ელექტრონულ კომერციაში ჩართული მოვაჭრეები სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგიაში 5G შიშებს ნერგავენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

თარგმანი
70
VIEWS

DFRLab-ის მასალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი დაიცვან კორონავირუსისგან, ელექტრონული კომერციის ვებსაიტებმა და სოციალური მედიის გვერდებმა შექმნეს მრავალფეროვანი პროდუქტები და ამტკიცებენ, რომ ისინი მყიდველების იმუნურ სისტემას ელექტრომაგნიტური ველიდან (EMF) გამოსხვიბული რადიაციის მოგერიებაში ეხმარება.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) მოახდინა ორი ბიზნესის  EMF Harmony და EMF Protector-ის იდენტიფიცირება, რომლებიც ავრცელებენ გაფრთხილებებს 5G-ით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებზე. აღნიშნული კომპანიები ფეისბუქის და ამაზონის პლატფორმებს იყენებენ, იმისათვის, რომ გაარეკლამონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც ვითომდა 5G-სთან დაკავშირებული ელექტრომაგნიტული ველისგან იცავს. მოვაჭრეები მტკიცებულების არსებობის გარეშე აცხადებენ, რომ პროდუქტებს შეუძლიათ აამაღლონ იმუნური სისტემა კორონავირუსთან საბრძოლველად. ამ შემთხვევაში, ელექტრომაგნიტულ ველებთან დაკავშირებული მისინფორმაცია გამოიყენება მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად და შესაშინებლად, რათა კომპანიებმა მოგება გაზარდონ.

აშშ-ში პროდუქტის რეკლამირება, თითქოს მას ადამიანის დაავადებისგან დაცვა შეუძლია უკანონოა, თუ ის დამტკიცებული არ არის კომპეტენტური და სანდო სამეცნიერო მტკიცებულებით. მაგალითისთვის, 2002 წელს აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ 2 კომპანია დააჯარიმა იმ მიზეზით, რომ ისინი ყიდნენ ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც, თითქოს მომხმარებლებს მობილური ტელეფონებიდან გამოწვეული ელექტრომაგნიტური რადიაციისგან იცავდა. ამასთან, 2020 წელს 250 გაფრთხილება გაეგზავნა აშშ-ის ბიზნესებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ პროდუქტებს COVID-19-ის მკურნალობა შეეძლოთ.

ამ დრომდე დაბალი დონის, გრძელვადიანი ელექტრომაგნიტული ველის გამოსხივებით ჯანმრთელობაზე მოქმედი უარყოფითი შედეგები არ გამოვლენილა, თუმცა ფეისბუქზე არაერთი საჯარო და დახურული ჯგუფია შექმნილი, რომლებიც ანტი-EMF აქტივიზმში არიან ჩართულნი.

1
ფოტო: DFRLab

მას შემდეგ რაც კორონავირუსისა და 5G-ის კავშირის კონსპირაცია გაჩნდა, DFRLab-ის Google Trends-ის ანალიზის შედეგად, 15 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში გამოიკვეთა, რომ ისინი ვინც ეძებდნენ ტერმინს “EMF”, ასევე ეძებდნენ მისგან დაცვის საშუალებებს. ტოპ 5 ძებნის შედეგს შორის იყო EMF protection EMF radiation და EMF meter.

2
ფოტო: DFRLab

კონსპირაციიდან ფულამდე: EMF Harmony და EMF Protector

DFRLab-მა გაარკვია, რომ EMF Harmony 2019 წლის ნოემბერში შეიქმნა და კოლორადოშია ბაზირებული. კომპანიამ ფეისბუქის ბიზნეს გვერდიდან 16 დასპონსორებული რეკლამის გაშვება 2020 წლის ივლისში დაიწყო: ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ პროდუქტები შექმნილია მოხმარებლების ჯანმრთელობის დასაცავად 5G რადიაციისგან.

3
ფოტო: DFRLab

რაც შეეხება EMF Protector-ს, ფეისბუქის გვერდზე მითითებულია, რომ ის ბაზირებულია უაიომინგში, თუმცა DFRLab აღნიშნავს, რომ ეს ადგილმდებარეობა სავარაუდოდ არასწორია. რადგან კომპანია მიბმულია შპს HelloChakra-ს სახელზე, აღნიშნულ შპს-ს სხვა კორპორაციებიც იყენებენ, რათა საკუთარ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი დამალონ.

EMF Protector არეკლამებს ყურსასმენებს, რომლებიც, მათი მტკიცებით რადიაციას 99%-ით ამცირებს, თუმცა EMF Harmony-სგან განსხვავებით, კონკრეტულად 5G-ს არ ახსენებს და ასევე არ ამტკიცებს, რომ მათ პროდუქტს იმუნიტეტის ამაღლება შეუძლია.

4
ფოტო: DFRLab

ამის მიუხედავად EMF Protector ქმნის და აქვეყნებს ისეთ კონტენტს, სადაც აღნიშნულია, რომ ელექტრომაგნიტური რადიაცია ასუსტებს იმუნუტეტს და ჯანმრთელობისთვის უარყოფით შედეგებს იწვევს.

5
ფოტო: DFRLab

როგორც EMF Harmony, ისე EMF Protector აქტიურები არიან ამაზონის ონლაინ ბაზარზე და ყიდიან თავიანთ პროდუქციას. ორივე მოვაჭრე კომპანია Amazon Prime-ის საცალო მოვაჭრეების სიაშია, ხოლო EMF Harmony ამაზონზე დასპონსორებული პროდუქციის სერვისითაც სარგებლობს.

6
ფოტო: DFRLab

როგორც ზემოთ აღინიშნა, EMF Protector ფეისბუქის რეკლამებში 5G-ს რადიაციაზე არ საუბრობს, თუმცა ამაზონზე ის წერს, რომ მათი პროდუქტებიდან ერთ-ერთი – მამაკაცის საცვლები მომხმარებელს 5G, 4G, WiFi და Bluetooth-ის რადიაციისგან იცავს.

7
ფოტო: DFRLab

ზოგადად, ამაზონი სამედიცინო პროდუქციით მოვაჭრეებს ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) სტანდარტებში სვამს და კრძალავს მაგალითად low-EMF generator-ის გაყიდვას, რომელზეც ამტკიცებენ, თითქოს სიმსივნეს კურნავს. მსგავსად, ფეისბუქი ზღუდავს შეცდომაში შემყვან რეკლამებს და დასპონსორებულ პოსტებს, ასევე აუდიტორიას ჰპირდება, რომ მონიშნავს ისეთი კონტენტის შემცველ პოსტებს, რომლებიც უკავშირდება 5G-სა და COVID-19-ზე კონსპირაციებს. თუმცა, ფედერალური რეგულაციისა კერძო პლატფორმების წესების მიუხედავად, ყალბი შინაარსის შემცველი რეკლამები სივრცულ ბაზარზე მაინც ვრცელდება.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist