დეზინფორმაცია, თითქოს აშშ და ბრიტანეთი II მსოფლიო ომში ჰიტლერს ეხმარებოდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1021px-Teheran_conference-1943_1
161
VIEWS

2017 წლის 14 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემა “ოქროს კვეთა” მეორე მსოფლიო ომის თემატიკას შეეხო. გადაცემის წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების მნიშვნელოვან მიზეზად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა დაასახელა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ომში მხოლოდ მაშინ ჩაერთო, როდესაც მისი ბედი უკვე საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი.

ვალერი კვარაცხელია: „ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის როლი არის ძალიან მძიმე მეორე მსოფლიო ომის დაწყების საქმეში იმიტომ, რომ მათ წააქეზეს ჰიტლერი, მათ დააფინანსეს ჰიტლერი და ისინი ებრძოდნენ საბჭოთა კავშირს არა როგორც მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საბჭოთა კავშირს, რომელიც იყო სოციალისტური სისტემის სახელმწიფო… როდესაც ომის ბედი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იყო, მაშინ ჩართვნენ უკვე საბჭოთა კავშირის მხარეს და ამ თავიანთი ფასადური კოალიციაში ყოფნით მიიწერეს ეს დიდი გამარჯვება.”

ამავე გადაცემაში სტუმრად მოწვეული იყო პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომლის თქმითაც თეირანის კონფერენციის ფარგლებში ჩერჩილი და რუზველტი სტალინს მეორე ფრონტის გახსნაზე უარს ეუბნებოდნენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: “მეორე მსოფლიო ომში, როდესაც სტალინი დაბეჯითებით სთხოვდა როგორც ჩერჩილს ისე რუზველტს, განსაკუთრებით თეირანის კონფერენციის დროს, რომ გაეხსნათ მეორე ფრონტი, არ გახსნეს და რატომ?… თუკი საბჭოთა კავშირი გადალახავდა იმ ძველ საზღვარს, ანუ გადავიდოდა უკვე ევროპის ქვეყნებში და შემდეგ საფრთხე გაჩნდებოდა იმისა, რომ არ ჩასულიყო საერთოდ ატლანტიკის ოკეანემდე, ესეიგი სწორედ მაშინ გახსნეს მეორე ფრონტი და ეს მეორე ფრონტი იყო აბსოლიტურად… თეატრალიზებული სპექტაკლი იმიტომ, რომ ომი გადაწყვიტა წითელმა არმიამ.”

ვალერი კვარაცხელიასა და ჰამლეტ ჭიპაშვილის განცხადებები მცდარია და მეორე მსოფლიო ომის ფაქტობრივ გარემოებებს არ ასახავს.

1. დიდი ბრიტანეთი ომში 1939 წელს, ხოლო აშშ 1941 წელს ჩაერთო. 1939 წელს სტალინს ჰიტლერთან თავდაუსხმელობის შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული

1939 წელს, ბრიტანეთის ულტიმატუმის მიუხედავად, შეეწყვიტა სამხედრო ოპერაციები, გერმანია პოლონეთში შეიჭრა, რის შემდეგაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. იმ დროს, როდესაც ეს ორი ქვეყანა ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა, საბჭოთა კავშირს ჰიტლერთან თავდაუსხმელობის, ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჰქონდა გაფორმებული. სწორედ ამ პაქტით მიიღო გერმანიამ პოლონეთში შეჭრისთვის “მწვანე შუქი”. ამას გარდა, 1939 წლის 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირი, როგორც გერმანიის მოკავშირე ომში ჩაერთო და აღმოსავლეთ პოლონეთის ის ტერიტორიები დაიკავა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდა.

1940-იანი წლიდან მოყოლებული დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთთან, დანიასთან, ნორვეგიასთან, ბელგია და ლუქსემბურგთან ერთად იყო გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედი მთავარი ფიგურა. 1940 წელს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის უშუალოდ მიმდინარეობდა საჰაერო ბრძოლები ბრიტანეთის საჰაერო ზონაში.

2. ბრიტანეთი და აშშ არ აფინანსებდნენ ჰიტლერს, ისინი აფინანსებდნენ სსრკ-ს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის შედეგებზე

1941 წელს გერმანიის საბჭოთა კავშირში შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირს 40 საჰაერო ხომალდი (Hawker Hurricanes), 550 მექანიკოსთან და No. 151 Wing პილოტთან ერთად გამოუგზავნა, რათა მათ საბჭოთა პილოტებისთვის საჰაერო დახმარება გაეწიათ. 1941 დან 1945 წლამდე, ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირს ჯამში 3 000 საჰაერო ხომალდი, 5 218 ტანკი, 5 000 + იარაღი, 27 საზღვაო ხომალდი, 4 338 რადიო მოწყობილობა და სხვა ტექნიკა გადასცა. გარდა ამისა, 4 მილიონტონამდე საკვები და სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ნივთები გაუგზავნა.

რაც შეეხება აშშ-ს, გერმანიის მიერ ბრიტანეთზე თავდასხმისა და ამერიკაში პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ, აშშ-მა არა მხოლოდ სამხედრო შეიარაღება გააძლიერა, არამედ გერმანიისა და მისი მოკავშირეების ოპონენტების ფინანსური დახმარებაც დაიწყო. 1941 წლის ე.წ „ლენდ-ლიზის” აქტით, აშშ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს და საბჭოთა კავშირს 1945 წლამდე საკვებს, ნავთობს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და გემებს, ასევე იარაღს აწვდიდა. აშშ-მა საბჭოთა კავშირს გადასცა 427 284 სატვირთო, 13 303 საბრძოლო მანქანა, 35 170 მოტოცი, 2 670 371 ტონა ნავთობი და ბენზინი, 4 478 116 ტონა საკვები და სხვ. ჯამში აშშ-მა საბჭოთა კავშირის დახმარებაზე დახარჯა $11.3 მილიარდი (დღეის ექვივალენტით $150 მილიარდი). შესაბამისად იგი მთელი ომის განმავლობაში ეხმარებოდა საბჭოთა კავშირს 1941 წლიდან 1945 წლამდე მოყოლებული, როგორც სამხედრო ისე ფინანსური თვალსაზრისით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და გადაწყვიტა კიდეც მეორე მსოფლიო ომის შედეგები.

"

3. თეირანის კონფერენციის შედეგად აშშ, ბრიტანეთი და სსრკ მეორე ფრონტის გახსნაზე შეთანხმდნენ, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის შედეგებზე

1943 წელს თეირანის კონფერენციას აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის პრემიერი იოსებ სტალინი ესწრებოდნენ. კონფერენციის იდეა საერთო მიზნებზე შეთანხმება და ომის დასრულებისა და შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების თაობაზე კონსენსუსის მიღწევა იყო. კონფერენციაზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ გაეხსნათ მეორე ფრონტი, ვინაიდან გერმანიის დამარცხება მხოლოდ აღმოსავლეთის ფრონტზე უფრო რთული იყო. ის ფაქტი, რომ მეორე ფრონტის გახსნა ერთი წლის შემდეგ მოხერხდა, ფრონტის გახსნის შესახებ დასავლური ქვეყნების წინააღმდეგობაზე არ მიუთითებს. პირიქით, თეირანის კონფერენციაზე ფრანკლინ რუზველტმა ამერიკის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა საბჭოთა კავშირს მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რაც დიდ ბრიტანეთთან ერთად 1944 წელს მოხერხდა.

მეორე მსოფლიო ომში აშშ-ისა და ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ იხილეთ თაიმლაინი.

ამავე თემაზე შეავსეთ ტესტი:

 


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

ვალ
კვარაცხელია ვალერი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist