განახლება: FDA ბელის დამბლასა და კოვიდ19-ის ვაქცინას შორის კავშირს არ ადასტურებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

47
VIEWS

ბოლო დღეებში ქართულ მედია საშუალებებში კორონავირუსის საწინააღდეგო Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციები  ფართოდ ვრცელდება. 14 დეკემბერს რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია Pfizer-ის საცდელ ვაქცინაციაში მონაწილეებში ბელის დამბლის შემთხვევების შესახებ. სხვადასხვა გაშუქებებს შორის იყო “რეზონანსის,” digest.pia-სა და  News-front-ის პუბლიკაციები, სადაც ვკითხულობთ, რომ ვაქცინის გამოცდაში მონაწილე 4 ადამიანს ბელის დამბლა განუვითარდა, მოცემულია ასევე ბელის დამბლის სიმპტომატიკა, სამივე მასალის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ  დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ალერგიული რეაქციების მქონე მოსახლეობას ურჩია, არ ჩაიტარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, რათა თავიდან აიცილონ ბელის დამბლის საშიშროება. სტატიებს თან ახლავს ბელის დამბლის მქონე პაციენტების ფოტოები.

;;

;


განახლება: მანიპულაციურ ინფორმაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ სენსაციური სათაურებითა და მანიპულაციური ფოტოთი რამდენიმე სხვა საიტზეც გავრცელდა: 1sport.ge-ს სათაურს “რა დაემართა იმ ხალხს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა?” ერთვის სამი ადამიანის ფოტო, რომელიც რეალურად FDA-ის ანგარიშში იდენტიფიცირებული ბელის დამბლის განვითარების შემთხვევებს არ ასახავს. ფოტო ინტერნეტში ბელის დამბლის სიმპტომატიკის შესახებ დაწერილ სტატიასთან ერთად ივნისში მოხვდა.

იდენტურ ფოტოა გამოყენებული newposts.ge-ის მასალის ბოლოსაც, ამ მედიასააგენტოს მასალას თან ახლავს სენსაციური სათაურიც “უმოძრაო ტუჩები, დამბლა და სხვა – რა მოუვიდათ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს.” სტატიაში ასევე საუბარია თითქოს ბელის დამბლა ვაქცინაციის პროცედურის პარალელურად განვითარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ოთხივე შემთხვევაში ვაქცინაციიდან დამბლის განვითარებამდე პერიოდი 3, 8, 37 და 48 დღეს შეადგენდა. Newpost-ის მასალის ტექსტი ზედმიწევნით ზუსტად, თუმცა ფოტოს გარეშე, გამოაქვეყნდა კიდევ ერთმა ქლიქბეით საიტმა Footballs.ge-მ.

;;;;


ინფორმაცია შეიცავს მანიპულაციებს:

  • სტატიებში არ არის აღნიშნული, რომ FDA-ის ინფორმაციით, პაციენტებში ბელის დაავადების გამოწვევის მიზეზი დადგენილი არ არის და შესაძლოა ვაქცინასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს. 
  • დიდ ბრიტანეთში ალერგიული ადამიანების მისამართით გაკეთებული განცხადება უკავშირდება ბრიტანეთში ვაქცინაციის შემდეგ ორი ადამიანის ალერგიულ რეაქციას და კავშირი არ აქვს აშშ-ში დაფიქსირებულ ბელის დაავადებებთან. 
  • სტატიებს თან ერთვის მანიპულაციური ფოტოები, რომლებიც რეალურად 2010 და 2020 წლის ივნისის პერიოდს ასახავს. 

  • FDA-ის დოკუმენტი

დოკუმენტი, რომელსაც მედია საშუალებები ეყრდნობიან, 10 დეკემბერს ვაქცინებთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა საბჭოს შეკრებაზე FDA-მ (ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია) წარმოადგინა და ადამიანებში covid-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის კვლევას ეხებოდა.

კვლევაში ცდების დაწყებიდან (29 აპრილი) მის შეწყვეტამდე (14 ნოემბერი) 43 448 ადამიანი მონაწილეობდა, ანგარიშის იმ თავში, რომელშიც ვაქცინის გვერდით ეფექტებზეა საუბარი, წერია, რომ  ბელის დამბლა 4 მონაწილეს განუვითარდა, დამბლის შემთხვევები ვაქცინაციიდან მე-3, მე-9, 37-ე და 48-ე დღეებში დაფიქსირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბელის დამბლის ამდენი შემთხვევა  ვაქცინის გაკეთების გარეშე, არაპანდემიის პირობებში, ამავე რაოდენობის მოსახლეობაში მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი, საგანგაშოდ ვერ ჩაითვლებოდა. ხაზგასმულია ისიც, რომ არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება და კავშირი ვაქცინაციასა და ბელის დამბლას შორის, თუმცა FDA გასცემს რეკომენდაციას, ამ პროცესს შემდგომშიც დააკვირდნენ და იკვლიონ.

;

რაც შეეხება ბრიტანეთს, დაფიქსირდა ანაფილაქსიის (ალერგიული რეაქცია) 2 შემთხვევა. სწორედ ამიტომ 9 დეკემბერს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტოს (MHRA)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუნ რეინმა მართლაც გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ Pfizar/BioNTech-ის ვაქცინა არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც რომელიმე ვაქცინის ან საკვების მიმართ ალერგიის ისტორია ჰქონდა, ხოლო ვაქცინის მეორე დოზა არ უნდა გაკეთებოდათ მათ, ვინც პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია აჩვენა. განცხადებაში ნახსენები არ არის ბელის დამბლა და ის FDA-ის ანგარიშამდე 1 დღით ადრე გამოქვეყნდა, შესაბამისად, განცხადებას კავშირი ვერ ექნება აშშ-ში დაფიქსირებული ბელის დამბლის შემთხვევების შესახებ გაფრთხილებასთან და მედია საშუალებების მოცემული გაშუქება მანიპულაციურია.

  • ვაქცინები და გვერდითი ეფექტები

არ არსებობს ეფექტიანი სამედიცინო პროდუქტი, მათ შორის ვაქცინები, რომლებსაც გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. BBC-სთან საუბრისას ექიმმა, ფარმაკოლოგიური მედიცინის პროფესორმა პენი ვარდმა აღნიშნა, რომ ნათელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინის გაკეთების დადებითი მხარეები მის რისკს ბევრად აღემატება. მანვე დაამატა, რომ ვინაიდან სამედიცინო ლიცენზია მილიონობით ადამიანის გამოკვლევამდე გაიცემა, ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა განსაზღვრული ვერ იქნება, თუმცა ასეთები იშვიათად ფიქსირდება და რისკი იმისა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ საზიანო რეაქციას გამოვავლენთ, იმდენივეა, რამდენიც შანსი იმისა, რომ ყოველდღიურად  მანქანის ტარებისას ავტოავარიაში მოვხვდებით, თუმცა ამ უნაკასკნელზე მუდმივარ არ ვფიქრობთ.

მნიშვნელოვანია, ერთმანეთში არ აგვერიოს ალერგიული რეაქციები და ბელის დამბლა. ალერგიული რეაქცია ნებისმიერ პროდუქტს შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, მარწყვს ან მიწის თხილს, შესაბამისად, ვაქცინის გამოცდის პროცესშიც ეს რისკი გათვალისწინებული იყო, ამიტომ FDA-ის ანგარიშშიც საგანგებოდაა აღნიშნული, რომ ყოველ 1000 აცრილზე 1 ალერგიული რეაქცია მოდის. კორონავირუსის ინფექციის გამო კი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 15 დეკემებრის მონაცემებით 64 402 ადამიანი დაიღუპა.  შესაბამისად, რისკისა და დანაკარგის ხარიხსი ვაქცინის გაკეთებისას უფრო დაბალია. თავის განცხადებაში (MHRA)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუნ რეინმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ვაქცინებზე ალერგიული რეაქცია ახალი არ არის და ის სეზონურ გრიპზე ვაქცინაციის შემდეგაც იშვიათად, მაგრამ  ვლინდება.

ბელის დამბლა კი ალერგიული რეაქცია არ არის და მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე არავის დაუდგენია, სავარაუდოა, რომ მისი განვითარება კავშირშია გადატანილ ინფექციურ დაავადებებთან, როგორებიცაა გენიტალური ჰერპესი, წითელა, ციტომეგალო ვირუსი და  სხვა. სწორედ ზუსტი მიზეზების არქონის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი ბელის დამბლის შემთხვევები ვაქცინას უკავშირდება.

  • მანიპულაციური ფოტო

ამ თემაზე სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ სტატიებს თან ერთვის ბელის დამბლის მქონე ადამიანთა ფოტოები, მათთან მითითებული არ არის ამ ფოტოების გადაღების თარიღი ან ადამიანთა ვინაობა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი სწორედ ის ხალხია, ვინც კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

;;

სამი ადამიანის ფოტო ინტერნეტში პირველად 2020 წლის ივნისის სტატიაში იძებნება, სტატია ბელის დამბლის სიმპტომებს ეხება. ერთი ქალის ფოტო კი ინტერნეტში 2010 წლიდან გვხვდება.

;


 

რეზონანსის მასალის არქივი
digest.pia-ს არქივი
News-Front-ის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist