტორი იმის დასტურად, რომ McDonald’s-ის პროდუქტი ადამიანის ხორცს შეიცავს, წყაროდ რაბინ  Abe Finkelsteinen-ს ეყრდნობა. ღია წყაროებით გადამოწმების დროს აღნიშნული სახელით და გვარით მხოლოდ youtube-ზე გასული აუდიო ინტერვიუ  იძებნება, რომელსაც თან ახლავს პირის ფოტო, რომლის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ რეალურად ის არა რაბინი Abe Finkelsteinen-ი, არამედ ფეინბერგის იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი კენეტ ფეინბერგია.

"

"

აღნიშნული ვიდეო youtube არხ “I can`t deny what I believe”-ზე ატვირთული, რომელიც რელიგიური ხასიათისაა და მისი ავტორი საკუთარ თავს “იესო ქრისტეს პირველი ეკლესიის” მიმდევრად მიიჩნევს.

პოსტისა და youtube ვიდეოს თანახმად, ინტერვიუ რაბინ Abe Finkelsteinen-თან სასულიერო პირმა James Wickstrom-მა ჩაწერა, რომელიც თეთრი რასის უპირატესობის მომხრე და ანტისემიტია.

აღნიშნულ ინტერვიუში რაბინი Abe Finkelsteinen-ის სახელით გაკეთდა განცხადება, რომ ებრაელები “სვამენ მტრის სისხლს, ხოლო ხორცს მიუგდებენ სასაკლაოებს, რადგან, ამით დამატებით ფული შოვნა შეიძლება და ქმნიან ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ჰამბურგერი თუ სოსისი”.  აღნიშნული ინტერვიუ სიძულვილის ენასა და დაუსაბუთებელ განცხადებებს შეიცავს. თავად ვიდეოს კი ახლავს შემდეგი წარწერა: “BLOOD SACRIFICE FOR MCDONALD’S DVD feat Zionist Rabbi abe finkelstein & James Wickstrom HQ”(სისხლის შეწირვა McDonald’s-ისთვის DVD სიონისტი რაბინის აბე ფინკელსტეინ და ჯეიმს ვიკსტრომის მონაწილეობით)

   4. ყალბი ფოტომასალა 

"

მომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტი შეიცავს ფოტომასალას, რომელზეც  ადამიანის სხეულის ნაწილები და დაბმული ბავშვია ასახული. წარმოდგენილი ფოტომასალას  McDonald’s-თან.  კავშირი არ აქვს. ერთ-ერთი მათგანი ასახავს ნიგერიაში დედინაცვლის მიერ 2 წლის გოგონას თოკით დაბმის ფაქტს, ხოლო მეორეზე  ამერიკელი სერიული მკვლელის მიერ ჩადენილი დანაშაულის კადრებია ასახული.

"

პოსტის ავტორი მკითხველის შცდომაში შეყვანის მიზნით, იყენებს ფოტომასალას მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან, რომელიც ვიეტნამის ომის დროს ვიეტნამელი ობოლი ჩვილების აშშ-ში თვითმფრინავით გადაყვანის პროცესს ასახავს. ოპერაცია “Babylift” მიზნად ისახავდა ვიეტნამის ომის შედეგად დაობლებული ბავშვების ევაკუაციას აშშ-ში, მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

წყარო: www.dailymail.co.uk

წყარო:atlasobscura.com

კიდევ ერთი ფოტო მალაიზიის ქალაქ ბანგში, 2017 წელს არის გადაღებული და  ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დაბმულ ბავშვებს ასახავს. როგორც აღმოჩნდა, კონკრეტული საბავშვო ბაღი ლიცენზიის გარეშე მუშაობდა და ბავშვებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა .

 

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist