განმეორებითი მანიპულაცია, თითქოს ბაღებში დანერგილი აღზრდის პრინციპები ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

gggggggggggggggg
108
VIEWS

2019 წლის 27 მაისს ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუმ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საუბარია ბაღებში დანერგილ გენდერულ ნეიტრალურობაზე. ავტორის მოსაზრება ეხმიანება ანტილიბერალური ლიგის მიერ გაზიარებულ ვიდეოს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტების შესახებ. “კარდჰუ” ამტკიცებს, რომ ბაღებში ბავშვებს თავისი სქესის შესაბამისად აღარ მიმართავენ და იძულებით ჩართავენ სხვადასხვა თამაშებში.

"

“კარდჰუს” მტკიცება, თითქოს ბაღებში ბავშვებს სქესის მიხედვით აღარ განასხვავებენ (არ დაუძახებენ გოგოს და ბიჭს)  და ძალადობრივად ჩართავენ თამაშებში, მანიპულაციაა. სკოლამდელი აღზრდის სტანდარტი გულისხმობს ბავშვების თანაბარ ჩართულობას სასწავლო პროცესსა და სხვა აქტივობებში განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური, გენდერული და სხვა რაიმე ნიშნისა.

  • რას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტი სკოლამდელი აღზრდის შესახებ?

სკოლამდელი აღზრდის სტანდარტი მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა, ძალაში კი 2018 წლიდან შევიდა. სპეკულაციების ტალღა სტანდარტის მე-19 მუხლს უკავშირდება, რომელიც ინკლუზიური განათლების საკითხებს მოიცავს. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგებმა ბავშვები გენდერული ნიშნით არ უნდა გამოარჩიონ და ხელი უნდა შეუწყობენ გოგონებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: “სტანდარტი – პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობას განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა. სტანდარტის ინდიკატორები:
ა) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თანაბრად ურთიერთობენ თითოეულ ბავშვთან – არ გამოარჩევენ მათ შესაძლებლობების, გარეგნული თავისებურებების,  რელიგიის, ასაკის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობის და სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით;
ბ) დაწესებულების გარემო მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებებზე;
გ) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებს არ გამოარჩევენ  გენდერული ნიშნით – ხელს უწყობენ გოგოებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.”

მთავრობის დადგენილებაში საუბარი არ არის იმაზე, რომ ბავშვებს აღმზრდელები იმ თამაშებში ჩართვას დაავალდებულებენ, რაც მათ არ სურთ. ამას გარდა, სპეკულაციური ინტერპრეტაციაა ისიც, რომ ბავშვებს გოგოს და ბიჭს აღარ დაუძახებენ და უფლებას მისცემენ საკუთარი სქესი თავად აირჩიონ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბაღებში, ტრადიციულად, ბიჭები თამაშისას მშენებლების ან მსგავს “მასკულინურ” პროფესიებს ირჩევენ, ხოლო გოგონები მკერავის ან მზარეულის როლებს ირგებენ.

სტანდარტის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აღმზრდელ-პედაგოგმა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპები უნდა გაითვალისწინოს, გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლასა და თანასწორობის ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

ზემოაღნიშნულ საკითხზე მანიპულაციური გზავნილები 2017 წელსაც ვრცელდებოდა. ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორს” მომზადებული აქვს უფრო ვრცელი მასალა, რომელშიც ასევე შეგიძლიათ  იხილოთ ინტერვიუები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროს ნინო ბესელიასთან და UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელ მაია ყუფარაძესთან.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist