დუმას დეპუტატმა საავადმყოფოს ვადაგასული აპარატურა გადასცა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

fase
120
VIEWS

meduza.io-ს მასალი მიდევით

რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვლადიმირის პროკურატურის თხოვნით ფედერალური საგამოძიებო სამსახური ადგილობრივი საავადმყოფოსათვის ვადაგასული სასუნთქი აპარატების გადაცემის საკითხს  იძიებს. მოწყობილობები საავადმყოფოს კორონავირუსიანი პაციენტების მკურნალობის მიზნით გადასცეს.

დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ 6 მილიონი რუბლის ღირებულების “ФАЗА – 5 НР” ტიპის აპარატებს ექსპლუატაციის ვადა 15 წლის წინ ამოეწურათ, მათ არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია და რეგისტრაციის სერთიფიკატები.

მართალია, საგამოძიებო ორგანოები არ ასახელებენ იმ პირის ვინაობას, რომელმაც აპარატები საავამდყოფოს გადასცა, ვებ-პორტალ Provladimir.ru-ს ცნობით, ეს დუმას ერთ-ერთმა უმდიდრესმა დეპუტატმა, გრიგორი ანიკიევმა გააკეთა. 6 აპრილს ანიკიევის საქველმოქმედო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია ვლადიმირ ოლქის საავადმყოფოებისათვის 50  სასუნთქი აპარატის შეძენის შესახებ. 14 აპრილს ანიკიევმა აღიარა, რომ აპარატები 1999 წელს იყო დამზადებული.

პროკურატურის ინფორმაციით აპარატებს დამზადების დღიდან შემოწმებაც კი არ გაუვლიათ და მათი გამოყენებისათვის აუცილებელია ანტისეპტიკური საშუალება “ფტოროტანი”, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია აღარ გამოიყენება.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist