დეზინფორმაცია: NATO-ს ოპერაციებს მშვიდობა არსად მოუტანია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ruka
70
VIEWS

ქართულ მედიაში პერიოდულად ვრცელდება დეზინფორმაცია NATO-ს სამხედრო ოპერაციების შესახებ. 2016 წლის 19 ოქტომბერს, “საქართველო და მსოფლიო”-ს ჟურნალისტმა თავის სტატიაში აღნიშნა:

“ერთი ქვეყანა მაინც მიჩვენეთ, რომელშიც ნატო შევიდა და იქ მშვიდობაა?!”

მითების დეტექტორი წარმოგიდგენთ ფაქტობრივ მასალას NATO-ს რამდენიმე ინტერვენციის შესახებ, რომლის შედეგადაც შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდა.

 

NATO-ს ოპერაციამდე NATO-ს ოპერაციების შემდეგ
ბოსნია და ჰერცოგოვინა 1992-95 წლებში შეიარაღებული კონფლიქტი ბოსნია-ჰერცოგოვინის რესპუბლიკასა და ბოსნიელი ხორვატებისა და ბოსნიელი სერბების თვითგამოცხადებულ წარმონაქმნებს შორის;

მუსლიმი ბოსნიაკების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ხორვატების ეთნიკური წმენდა;

საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული განადგურება, სისტემური და მასობრივი გაუპატიურება.

გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომელიც დეიტონის შეთანხმების სახელითაა ცნობილი;

NATO-მა რეგიონში სტაბილიზაციის ძალები განათავსა, რომელიც აქ 2004 წლამდე დარჩნენ;

დეიტონის შეთანხმების შემდეგ შეიარაღებული დაპირისირება ბოსნიის მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის აღარ მომხდარა.

კოსოვო შეიარაღებული კონფლიქტი სერბეთის მთავრობასა და კოსოვოს გამათავისუფლებელ არმიას შორის;

კოსოვარი ალბანელების ეთნიკური წმენდა

შეწყდა შეიარაღებული კონფლიქტი კოსოვოს გამათავისუფლებელ არმიასა და სერბეთის მთავრობას შორის;

კოსოვარი ალბანელები გათავისუფლდნენ მილოშევიჩის მრავალწლიანი შევიწროებისგან;

თავიდან იქნა აცილებული ალბანელების გენოციდი

მაკედონია შეიარაღებული კონფლიქტი ალბანეთის ეროვნულ გამათავისფლებელ არმიასა და მაკედონიის მთავრობას შორის. გაფორმდა ოჰრიდის შეთანხმება, რომლის თანახმადაც მაკედონიის მთავრობამ გააუმჯობესა ქვეყანაში ალბანელების უფლებები; ალბანური ენა ქვეყნის მეორე ენად გამოცხადდა; გაიზარდა ეთნიკურად ალბანელების მონაწილეობა სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიციასა და ჯარში;

ალბანელებმა დათმეს სეპარატისტული მოთხოვნები და აღიარეს მაკედონიის სახელმწიფო ინსტიტუტები. გამათავისუფლებელმა არმიამ დათმო შეიარაღება და ის NATO-ს ჩააბარა.

 

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist