დეზინფორმაცია, თითქოს MH17-ის გამოძიებაში რუსული კვალი არ იძებნება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ხხხხხხხხხხხ
352
VIEWS

2019 წლის 31 მაისს Sputnik-Abkhazia-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მალაიზიის პრემიერ-მინისტრი, მაჰათირ მოჰამადი, 2014 წელს უკრაინაში ჩამოგდებულ მალაიზიის ავიახაზების  MH17 რეისის Boeing-777 თვითმფრინავზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრის აზრით, ავიაკატასტროფაზე არსებული გამოძიება პოლიტიზირებულია და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც რუსეთის კვალზე მიანიშნებს.

მაჰითირ მოჰამადი: “ისინი რუსეთს აბრალებენ, მაგრამ სად არის მტკიცებულება? ვიცით, რომ რაკეტა, რომელიც თვითმფრინავს დაეჯახა რუსული ტიპის იყო, თუმცა შეიძლება უკრაინაშიც დაემზადებინათ.”

მალაიზიის პრემიერ-მინისტრის მტკიცება, თითქოს 2014 წელს დონეცკის რეგიონში MH17 რეისის თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის კვალი არ იძებნება, დეზინფორმაციაა. აღნიშნულ ფაქტზე არაერთი გამოძიება არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. ნიდერლანდების მთავრობამ მალაიზიის პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა და მისი განცხადებების ახსნა მოითხოვა.

  • Bellingcat-ისა და JIT-ის გამოძიება ადასტურებს, რომ რაკეტა რუსულ ბრიგადას ეკუთვნის

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ ავსტრალია, ბელგია, მალაიზია, ნიდერლანდები და უკრაინა, ფოტო და ვიდეო მასალით ამტკიცებენ, რომ სატვირთო კოლონა, რომელსაც სარაკეტო სისტემა გადაჰქონდა, 2014 წლის 17 ივლისს რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინისკენ დაიძრა, დონეცკის ოლქში, ქალაქ მაკეევკაში, შევიდა, მეორე დილას კი ერთი რაკეტის გამოკლებით საზღვარი ისევ გადაკვეთა. მანქანაზე არსებული სერიული ნომრები და სხვა ნიშნები იდენტიფიცირდება რუსეთის არმიის 53-ე ბრიგადასთან, კერძოდ, ანტი-საჰაერო ქვედანაყოფთან, რომელიც რუსეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კურსკში მდებარეობს.

"
წყარო: bellingcat.com

Bellingcat-მა გამოძიებისთვის ღია წყაროები გამოიყენა, 2017 წელს მათი საგამოძებო კვლევა გამოქვეეყნდა. სატვირთოს მარშრუტის დადგენა ათეულობით ფოტო და ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით მოხდა. მასალებზე აღბეჭდილია ტერიტორია, სადაც სატვირთო გადაადგილდებოდა, შესაბამისად გზაზე არსებული გარემოს მახასიათებლების შემოწმება Google Street View-ს საშუალებით მარტივად გახდა შესაძლებელი. დონეცკში 2014 წლის 17 ივლისს რუსული ბრიგადის სარაკეტო სისტემა Stratfor-ის სატელიტურმა გამოსახულებამ აღბეჭდა.

"
წყარო: bellingcat.com

გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია დადგინდა თვითმხილველებისგანაც, რომლებმაც გაიგეს აფეთქების ხმა და რაკეტის ტრაექტორიის კვალი ფოტოებზეც ასახეს. რამდენიმე ფოტოს გაანალიზების შემდეგ შესაძლებელი გახდა რაკეტის გასროლის ლოკაციის დადგენაც, რომელიც სწორედ იმ ტერიტორიას ემთხვეოდა, სადაც რუსული სატვირთო კოლონის ყოფნა დაფიქსირდა.

"
წყარო: bellingcat.com

2018 წელს Bellingcat-მა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით იმ პიროვნებების იდინტიფიცირებაც შეძლო, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია აფეთქებასთან. სატელეფონო საუბრებიდან ერთ-ერთში გარკვევით ისმის ინფორმაცია სატვირთო კოლონის მარშრუტის შესახებ, ასევე ნახსენებია [სამხედრო] თვითმფრინავების ჩამოგდების გეგმა. იდენტიფიცირებული პირები რუსეთის სადაზვერვო დირექტორატის ოფიცერი ოლეგ ვლადიმიროვიჩ ივანიკოვი და გენერალი ნიკოლაი ფედეროვიჩ ტკაჩოვი არიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფეთქების დღეს, 2014 წლის 17 ივლისს, რუსეთის მოქალაქემ და დონბასის რეგიონში მეამბოხე ძალების მეთაურმა იგორ ივანოვიჩ სტრელკოვმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში გაავრცელა ინფორმაცია დონეცკში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის AN 26-ის ჩამოგდების შესახებ და ვიდეო მასალაც თან დაურთო, რომელზეც აფეთქებით გამოწვეული კვამლი იყო ნაჩვენები. მას შემდეგ, რაც მედიამ MH17-ის ამბავი გააშუქა, სტრელკოვის პოსტი სოციალური ქსელიდან გაუჩინარდა.

ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ აღნიშნული ინციდენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევად განიხილეს და აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად მოუწოდეს რუსეთს, აეღო მომხდარზე პასუხიმგებლობა. საკითხი საგამოძიებო ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა გაეროშიც დააყენეს, თუმცა 2015 წელს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის რეზოლუციას რუსეთმა ვეტო დაადო.

MH17-ის ჩამოგდების საკითხი რუსულ მედიაში

გამოძიების საწინააღმდეგოდ რუსული მედია დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას ცდილობს:

  • MH17 უკრაინულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო;
  • აფეთქება უკრაინულმა რაკეტამ გამოიწვია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს უმიზნებდა;
  • თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე უკვე ცხედრებით იყო სავსე;
  • თვითმფრინავი BUK-მა ჩამოაგდო, მაგრამ ის რუსეთს არ ეკუთვნოდა.

რუსეთმა უკრაინის ბრალეულობის დასამტკიცებლად ყალბი ფოტო მასალაც კი შექმნა, რომლის ფაბრიკაციაც Bellingcat-ის მიერ დადასტურდა.

გამოხმაურებები მალაიზიის პრემიერის განცხადებაზე

“მისი კომენტარები არამხოლოდ უცნაური და შემაშფოთებელია, არამედ კონტრპროდუქტიულია სიმართლის ძიებაში 298 ადამიანის დაღუპვასთან მიმართებით, რომელთა შორის 34 მალაიზიელი იყო.” – განაცხადა MH17 გამოძიების ერთ-ერთმა სამუშაო ჯგუფმა.

ნიდერლანდების მთავრობამ მალაიზიის პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა და მისი განცხადებების ახსნა მოითხოვა.

2014 წლის 17 ივლისს დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიმავალი მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი  Boeing-777 რეისი MH17 ჩამოვარდა. შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 193 ჰოლანდიელი; სწორედ ნიდერლანდები ხელმძღვანელობდა საერთაშორისო გამოძიებას, რომლის შედეგებსაც რუსეთი დღემდე არ აღიარებს.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მალაიზია, ნიდერლანდები, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist