გავრილოვზე ნათქვამ სიტყვებს ანტიოპოზიციური გვერდი მელიას მიაწერს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

40
VIEWS

8 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა „მოგი*ყანთ ოპოზიცია“  2019 წლის 21 ივნისს ატვირთული ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას ვიდეო, შემდეგი სიტყვებით გააზიარა: „ქვეყნის გამყიდველების პოზიცია“. ვიდეოში ჩანს ნიკა მელია, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ინტერვიუეს აძლევს. ვიდეო კადრზე განთავსებულია “რუსთავი 2”-ის ლოგო, რომელიც 2019 წლის 20 ივნისით არის დათარიღებული. 8-წამიან ვიდეოში მელია შემდეგ სიტყვებს ამბობს: „უკვე ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, ერთიც და მეორეც დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთის გავლენა მთლიანად უნდა გავრცელდეს…“

8 ნოემბერს ხელახლა გადაზიარებულ ვიდეოს, 9 ნოემბრის 15:30 საათის მდგომარეობით, 12 გაზიარება და 21 რეაქცია აქვს, ხოლო 2019 წელს გამოქვეყნებულ თავდაპირველ ვერსიას – 81 გაზიარება და 8900-მდე ნახვა აქვს.

„მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ მიერ გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია, რადგან ნიკა მელიას ციტატა არასრულად, უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ნიკა მელია ამ სიტყვებს  რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოსადმი დამოკიდებულების წარმოსაჩენად იყენებს. მელიას კომენტარი 2019 წლის 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში სტუმრობით გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით გააკეთა. 

ფეისბუქ-გვერდზე „მოგიტ*ანთ ოპოზიცია“ 2019 წლის 21 ივნისს ატვირთული 8-წამიანი ვიდეო “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში 2019 წლის 20 ივნისს გასული ნიკა მელიას ინტერვიუდანაა ამოჭრილი. 2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის, შემდეგ კი პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ნიკა მელიას კომენტარიც სწორედ ამ პროტესტს შეეხებოდა.

გვერდ „მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ ნიკა მელიას ციტატიდან ამოჭრილი აქვს სიტყვები „აი, აქ შემოიყვანეს და დასვეს ეს ადამიანი, [გავრილოვი] რომელიც იძახის იმას, რაც“… ამ სიტყვების გარეშე იკარგება კონტექსტი, რომელიც აუცილებელია ნიკა მელიას ციტატის სწორად აღსაქმელად. რეალურად ნიკა მელია გვერდ „მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამ ციტატას არა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, არამედ სერგეი გავრილოვის საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი დამოკიდებულების წარმოსაჩენად იყენებს.

გვერდ „მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ ვერსია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული ვერსია
ნიკა მელია: „უკვე ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, ერთიც და მეორეც დამოუკიდებელი სახელმწიფო და… რუსეთის გავლენა მთლიანად უნდა გავრცელდეს…“ ნიკა მელია: „…აი, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში და ქართველების
სისხლში გასვრილი გავრილოვი. და აი, ამ სისხლიანი ხელებით აჭერდა ღილაკებს პარლამენტის დარბაზში. საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, გესმით?  წესით და რიგით, აი, ამ შენობაში ვინც ზის ეს მართავს ქვეყანას, კონსტიტუციის თანახმად, ხო? საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში და აი აქ შემოიყვანეს და დასვეს
ეს ადამიანი, რომელიც იძახის იმას, რაც უკვე ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, ერთიც და მეორეც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მეტიცრუსეთის გავლენა მთლიანად უნდა გავრცელდეს მთელ საქართველოზე და გუბერნიად უნდა იქცეს.

“მითების დეტექტორმა” ასევე გამოავლინა ფეისბუქ-გვერდების „მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ და „ვაი ბიძიკოს“ მიერ გამოქვეყნებული გრიგოლ ვაშაძისა და მიხიელ სააკაშვილის მანიპულაციური ვიდეოები. მასალები იხილეთ ბმულებზე:


ვიდეოს არქივი იხილეთ ბმულზე: https://archive.ph/algMm

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist