ებრძვის თუ არა შვედეთი კორონავირუსს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

wsf
665
VIEWS

2020 წლის 18 მარტს საინფორმაციო სააგნეტომ Prime Time-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურითშვედეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა”. სტატიაში ნათქვამია, რომ შევედეთის მთავრობა ვირუსთან საბრძოლველად გადაუდებელ ზომებს არ იღებს, ქვეყნის საზღვრები ჯერ კიდევ არ არის ჩაკეტილი და ყველა დაწესებულება ჩვეულ რეჟმში მუშაობს, შვედი მეცნიერები კი  არ იზიარებენ თავიანთი კოლეგების აზრს და აცხადებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა.

მსგავსი შინაარსის სტატიები 17-18 მარტს ასევე გამოცემებმა ალია, კომერსანტი, ფორტუნა და emigrantebi.org გამოაქვეყნეს. აღნიშნული გამოცემები ინფორმაციის წყაროდ ვებ-გვერდს haqqin.az-ს ასახელებენ.

"

""

""

გავრცელებული ცნობები, თითქოს შვედეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა, დეზინფორმაციაა. შვედეთის მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატებისთანავე დაიწყო საპასუხო ზომების მიღება, საზღვრების ჩაკეტვის შესახებ კი შვედეთის პრემიერ მინისტრმა 17 მარტს განაცხადა.

  • შვედეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების დაფიქსირებისთანავე დაიწყო შესაბამისი ზომების მიღება

შვედეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 31 იანვარს დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი მატება თებერვალში მას შემდეგ დაიწყო, რაც დაავადება იტალიასა და ირანში სწრაფად გავრცელდა.

შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ შვედეთში: 

  1.  17 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა.
  2.  27 თერევლიდან  გარკეულმა კრეძო კომპანიებმა საკუთარი თანამშრომლები, რომლებიც რისკის ზონაში მოგზაურობდნენ, 2 კვირიან თვითიზოლაციის რეჟიმში გაუშვეს.
  3.  3 მარტს სკანდინავიურმა ავიაკომპანია SAS-მა ჩრდილოეთ იტალიასთან ფრენები შეწყვიტა.
  4.  11 მარტს შვედეთის მთავრობამ აკრძალა შეხვედრები, რომლებსაც 500 ადამიანზე მეტი ესწრება.
  5.  13 მარტს მთავრობის დადგენილებით ავადმყოფობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისთვის სპეციალური ცნობის აღების საჭიროება გაუქმდა  და ყველა მოქალაქეს, რომელსაც რესპირატორული ავადმყოფობის სიმპტომები ჰქონდა, სახლში დარჩენისაკენ მოუწოდეს.

ამავე გამოსვლისას შვედეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ “კორონავირუსი ბოლო მრავალი ათწლეულის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა.”

"

6.  14 მარტს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ  საზღვარგარეთ ყველა არასაჭირო მოგზაურობისგან. ეს რეკომენდაცია, სულ მცირე, 14 აპრილამდე იქნება ძალაში.

  • შევდეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრები 19 მარტიდან დროებით ჩაიკეტება.

19 მარტიდან, შვედეთი ჩაკეტავს საზღვრებს ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყნის მოქალაქისთვის,  ამის შესახებ შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკაელ დამბერგმა სამშაბათს, 17 მარტს, განაცხადა.

"

რაც შეეხება სკოლებს, შვედეთის განათლების მინისტრმა ანა ეკსტრომმა განაცხადა, რომ მთავრობა სკოლების ნაცვლად არ გადაწყვეტს, შეაჩეროს თუ არა სასწავლო პროცესი და თვითმმართველობის ფარგელბში სკოლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაუმკლავდებიან კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist