განცხადება, თითქოს ლიბერალი რომაული ღმერთის თაყვანისმცემელს ნიშნავს, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

liberi
2.7k
VIEWS

ლევან ვასაძე: “ლიბერი იყო რომაული ცრუ-ღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუ-ღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა სექსუალური გარყვნილებისა და ლოთობის სიყვარულით. და როცა შენ ამბობ, რომ მე ვარ ლიბერალი, მე ვარ მიმდევარი ამ ცრუ ღმერთისა, რომელიც ამითი გამოირჩევა”.

შინაარსობრივი კავშირი ლიბერალიზმსა და ძველ რომაულ ღმერთ ლიბერს შორის ნაკლებად არსებობს. სიტყვა ლიბერალიზმი პოლიტიკურ მეცნიერებაში თავისუფლების, თანასწორობის სინონიმია. ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Liber (თავისუფლება). სიტყვამ თანამედროვე შინაარსი განმანათლებლობის ეპოქიდან შეიძინა ლიბერალები, როგორც წესი აბსოლიტური ძალაუფლების (მონარქის, რომის პაპის) წინააღმდეგ გამოდიოდნენ და იბრძოდნენ თანასწორი, თავისუფალი საზოგადოების შექმნისთვის. თანამედროვეობაში ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა და წარმოადგენს საზოგადოების მოწყობისა და მართვის ერთ-ერთ მოდელს. მას კავშირი რელიგიასთან ნაკლები აქვს, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ლიბერალიზმის იდეები, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა ახლოსაა ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან. სწორედ ქრისტიანობამ შექმნა ის გარემო, სადაც აღმოცენდა ჯერ რენესანსი, ხოლო შემდეგ – განმანათლებლობა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ლიბერალური იდეების საბოლოო ჩამოყალიბება და გავრცელება.

1

თანამედროვე მეცნიერებებსა თუ ყოფით ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვებს, სიმბოლოებს, რომლებიც წინაქრისტიანულ პერიოდშია შექმნილი. ქრისტიანობის სიმბოლოს – ჯვარს ძველ ეგვიპტეშიც იყენებდნენ რელიგიური დანიშნულებით. თანამედროვე სამყაროში მედიცინის სიმბოლოდ ხშირად გამოიყენება კადუცეა – კვერთხი რომელზეც ორი გველია შემოხვეული. ის ჯერ კიდევ შუამდინარეთში გვხვდება, შემდეგ საბერძნეთში. მისი გამოყენება სულაც არ ნიშნავს რომელიმე წარმართი ღმერთის აღიარებას.

სიტყვების იდენტობა არ ნიშნავს მათ შინაარსობრივ კავშირს. მაგალითად იტალიაში ქალაქ ტრევიზოს მოქალაქეებისთვის ალბათ რთული გასაგები იქნება, რომ მათი მფარველი წმინდ ლიბერალისი შეიძლება დავუკავშიროთ წარმართულ ღმერთებს. წმინდანი მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიაში, ანკონაში. იმ დროს ერეტიკოსებად ცნობილი არიანელების მოქცევას ცდილობდა. მისი წმინდა ნაწილები განისვენებენ ტრევიზოში და ითვლება ტრევიზოს ეპარქიის მფარველად. ქრისტიანული გადმოსახედიდან ძველი სამყარო წარმართულია, თუმცა კულტურული კავშირები ამ სამყაროსთან არც ქრისტიანულ ეპოქაში დაკარგულა. წინაქრისტიანულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა მზის, მთვარის და სხვა კულტი. ქრისტიანობის პირობებშიც კი ეს კულტები სახეცვლილი ფორმით მაინც არსებობენ. ძველ ქართულ ტაძრებზე გამოსახული ხარის სიმბოლოები, ბორჯღალი წარმართული საწყისისაა. წარმართული ტრადიციებისა და წარმოდგენების კუთხით საქართველოს მთიანეთი გამორჩეულია. აღსანიშნავია, რომ შემონახული წარმართული ტრადიციები დროთა განმავლობაში ქრისტიანული ტრადიციის ნაწილი გახდა.

2

დღეს გამოყენებული არაერთი საერთაშორისო ტერმინი ძველ ბერძნული ან ძველ რომაული საწყისისაა. სახელმწიფო წყობის ფორმები როგორიცაა მონარქია, რესპუბლიკა, დემოკრატია ასევე წარმართულ პერიოდშია შექმნილი, რაც სულაც არ ნიშნავს ქრისტიანობის ან სხვა რელიგიის უარყოფას და ანტიკური, ან ძველ რომაული ღმერთების აღიარებას.

მრავალღმერთიანობა ქრისტიანობის წარმოშობამდე ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხალხებისთვის ჩვეულებრივი ტრადიცია იყო. ასეთივე იყო რომაული მითოლოგია. ის ადგილობრივი ეტრუსკული და ბერძნული კულტურის გავლენით შეიქმნა.

ავენტინურ ტრიადად მოიხსენიებენ იმ სამ მთავარ ღმერთს,რომელთა საკულტო ნაგებობები რომის ავენტინის ბორცვზე იდგა. ეს ადგილი ასოცირებული იყო რომაული საზოგადოების ყველაზე მრავალრიცხოვან ნაწილთან – პლებსთან. საზოგადოების ეს ფენა დაკავებული იყო მიწათმოქმედებით, ხელოსნობით და რომის ეკონომიკის საყრდენს წარმოდგენდნენ. მათი რჩეული ღმერთებიც მათსავე საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ავენტინურ ტრიადას ქმნიდა სამი ღმერთი: ცერესი, ლიბერი (Liber) და ლიბერა (Libera). ისინი წარმოადგენდნენ ბერძნული ღმერთების დიონისეს, დემეტრასა და პერსეფონეს რომაულ ვარიანტს. ლიბერი იყო მამრობითი სქესის ღმერთი, ხოლო ლიბერა მისი მდედრობითი ანალოგი. ის ითარგმნება “თავისუფალი”-ს მნიშვნელობით, რომაელები მას ასევე უწოდებდნენ Liber Pater, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს თავისუფალ მამას, თუმცა საზოგადოებრივი დატვირთვით ლიბერი თავისუფლების დამცველი ღმერთი იყო. რომში მონარქიისა და რესპუბლიკის პერიოდში მუდმივად არსებობდა დაპირისპირება პლებსსა და არისტოკრატიას (პატრიციებს) შორის. ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ პატრიციები ცდილობდნენ ადრეულ პერიოდშივე მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, ხოლო პლებეები თავიანთი უფლებების გაზრდას. ამიტომ გასაკვირი არა რის, რომ პლებეების ერთ-ერთი სათაყვანებელი ღმერთი სწორედ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა.

გარდა უფლებრივი დატვირთვისა, ლიბერი და ლიბერა წარმოადგენდნენ პლებეებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის – მიწათმოქმედების დამცველ ღმერთებს. აღსანიშნავია, რომ დღესასწაული ლიბერალია (Liberalia) ტარდებოდა 17 მარტს. მიწათმოქმედების ღმერთებისადმი მიძღვნილი დღესასწაულების გაზაფხულობით გამართვა დამახასიათებელია არა მხოლოდ რომაული კულტურისთვის. საგაზაფხულო სამუშაობის დაწყებისას ძველი ბერძნები, ეგვიპტელები, შუამდინარეთის ხალხები მიწათმოქმედების ღმერთებს მიაგებდნენ პატივს. რომში ლიბერალიის დღესასწაულზე ფალოსის სიმბოლო გაჰქონდათ ქალაქგარეთ მინდვრებზე, რათა მათი წარმოდგენით მომხდარიყო მიწის განაყოფიერება.

გარდა ამისა, ლიბერალიის დღესასწაულზე 14-15 წელს მიღწეული ახალგაზრდა რომაელი მამაკაცები პირველად იცვამდნენ მათთვის განკუთვნილ ახალი ფორმის ტოგას – toga virilis, toga pura, რაც ზრდასრულ ასაკში გადასვლას მიანიშნებდა.

გარდა მიწათმოქმედებისა და უფლებების დაცვისა, ავენტინის ტრიადა წარმადგენდა რომში არსებული კაპიტოლიუმის ტრიადის საპასუხო კულტს. კაპიტოლიუმის ბორცვი თავის მხრივ ასოცირდებოდა პატრიციებთან და წარმოადგენდა რომის ციტადელს, მისი სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრს. მსგავსი ძალაუფლება რომის მონარქიისა და რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში მხოლოდ პატრიციების პრივილეგიას წარმოადგენდა. კაპიტოლიუმზე იყო აშენებული რომაელი პატრიციების სათაყვანო სამი ღმერთის- იუპიტერის, მარსისა და კვირინუსის ტაძრები.

სიტყვა ლიბერალი რომაული ღმერთის სახელწოდებიდან გამომდინარეობს, თუმცა ტერმინი ლიბერალი ან ლიბერალიზმი არ უკავშირდება რომს, ღმერთების პანთეონს. შესაბამისად მტკიცება იმისა, რომ ლიბერალობა წარმართი ღმერთის თაყვანისცემას უკავშირდება, მცდარია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist