დეზინფორმაცია, თითქოს მაკრონს ევროკავშირიდან წევრი ქვეყნების გარიცხვა სურს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მაკრონ
205
VIEWS

2019 წლის 21 მაისს ონლაინ-გამოცემა “სპუტნიკ საქართველომ” გამოაქვეყნა ინტერვიუ არნო ხიდირბეგიშვილთან, სადაც ის ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ევროკავშირიდან წევრი ქვეყნების გარიცხვა სურს. აღნიშნული ინტერვიუ გამოქვეყნდა ონლაინ-გამოცემა “საქინფორმშიც”, რომლის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია.

არნო ხიდირბეგიშვილი:  „რა ევროკავშირში შესვლაზე შეიძლება ლაპარაკი?! საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი კავშირიდან მისი მოქმედი წევრების გარიცხვას სთავაზობს. ევროკავშირი სადაცაა დაირღვევა!“

არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტი ვეროკავშირიდან წევრი ქვეყნების გარიცხვას ცდილობს, დეზინფორმაციაა. ხიდირბეგიშვილი არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებს ემანუელ მაკრონის განცხადებას ევროპის განახლების შესახებ, რომელიც მან ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების წინ გაავრცელა. რეალურად საფრანგეთის პრეზიდენტი საუბრობს რეფორმებზე, რომლებიც, მისი ხედვით, Brexit-ის და არჩევნების შემდგომ ევროპის მომავალს უზრუნველყოფს.

  • რა გულისხმობს ემანუელ მაკრონის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული წერილი?

2019 წლის 4 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც მან წინასაარჩევნოდ ევროკავშირის მოქალაქეებს მიმართა. მაკრონმა ისაუბრა ევროკავშირში არსებულ გამოწვევებსა და მომავალზე, რომლის შენებაც ხალხის დახმარებით იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა  გაერთიანებისკენ, რათა მკაფიოდ გამოიხატოს პოზიცია, თუ რას ნიშნავს ევროპა, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ეკონომიკური ბაზარი და ის დიდი პროექტია, რომელიც ევროპელებს აძლიერებს.

წერილში მაკრონი ევროკავშირიდან წევრი ქვეყნების გარიცხვაზე არ საუბრობს, არამედ აკრიტიკებს შენგენის ზონის იმ ქვეყნებს, რომლებიც მიგრაციასა და თავშესაფრის მხარდაჭერის შესახებ ერთიან პოლიტიკას არ მიჰყვებიან.

“ყველას, ვისაც სურს შენგენის ზონის წევრობა, უნდა შეასრულოს პასუხისმგებლობის ( საზღვრის მკაცრი კონტროლი) და სოლიდარობის (ერთიანი თავშესაფრის პოლიტიკა მიღებისა და უარის საერთო წესებით) ვალდებულება. ამისათვის დაგვჭირდება საერთო სასაზღვრო ძალა და ევროპული თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი, კონტროლის მკაცრი ზომები და ევროპული სოლიდარობა, რომელსაც ყველა წევრი ქვეყანა ხელს შეუწყობს ევროპული საბჭოს შიდა უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში.”

მაკრონმა გააჟღერა Brexit-ის საკითხიც, როგორც ევროპის კრიზისის ამსახველი სიმბოლო და აღნიშნა, რომ ბრიტანელები არ იყვნენ  Brexit-ის შემდგომ მოსალოდნელ მოვლენებზე ინფორმირებულნი, არ იცოდნენ თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა მას. მაკრონის თქმით, ევროპელი ნაციონალისტები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ევროკავშირიდან გასვლა მათი იდენტობის შენარჩუნების გამოსავალია, რადგან სწორედ ევროპული ცივილიზაცია აერთიანებს და იცავს ევროპელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმა ის მახეა, რომელიც აუცილებლად უნდა დაძლიონ წევრმა ქვეყნებმა.

ხიდირბეგიშვილის განცხადება არის იმ ნარატივის ნაწილი, თითქოს ევროკავშირი დეზინტეგრაციის საფრთხის წინაშე დგას.



მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist