დეზინფორმაცია, თითქოს პირველკლასელებს ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობის შესახებ ასწავლიან

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

deza wigni
289
VIEWS

20 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” გამოაქვეყნა წიგნის გვერდის ფოტო “რას ნიშნავს სასიყვარულო ალერსი?” “გვერდის  მტკიცებით, აღნიშნული წიგნი სკოლის პირველ კლასში ისწავლება. პოსტს 244 მოწონება და 50 გაზიარება ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ავტორმა პოსტი ფეისბუქიდან წაშალა.

"

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროდან გვაცნობეს, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამაში შეტანილი არ არის.

„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დაბეჭდილ სახელმძღვანელოებში მსგავსი შინაარსის ტექსტი არ იძებნება,” –   ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის წერილობით პასუხში.

  • ტექსტი მოყვანილია წიგნიდან “სიყვარულის ანაბანა”

1999 წელს ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნი Questions d’amour ფრანგ ავტორს, ვირჟინ დუმონტს, ეკუთვნის. წიგნი მოიცავს სექსუალური განათლების საკითხებს 5-დან 8 წლამდე ბავშვებისათვის. 2006-2007 წლებში წიგნის ქართული თარგმანი “სიყვარულის ანაბანა” 1200-მდე სკოლის ბიბლიოთეკაში გაიგზავნა, თუმცა სასწავლო პროგრამაში სახელმძღვანელოდ არ შესულა და ზოგიერთმა სკოლამ ის კლასგარეშე ლიტერატურიდანაც ამოიღო.

"

წიგნის გარშემო ვნებათაღელვა წლების წინ დაიწყო, თავდაპირველად ქართულ ფორუმებზე, შემდგომ კი სოციალურ ქსელებში, ბლოგებსა და ონლაინ პორტალებზეც. 2014 წელს წიგნის ფოტო გამოაქვეყნეს ვებ-გვერდმა ambebi.ge და რობერტ კავთიაშვილის ბლოგმა. ეს უკანასკნელი ასევე წერდა, რომ 2014-2015 წლებში სკოლებში ახალი საგნის “სიყვარულის ანაბანას” დამატება იგეგმება და აღნიშნული წიგნი სწორედ ამ საგნისთვისაა დაბეჭდილი.

""


“ჯაბა მუსელიანის ბლოგის” შესახებ

გვერდი 2019 წლის 17 მარტს შეიქმნა, იმართება საქართველოდან. გარდა გასართობი ხასიათის პოსტებისა, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” ხშირად აზიარებს რუსთაველზე საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელ პოსტებს, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს. “ჯაბა მუსელიანის ბლოგს” გადაზიარებული აქვს სხვა პირველწყაროების მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაციებიც, რომლებიც ადრე “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. დეზინფორმაციები ეხებოდა ედუარდ სააკაშვილის ყალბ განცხადებას ანტი-საოკუპაციო აქციების შესახებ და მითს, თითქოს თურქეთის ხელისუფლება აჭარელ მუსლიმებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება.

"

""

"|

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist