გადაუხადა თუ არა იმნაძემ მიხეილ სააკაშვილს მადლობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სდსდსდ
644
VIEWS

26 მარტს ბრიფინგის დროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, გადაუხადა თუ არა მან მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლუგარის ლაბორატორიის გახსნისთვის, როგორც ეს რეგიონულ მედიაში გაშუქდა, აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია.

პაატა იმნაძე: „მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა. მე კარგად ვიცი ისტორია მთელი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა პირველ ხელშეკრულებაზე არის თავად შევარდნაძის და კლინტონის. მეორეზე არის ხელმოწერა თავდაცვის მინისტრების, საქართველოსი და შეერთებული შტატების, ეს მოხდა 2002 წელს. შემდგომ იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იმნაძემ.

გუგლის საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვებით ძიებისას, მსგავსი შინაარსის 2 სტატია იძებნება, რომლებიც რეგიონულმა მედიებმა www.odishinews.ge-მ და www.guriismoambe.com-მა გამოაქვყენეს. თუმცა, ბმულებზე გადასვლის შემდეგ ინფორმაციები სათაურით “მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რიჩარდ ლუგარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, აღარ იძებნება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნულმა მედიებმა პაატა იმნაძის კომენტარის შემდეგ ინფორმაცია წაშალეს.

გავრცელებული ცნობები, თითქოს პაატა იმნაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, მცდარია. მსგავსი განცხადების გაკეთება თავად იმნაძემ უარყო და მოგვიანებით ეს ინფორმაცია რეგიონულმა გამოცემებმაც (ოდიშინიუსი, გურიანიუსი) წაშალეს. თუმცა, იდენტური შინაარსის მასალა, რომელსაც პარტიული პროპაგანდის სახე აქვს, ხელმისაწვდომი სხვა საიტებზე (infonews.ge, gasagebia.ge) ახლაც არის და რამდენიმე ფეისბუკ გვერდის მეშვეობით გავრცელდა. 

"

"

Crowdtangle-ის საძიებო სისტემით ჩანს, რომ ამ შინაარსის ინფორმაცია ფეისბუკ გვერდებმა Filmebi-Qartulad.Net, საინტერესო გვერდი, მთავარი გვერდი, თანამოაზრეთა გაერთიანება საქართველო, კრეატივი, ასევე ოდიშის ტვ და რადიო გაავრცელეს.

აღნიშნული გვერდები ოდიშინიუსის გარდა, ძირითადად 2 ონლაინ წყაროს ეყრდნობიან www.infonews.ge, www.gasagebia.ge. infonews-ი სტატია წყაროდ გურიის მოამბეს უთითებს, ხოლო gasagebia.ge, რომელიც ქლიქბაიტ საიტია, ამ ცნობებს წყაროს მითითების გარეშე ავრცელებს.

""

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist