გადაარჩინეს თუ არა ჭიანჭველებმა ქრისტეს ხატი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.9k
VIEWS

18 სექტემბერს Faceboook გვერდმა “საქართველოს იმედი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ გადააქვთ ჭიანჭველებს იესო ქრისტეს ხატი. ვიდეოს თანდართული აქვს ტექსტი: “ყოველი სული აქებდით უფალსა…” ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და 21 სექტემბრის მონაცემებით 14,000 გაზიარება აქვს.

“საქართველოს იმედის” გვერდზე ატვირთვიდან 3 წუთის შემდეგ, იდენტური ვიდეო ფეისბუქ გვერდმა “ბედნიერებასთან ახლოს” ატვირთა და შემდეგი ტექსტით გააზიარა: ““ეკლესიაში ხანძრისას იესო ქრისტეს ხატი ჭიანჭველებმა გამოიტანეს და დაწვას გადაარჩინეს. ყველან გააზიარეთ ეს საოცარი სანახაობა”. 21 სექტემბრის მონაცემებით, ამ ვიდეოს 10 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

19 სექტემერს იდენტური ვიდეო Faceboook მომხარებელმა “ქე თიმ” ჯგუფში “ქრისტიანი” გააზიარა. ვიდეოს ზუსტად იგივე აღწერა ჰქონდა, რაც გვერდ “ბედნიერებასთან ახლოს” მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჭიანჭველებმა იესო ქრისტეს ხატი დაწვას გადაარჩინეს. “ქე თის” ვიდეოს 3,500-ზე მეტი გაზიარება აქვს.

იმავე დღეს “ქე თის” პოსტი ასევე გაზიარდა ფეისბუქ ჯგუფში “საინფორმაციო სივრცე”. ხოლო 20-21 სექტემბერს ჯგუფში “ქრისტიანი” იდენტური ვიდეო გაზიარეს ფეისბუქ პროფილებმა სისინა მარიმდა მარიამ ლაბაძემ. Crowdtangle-ის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ვიდეო დამატებით კიდევ 3 ჯგუფში გაზიარდა: “❤სიყვარული❤და❤სიკეთე❤“, “mematiane.ge სოსო მიქელაძე” და “GEORGIANS IN THE UNITED STATES ქართველები შტატებში”.

გავრცელებული პოსტი შეიცავს ვიდეოფაბრიკაციას და მცდარ ტექსტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ქრისტეს ხატი ჭიანჭველებმა დაწვას გადაარჩინეს. ორიგინალი ვიდეოდან, რომელიც სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე იძებნება, ჩანს, რომ ჭიანჭველებმა არა ხატი, არამედ ორცხობილა “გადაარჩინეს”.

“მითების დეტექტორმა” აღნიშნული ვიდეო InVID-ის ხელსაწყოს მეშვეობით გადაამოწმა და როგორც ძიების შედეგებმა აჩვენა, ორიგინალი ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ მიაქვთ ჭიანჭველებს ორცხობილა, ტვიტერის რამდენიმე ანგარიშზე იძებნება. მათ შორის ყველაზე ძველი გაზიარებაა 2020 წლის 2 თებერვალს, ტვიტერ ანგარიშის @IvanChakhov-ის მიერ.

;

აღსანიშნავია, რომ “ქე თის” მიერ გავრცელებული ვიდეოფაბრიკაცია არ არის ერთადერთი და ინტერნეტ სივრცეში გვხვდება ორიგინალი ვიდეოს ისეთი შეცვლილი ვერსიაც, როგორიცაა  ორცხობილაზე მოკალათებული მამაკაცი, რომელიც ჭიანჭველებს მიჰყავთ.

;

გამავრცელებელი წყაროების შესახებ:

“ბედნიერებასთან ახლოს”

FB გვერდი “ბედნიერებასთან ახლოს” 2011 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა და მას 3 ადმინი მართავს. 21 სექტემბრის მონაცემებით, გვერდს 169, 710 მოწონება და 173, 157 გამოწერი. აღწერაში გვხვდება შემდეგი წარწერა – “ვისაც ლოდინი შეუძლია,მასთან ყველაფერი თავის დროზე მიდის <3”.

;

საქართველოს იმედი 

Facebook გვერდი “საქართველოს იმედი” 2015 წლის 30 ივნისის შეიქმნა. თავდაპირველად გვერდი “გორისა და ატენის ეპარქიის სტიქაროსნების” სახელით დარეგისტრირდა, 2015-2017 წლებში კი სახელი რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლოს, 2018 წლის 1 მარტს “საქართველოს იმედად” გადაკეთდა. 21 სექტემბრის მონაცემებით, გვერდს 236,092 მოწონება აქვს და 262,005 გამომწერი ჰყავს. გვერდის აღწერაში იკითხება შემდეგი – “საეკლესიო საქველმოქმედო გვერდი შექმნილია მამა იოსების ლოცვა -კურთხევით”. Facebook გვერდს მითითებული აქვს საკონტაქტო მეილი [email protected] და ვებგვერდი www.saqartvelosimedi.com.

;

ფეისბუქ პროფილი “ქე თი”

აღნიშნულ ფეისბუქ პროფილის პირადი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, მისი პროფილი ჩაკეტილია და რთულია განსაზღვრა, რეალური ანგარიშია ის, თუ ყალბი. ქე თი არის ადმინი ჯგუფისა “ქრისტიანი” სადაც მან ჭიანჭველების ვიდეო გააზიარა.

ტროლი მარი სისინა

სისინა მარი, რომელმაც 21 სექტემბერს ფეისბუქ ჯგუფში “ქრისტიანი” ჭიანჭველების ვიდეო გააზიარა , ყალბი ფეიქსბუქ პროფილია, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. მის მიერ პროფილზე ატვირთული სურათებით სხვადასხვა პიროვნება იძებნება, მათ შორის ინსტაგრამის მოდელი Krista Keehus-ი.

1
ბლოგერ-ინფლუენსერი ამირიან ალვინა.

2

სისინა მარის პროფილის სურათებში ასევე ატვირთულია ესპანელი მოდელის სინდი კიმბერლისფოტო:

2

აღნიშნული მოდელების გარდა სისინა მარის პროფილის სურათებში ვხვდებით ფოტოს, რომელიც რუსულ სოციალურ ქსელ VK-ში რამდენიმე მომხმარებელს აქვს გამოყენებული.

4

5

 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist