დეზინფორმაციას აშშ-ს მიერ ბელარუსისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე სახალხო კრების წევრიც ავრცელებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

javelidze_2884
41
VIEWS

დეზინფორმაცია აშშ-ს მიერ ბელარუსისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ, რომელიც პირველად 31 ოქტომბერს გავრცელდა საინფორმაციო სააგენტო TB24-ის და Geomedia TV -ის მიერ – გაზეთ „ასავალ-დასავალის” 7-11 ნოემბრის გამოშვებაში სახალხო კრების წარმომადგენელმა ელიზბარ ჯაველიძემ გაიმეორა. კერძოდ, მან აღნიშნა:

„აგერ, ჩვენმა „დიდმა მეგობარმა” ამერიკამ ბელორუსს დაუწესა უვიზო რეჟიმი, ჩვენს ხალხს კი ამერიკის საკონსულოებში უწევს ყურყუტი და დამცირება! ეს იმას ნიშნავს, რომ ბელარუსი სახელმწიფოა, ღირსეული ლიდერიც ჰყავს, ჩვენ კი ამერიკის მონები ვართ და, ბოდიში და, პატრონს ფეხებზე ვკიდივართ!”

მითების დეტექტორმა აშშ-ს მიერ ბელარუსისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მასალა 8 ნოემბერს მოამზადა, სადაც ინფორმაციის მცდარობის დამადასტურებელი ფაქტებია მოყვანილი:

  • ბელარუსი არ შედის იმ 38 ქვეყნის სიაში, რომლებიც აშშ-სთან 90 დღის ვადით უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ;
  • ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ აშშ-ში მოგზაურობისთვის ბელარუსის მოქალაქეებს სჭირდებათ სხვადასხვა კატეგორიის ვიზა;
  • დეზინფორმაციის რუსულენოვან პირველწყაროს გადავყავართ ინგლისურენოვან საიტზე USA RADIO, რომელიც თავად რედაქციის განაცხადითვე „ჭორებს და ახალ ამბებს ავრცელებს”.

სახალხო კრება

სახალხო კრება ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობა -ერთიან საქართველოსთან” დაკავშირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. ის 2006 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია გამოირჩევა ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ბელორუსი
წყარო

წყარო

სახ
სახალხო კრება

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist