ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

გაოცებულია თუ არა ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს შედეგებით?

1 აპრილი, 2020

27 მარტს abcnews.com.ge-ზე გამოაქვეყნდა სტატია, სათაურით “გვაოცებს საქართველოს ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ! ყოჩარ [sic!], გაგვიზიარეთ როგორ ახერხებთ ამას!”  სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველო კორონა ვირუსთან ბრძოლაში ლიდერია და ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, გაკვირვებულები არიან საქართველოს მყისიერი და სწორი ნაბიჯებით. სტატიას დონალდ ტრამპის ფოტო ახლავს. ინფორმაციის წყაროდ მითითებულია worldnews.com.ge. 

'

სტატიის მანიპულაციური  სათაური და დონალდ ტრამპის ფოტო მკითხველს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს კორნავირუსთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარება სთხოვა, თუმცა სტატიაში ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ინფორმაციის წყაროდ მითითებულ worldnews.com.ge-ზე გადასვლისას მკითხველს ინფორმაცია არ ხვდება, რადგან ვებ-გვერდი “ცარიელია”. 

Abcnews.com.ge  ე.წ. ქლიქბაიტისა და ფარული საიტის ჰიბრიდია. ერთი მხრივ, ქლიქბაიტ საიტები განზრახ აქვეყნებენ შეცდომაში შემყვან, ყურადღების მიმქცევ სათაურებს, რათა მათ ქლიქების რაოდენობით მიხედვით თანხა გამოიმუშავონ. მეორე მხრივ, კი აღნიშნული საიტი კლონირებას მიმართავს და ცნობილი ამერიკული გამოცემის abcnews-ის სახელს იყენებს, რათა მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.

Abcnews.com.ge-ის გიორგი მელიქიძე ფლობს, რომელიც ასევე დაკავშრებულია ქლიქბაიტ და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ საიტთან timesnews.ge და newpost.com.ge, რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. 

Crowdtangle-ის მონაცემებით, abcnews.com.ge-ს მასალას 1 აპრილის  მდგომარეობით ფეისბუქზე ჯამში 4700-ზე მეტი ინტერაქცია აქვს და გავრცელდა ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა “კახა კალაძე თბილისის მერი”, “გაერთე ჩვენთან ერთად”, “ხალხური მედიცინა” და ა.შ. სხადასხვა ჯგუფებში ამ პოსტს ყველაზე ხშირად მომხმარებლები Ani Chonashvili აზიარებს. 

"

"

Abcnews.com.ge-ის  მანიპულაციის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი ფულის შესახებ “მითების დეტექტორი” 25 მარტს წერდა


მოამზადა მანია ზალალიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია