ევროპარლამენტის კლონი ვებ-გვერდი Russia Today-ს მასალებს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

EP-Today-1
43
VIEWS

EUvsDisinfo იუწყება, რომ ინტერნეტში ევროპარლამენტის საინფორმაციო ჟურნალის კლონი ვებ-გვერდი eptoday.com გაჩნდა, რომელზეც კრემლის მიერ დაფინანსებული მედია საშუალება Russia Today-ს სტატიები ქვეყნდება.

European Parliament Today (შემოკლ. EP Today) ევროპარლამენტის  თვითგამოცხადებული ყოველთვიური ონლაინ საინფორმაციო ჟურნალია. სახელწოდება და ლოგო – ლურჯ ფონზე განთავსებული 12 ვარსკვლავი მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქმე სერიოზულ გამოცემასთან აქვს. 145 000 Facebook გულშემატკივარი და დღიურად საშუალოდ 25 სტატიის გამოქვეყნება კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ გამოცემა ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილია.

"

თუმცა, EP Today ევროპარლამენტის სახელს მანიპულაციურად და უკანონოდ იყენებს. ვებ-გვერდს ევროპარლამენტთან არავითარი კავშირი არ აქვს. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ გამოცემას ამ წლის სექტემბერში მიმართა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი საქმიანობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

“ჩვენს შესახებ” განყოფილებაში განთავსებული ინფორმაციის მიხედვით,  EP Today განკუთვნილია მხოლოდ იმისათვის, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებმა  მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ წერონ. თუმცა, ვებ-გვერდზე განთავსებული სტატიების 99%-ზე მეტი EP Today-ს არ ეკუთვნის. 2018 წლის 24 ოქტომბრიდან დღემდე გამოქვეყნებული სტატიების 47% Russia Today-ს (RT.com) სტატიების ზუსტი ასლებია.

ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, რომ EP Today-ს ძირითადი გუნდი ბრიუსელს გარეთ საქმიანობს და საფოსტო მისამართი მხოლოდ ბრიუსელში აქვს. ამასთან, გამოცემის არცერთი რედაქტორი არც LinkedIn-ზე იძებნება და არც Twitter-ზე, ხოლო Facebook გვერდის ოთხივე ადმინისტრატორი ინდოეთში იმყოფება.

2018 წლის ოქტომბრამდე EP Today ექსკლუზიურად მხოლოდ “ამერიკის ხმის” სტატიებს აქვეყნებდა, ხოლო შემდეგ Russsia Today-ზე გადაერთო. EUvsDisinfo ამას იმ მიზეზით ხსნის, რომ Amazon Alexa-ს გლობალურ რეიტინგში RT.com-ს მასალებს 299-ე ადგილი უკავია, მაშინ როდესაც “ამერიკის ხმა” მხოლოდ 2831 ადგილს იკავებს.

სოციალურ ქსელში 

“ამერიკის ხმის” მასალებიდან Russsia Today-ს კონტენტზე მომენტალური გადასვლის საილუსტრაციოდ EUvsDisinfo-ს Twitter-ზე გამოქვეყნებული 2 პოსტი მოჰყავს – პირველი 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მეორე კი  – იმავე წლის 24 ოქტომბერს. პირველზე ასახულია მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის მიერ “საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების” ( INF) ხელმოწერა წარწერით: “რა არის INF ხელშეკრულება?” მეორე პოსტში კი ვკითხულობთ: “აშშ-ს უნდა, რომ მსოფლიოს ერთადერთი ძალა იყოს და არ სჭირდება ისეთი ხელშეკრულებები, როგორიც INF-ია – განუცხადა რუსმა სენატორმა RT-ს.”

Twitter-ის მომხარებლებისათვის კონტენტის ასეთი ცვლილება შეუმჩნევლად დარჩა, რადგან Twitter ინფორმციის თავდაპირველ წყაროს არ აჩვენებს და უთითებს მხოლოდ  გაამავრცელებელ ვებ-გვერდს: eptoday.com.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist