გამოიგონეს თუ არა ამერიკელმა მეცნიერებმა Covid-19-ის ვაქცინა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2221
302
VIEWS

23 მარტს Facebook-ის ქართველმა მომხმარებელმა Vladimer Martali გამოაქვეყნა ფოტო და ტექსტი, რომლის თანახმადაც ამერიკელმა ექიმებმა კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონეს. ფოტოზე წამლების შეფუთვები ჩანს, რომელსაც ინგლისურად COVID-19 აწერია. ამ პოსტს 8 ათასამდე გაზიარება, 800-ზე მეტი კომენტარი და 2.2 ათასი რეაქცია ჰქონდა.  მეორე დღეს, 24 მარტს მომხმარებელმა ფოტოს აღწერა შეცვალა და აღნიშნა, რომ რეალურად ფოტოზე არა ახლადგამოგონილი ვაქცინა, არამედ კორონავირუსის სწრაფი ტესტებია გამოსახული.

"

იდენტური ფოტო იმავე შინაარსის ტექსტით უცხოურ პლატფორმებზეც გავრცელდა. ვაქცინის გამოგონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა გვერდმა Spread To Muslim, არხმა Tooro Tv კი ეს ფოტო და ტექსტი თავის ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტვიტერზე გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილ ვაქცინას კორონავირუსის დამარცხება ორგანიზმში მისი შეყვანიდან 3 საათში შეეძლო.

""

'"

ფოტოზე რეალურად არა ამერიკელების მიერ გამოგონილი ვაქცინა, არამედ კორონავირუსის სწრაფი ტესტია გამოსახული, რომელსაც სამხრეთ კორეა დიაგნოსტირებისთვის იყენებს. გავრცელებულ ფოტოზე მკაფიოდ ჩანს კომპანიის სახელი Sugentech.

"

კომპანია სამხრეთ კორეაშია დაფუძნებული. კომპანიის საიტის მთავარ გვერდზე კორონავირუსის სწრაფი ტესტის შეფუთვას ვხვდებით. აღწერაში კომპანია წერს, რომ:

“ეს არის ტესტთა ნაკრები, რომლის საშუალებით თითიდან ან ვენიდან მოხდება სისხლის აღება. 10 წუთის შემდეგ უხილავი თვალითაც კი შესაძლებელი იქნება შედეგის ნახვა, ინფიცირებულია თუ არა ადამიანი. ტესტით შესაძლებელია გაირკვეს ინფიცირება მიმდინარეობს სიმპტომებთან ერთად თუ მის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანს არ აღენიშნება სიმპტომი, სფრაფი ტესტი არის მნიშნელოვანი ინსტრუმენტი. ამ შემთხვევაში, ტესტი შესაძლებლობას იძლევა, იზოლაციაში მოვაქციოთ ის ადამიანები, რომლებსაც სიმპტომების არქონის მიუხედავად კორონა ვირუსი შესაძლოა ჰქონდეთ.”

"

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist