დეზინფორმაცია, თითქოს ელენე ხოშტარია პოლიციელს საღებავს ასხამს, ორგანიზებულად გავრცელდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

78
VIEWS

30 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდებმა სექტა,მეხუთე რეიხი,რეალობა,მიხეილ უკრაინოლოგი დაანტილიბერალური დოქტრინა და ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაბრიელ კამაევი,Oboladze Gia,Mindo Mandela დაNino Labartkava გაავრცელეს იდენტური ფოტო, რომელზეც ელენე ხოშტარია პულივიზატორით ხელში ჩანს, მის წინ პოლიციელი დგას, პოლიციელის უკან კი დროებითი კედელია აღმართული. ფოტოზე „მთავარი არხის“ მიკროფონი და ლოგოც ჩანს.

გარდა ფოტოებისა, იმავე შინაარსის 5-წამიანი ვიდეო  გაავრცელა ფეისბუქ-გვერდმ Political Sarcasm, რომელმაც პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „სახეში ასხავს სამართალ დამცველს საღებავს ეს გარეწარი ქალი! 🤬😡 აი ეს არის მათი რეალური სახე“.

გვერდებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების პოსტებში აღნიშნულია, რომ ელენე ხოშტარია პოლიციელს საღებავს სახეში ასხამს. პოსტების ნაწილის ავტორები ელენე ხოშტარიას დაკავებას მოითხოვენ.

ფეისბუქ-გვერდებისა და ინდივიდუალური პროფილების მიერ გავრცელებული კადრი მანიპულაციურია. ის „მთავარი არხის“ ეთერიდანაა ამოჭრილი, სადაც ორიგინალ კადრებში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია პულივიზატორით დროებით კედელზე წარწერის გაკეთებას ცდილობს, სამართალდამცველები კი ამის საშუალებას არ აძლევენ. ხოშტარიას პულივიზატორი კედლისკენაა მიმართული და არა პოლიციელისკენ. გავრცელებული მანიპულაცია ელენე ხოშტარიას დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

კადრი, რომელიც ფეისბუქ-გვერდებმა და პროფილებმა მანიპულაციურად გაავრცელეს, „მთავარი არხის“ 28 ნოემბრის პირდაპირი ეთერიდანაა ამოჭრილი. პირდაპირი ეთერის ორიგინალ კადრებში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია დროებითი კედლისკენ მიიწევს და შემდეგ მასზე პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობს. ხოშტარიას კედელთან მიახლოებაში პოლიციელები უშლიან ხელს, მისი პულივიზატორი კი კედლისკენაა მიმართული და არა პოლიციელის სახისკენ.

28 ნოემბერს აქტივისტები „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიასთან ერთად პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ დროებით კედელზე საპროტესტო წარწერებს აკეთებდნენ. მათი პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების ფორმატში ჩატარებულ ორმხირვ შეხვედრას შეეხებოდა. შეხვედრაში, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელით არის ცნობილი, საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე მონაწილეობდა. პროტესტი შეეხებოდა რფ-ს განცხადების იმ ნაწილს, სადაც რუსეთი მიუთითებდა, რომ “შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად”. აქციაზე ორი აქტივისტი დააკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხედველობაში ჰქონდა 2019 წლის ივნისის პროტესტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა.

  •  ელენე ხოშტარიას მანიპულაციური კადრის კამპანიური გავრცელება

აღსანიშნავია, რომ ანტი-ოპოზიციური ფეისბუქ გვერდები და ინდივიდუალური მომხმარებლები ვიდეოდან ამოჭრილ კადრს ორგანიზებულად, 30 ნოემბერს 17:00-დან 17:30-მდე დროის შუალედში აქვეყნებდნენ, ხოლო მათ მიერ გაზიარებული პოსტები საჯარო ფეისბუქ-ჯგუფებში ძირითადად 19:10-დან 19:45 საათამდე შუალედში ფიქსირდება. პოსტების შინაარსი და გაზიარების პერიოდი (იდენტური დროის მონაკვეთი) გავრცელების კამპანიურ ხასიათზე მეტყველებს.

ანტი-ოპოზიციურმა გვერდებმა სექტა  და მეხუთე რეიხი ელენე ხოშტარიას ფოტოს იდენტური ტექსტი დაურთეს, ორივე მათგანი წერს, რომ ელენე ხოშტარია პატრულის თანამშრომელს „პირდაპირ სახეში ასხავს კრასკას“. სავარაუდოდ, გვერდებს ერთი და იგივე პირი მართავს. 1 დეკემბრის მდგომარეობით, სექტას პოსტს 440 რეაქცია, 184 კომენტარი და 92 გაზიარება აქვს. მეხუთე რეიხის პოსტს კი 46 რეაქცია და 23 კომენტარი. ორივე პოსტის კომენტარების ველში უმეტესად აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარებია განთავსებული, მათი ნაწილის ავტორები ელენე ხოშტარიას დასჯას ითხოვენ.

ასევე ანტიპოზიციურმა გვერდებმა რეალობა და მიხეილ უკრაინოლოგი იდენტური ფოტო ატვირთეს, თუმცა მათ ფოტოს აღწერაში პირდაპირ არ დაუწერიათ, რომ ელენე ხოშტარია პოლიციელს საღებავს ასხამს., არამედ ხდება მისი ქმედების ნეგატიური შეფასება (“და ის კიდე პარლამენტარს და პოლიტიკოს ეძახის თავს” – რეალობა; “ნამეტანი ხომ არ მოგდით ქალბატონო ელენე?” – მიხეილ უკრაინოლოგი). პოსტების კომენტარების უმეტესობა ელენე ხოშტარიას მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელია და იმ აზრს იმეორებს, რომ ხოშტარია პოლიციელს საღებავს ასხამს, მცირე ნაწილი კი საპირისპირო მოსაზრებას აფიქსირებს. გვერდ “რეალობას” პოსტს 38, მიხეილ უკრაინოლოგის პოსტს კი 34 გაზიარება აქვს.

კიდევ ერთმა ანტიპოზციურმა გვერდმა Political Sarcasm იმავე შინაარსის 5-წამიანი ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „სახეში ასხავს სამართალ დამცველს საღებავს ეს გარეწარი ქალი! 🤬😡 აი ეს არის მათი რეალური სახე“. ვიდეოში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია კედელზე პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობს, პოლიციელები კი წინააღმდეგობას უწევენ. 1 დეკემბრის მდგომარეობით, ვიდეოს 2400 ნახვა და 19 გაზიარება აქვს.

იდენტური ფოტო ანტილიბერალურმა გვერდმა ანტილიბერალური დოქტრინამ შემდეგი ტექსტით გაავრცელა: „ჰელენ ხოშტარია პატრულის ოფიცერს საღებავს ასხამს სახეში“. პოსტს 14 გაზიარება აქვს.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ფეისბუქ-მომხმარებლებს, მათი პოსტებიც ანტიოპოზიცური გვერდების მიერ გავრცელებული გზავნილების მსგავს გზავნილებს შეიცავდა.

ფეისბუქ-ანგარიში Oboladze Gia, რომელიც პლატფორმა „ვინ ვინ არის“ მიერ სახელისუფლებო ტროლადაა მონიშნული, წერს, რომ ხოშტარია „ჯავრს იყრის პოლიციაზე“ და მას „სპრეის ასხმას თვალებში“. Oboladze Gia-ს პოსტს 80 გაზიარება აქვს. მან საკუთარი პოსტი 8 საჯარო ჯგუფში იდენტური ტექსტით გააზიარა, რომელშიც გამოკვეთილია გზავნილი „ხოშტარია ციხეში“.

იდენტური ფოტო კიდევ სამმა ფეისბუქ-მომხმარებელმა – – გაბრიელ კამაევმაNino Labartkava-მ და Mindo Mandela-მ გამოაქვეყნა.

გაბრიელ კამაევი ხოშტარიას „მშვიდობიან“ მომიტინგეს უწოდებს, მის  პოსტს 87 გაზიარება აქვს. Nino Labartkava კი წერს, რომ ელენე ხოშტარიამ პასუხი უნდა აგოს, ამასთანავე ის ხოშტარიას შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენიებს. მის პოსტს 13 გაზიარება აქვს.

ხოშტარიას დაკავებას ითხოვს Mindo Mandela-ც, მის პოსტს 29 გაზიარება აქვს. Mindo Mandela-მ საკუთარი პოსტი 3 საჯარო ჯგუფში გააზიარა.

ანტი-ოპოზიციური გვერდები გზავნილი

სექტა 

მეხუთე რეიხი

რეალობა

მიხეილ უკრაინოლოგი

Political Sarcasm

ნაბი*ვარი ხოშტარია რო პირდაპირ სახეში ასხავს კრასკას პატრულის თანამშრომელს ეს კრიმინალი არაა?

ნაბი*ვარი ხოშტარია პირდაპირ სახეში ასხავს პატრულის თანამშრომელს კრასკას

და ის კიდე პარლამენტარს და პოლიტიკოს ეძახის თავს?

“ნამეტანი ხომ არ მოგდით” ქალბატონო ელენე?

სახეში ასხავს სამართალ დამცველს საღებავს ეს გარეწარი ქალი! 🤬😡 აი ეს არის მათი რეალური სახე !

ინდივიდუალური პროფილები გზავნილი

გაბრიელ კამაევი

Oboladze Gia

Mindo Mandela

Nino Labartkava

ხოშტარია შე ნაგავო 😡😡😡😡😡😡😡😡 აი ასე ექცევა “მშვიდობიანი” მომიტინგე სამართალდამცავს!!!!

გველი მამის, ზვიადის გადამდგების გოგი ხოშტარიას შვილი ელენე ხოშტარია, რომელმაც მიუხედავათ იმისა რომ მთელი ოპოზიცია მხარს უჭერდა, პირწმინდათ წააგო ვაკე.
ეხლა ჯავრს იყრის პოლიციაზე, და მისი ქმრის მილიონებით ბავშვები აყარა დაარბენინებს აქციებზე და პოლიციას  სპრეის ასხმას თვალებში

დააკავეთ ეს წაკლა რუსების აგენტი მილიონერი ხოშტარია!!
როგორ გაბედა  აეღმარტა ხელი რუსეთის აგენტს, ქართველი პოლიციელეისთვის???
ხოშტარია ციხეში!!

ამ ამ ყლექალას პასუხი აგებინეთ ახლა და მართლა თავზე ნუ გადაააჯმევინეთ ამათ!
ჩემმა მეზობელმა რამაზამ რო ასე მიასხას პულივიზატორი სახეში პოლიციელს, ჯარიმითაც ვერ გამოძვრება და ხოშტარია ვინ ჩემი ფეხებია? მოსთხოვეთ პასუხი! ყელშია უკვე!!!

ანტილიბერალური გვერდები გზავნილი
ანტილიბერალური დოქტრინა 🔴 ჰელენ ხოშტარია პატრიულის ოფიცერს საღებავს ასხამს სახეში ❗

მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist