გენმოდიფიცირებული საკვების წარმოებისა და იმპორტის შესახებ მცდარი ინტერპრეტაციები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

dfdf
738
VIEWS

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტია “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძის განცხადებით, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იძულებული ხდება უარი თქვას თავის ტრადიციებზე, რის მაგალითადაც მას ლგბტ პირების თემატიკასთან ერთად გენმოდიფიცირებული პროდუქტის საკითხი მოჰყავს.

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: “ხელი ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ, მაგრამ ბევრ რამეს არ ვაკვირდებით, თუ რას აკეთებს ვროკავშირი, რას გვაძალებს. ჩვენ თვითონ ძალიან ბევრი რამ დავთმეთ – რა თქმა უნდა, ის, რაც ქართულ ტრადიციას არ შეესაბამება. მაგალითად, ლგბტ თემები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები იქ იკრძალება, ჩვენ შემოგვაქვს.” Interpressnews. 1 ივლისი, 2015.

ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაში, მის ეკონომიკურ ნაწილში (DCFTA) არ არის არანაირი ვალდებულება,რომელიც საქართველოს გენმოდიფიცირებული (გმ) პროდუქციის იმპორტს დაავალდებულებს. ევროკავშირს, ერთის მხრივ, არ აქვს აკრძალული გმ პროდუქტების ევროპაში წარმოება და ან იმპორტი/ექსპორტი; მეორეს მხრივ, მის კომპეტენციაში არ შედის არაწევრი ქვეყნის ბაზრის რეგულაცია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და ხელშეკრულებები მიზნად ისახავს ხელმომწერ მხარეებში ევროკავშირის აღიარებული ნორმებისა და ფასეულობების გავრცელებას, ხოლო ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ეხმარება ევროკანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და ევროპულ ბაზართან თავსებადობა მოახდინოს.

ევროკავშირიში გმ საკვების წარმოება აკრძალული არ არის.

ევროკავშირის რიგი ქვეყნები 2015 წლამდე ცდილობდნენ გმ პრდუქტების წარმოების შეზღუდვას. ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურობდა საფრანგეთი და გერმანია. მეორეს მხრივ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში აქტიურად დაიწყეს გმ პროდუქტების გამოყენება. ასეთია მაგალითად ესპანეთი, ჩეხეთი.

2015 წლის 11 მარტის ევროკავშირის დირექტივის მიხედვით (Directive (EU) 2015/412), კავშირის წევრ ქვეყნებს უფლება ეძლევათ, თავიანთ ტერიტორიაზე გემოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება აკრძალონ. 2015 წლის ოქტომბერს ევროკავშრის წევრ 28 სახელმწიფოდან 19-მა თავიანთ ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებაზე უარი განაცხადა. ბელგია და ბრიტანეთმა ნაწილობრივ გაიზიარეს აკრძალვა, რაც გულისმხობდა იმას, რომ სპეციალურ რეგიონებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების უფლებას ისევ იტოვებნენ. წარმოების აკრძალვა ნაწილობრივ მოახდინა გერმანიამაც, თუმცა დაიტოვა უფლება კვლევები ამ კუთხით გაეგრძელებინა. დანარჩენმა 16-მა წევრმა სახელმწიფომ კი საკუთარ ტერიტორიაზე სრულად აკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოყვანა და წარმოება.

რაც შეეხება იმპორტს, ევროპის გარეთ არაერთი ქვეყანა (ლათინური ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, აზია) აწარმოებს გენმოდოფიცირებულ სიმინდს, კარტოფილს, პომიდორს თუ სხვა პროდუქციას. ევროკავშირი ხელმძღვანელობდა რა მწარმოებლისა და მომხარებლის უფლებებით, ასევე საქონლის თავისუფალი მოძრაობისა და არჩევანის თავისუფლების უფლებებით, დაადგინა, რომ იკრძალება არა იმპორტი, არამედ იცვლება წესდება გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტით შემოტანაზე. კერძოდ, თუ პროდუქტის შემცველობის 0.9%-ზე მეტი წილი მოდის გენმოდიფიცირებულ ნივთიერებაზე, მწარმოებელი, იმპორტიორი ვალდებულია, პროდუქტზე მიუთითოს სპეციალური ნიშანი. ამ შემთხვევაში მყიდველს აქვს საშუალება, განასხვავოს გენმოდიფიცრებული და ტრადიციული გზით მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, საკვების შემადგენლობაში მითითებულ ნივთიერებებში უნდა იყოს მითითებული ის გენმოდიფიცირებული ნივთიერებები და მათი შემცველობის დოზა, რაც ევროკავშირის ზონაში დაშებული და ლეგალურია.

საქართველოში გმ საკვების წარმოება და იმპორტი აკრძალული არ არის.

ასოცირების ხელშეკრულება მომხარებელთა უფლებების დაცვასა და საკვებ პროდუქტებზე მაღალი სტანდარტის დაწესებას ითვალისწინებს. მომხარებელზე ორიენტირებულ ევროსტანდარტებზე გადასვლის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, მის იმპორტს/წარმოებას და შესაბამის კანონმდებლობას შეეხება.

საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციაზე რეგულაციები 2015 წლიდან მოქმედებს. (კანონი”სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ”). კანონი ვრცელდება სურსათის ან ცხოველთა საკვებად განკუთვნილ პროდუქტზე, რომელთა შემადგენლობაში გმკომპონენტები 0.9%-ს აღემატება. კანონის მიხედვით ადგილზე წარმოებულ და ასევე იმპორტულ გმ პროდუქტს თან უნდა ერთვოდეს ეტიკეტი ან ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში პროდუქტს თვალსაჩინო ადგილას თან უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია.

ეტიკეტირების სტანდარტები:

  • წრეში განთავსებული წარწერა “გმო” უნდა განთავსდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში.
  • წრეში განთავსებული წარწერა “გმ” უნდა განთავსდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში.
  • გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი პროდუქციის შემთხვევაში პროდუქტის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს ინგრედიენტების დასახელება.

ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან, დაიცვან კანონი და უზრუნველყონ ეტიკეტირება. ეტიკეტის სტანდარტებისა და მოთხოვნის დარღვევის პირველ შემთხევაზე ჯარიმა 5 000 ლარია, განმეორებით შემთხვევაზე კი – 10 000 ლარი.კანონიასევეითვალისწინებსპროდუქციისგანადგურებასაც, რაც ბიზნესოპერატორმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს მოსახლეობა დიდად არის დამოკიდებული იმპორტულ საკვებ პროდუქტებზე, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადგილობრივი წარმოება ვერ ახერხებს. შესაბამისად, ბაზარზე შემოსული იმპორტული საქონელი შესაძლებელია იყოს გმ, ასევე ნატურალური, ბიოპროდუქტი. საჭირო ეტიკეტირება კი საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და სასურველი პროდუქტი შეიძინოს.

გენმოდიფიცირებული საკვების წარმოება სოფლის მეურნეობაში 1980-იან წლებში დაიწყო. ამის მიზეზი რამდენიმე იყო. გენმოდიფიცირებული სიმინდი, კარტოფილი თუ სხვა პროდუქტი ამინდის, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ მეტი იმუნურობით გამოირჩევიან. მაშინ, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის საკვებს მოთხოვნას სოფლის მეურნეობაში ტრადიციულად ნაწარმოები პროდუქტები სრულად ვერ აკმაყოფილებენ, ზემოხსენებული პრობლემები კიდევ უფრო სარისკოს ხდის საკვების მომარაგების საკითხს. გენმოდიფიცირებული საკვების წარმოების შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს კვლევები მის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, დღემდე არ არის დამტკიცებული განიცდის თუ არა ადამიანის ორგანიზმი მსგავსი საკვების მიღების შედეგად ნეგატიურ ცვლილებებს.

გმ საკვებმა ბიო-პროდუქტებზე ინტერესი გაზარდა

ბაზარზე გმ საკვების გამოჩენამ ბიოპროდუქტების მოთხოვნა გამოიწვია. სოფლის მეურნეობის ბიო-პროდუქტებით საქართველოს აქვს პოტენციალი თავისი ნიშა დაიკავოს ევროპულ ბაზარზე. ამ მხრივ ერთ-ერთი კარგი მაგალითია წარმატებული ქართველი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი, რომლის ბიო-ღვინო დიდი მოთხოვნით სარგებლობს ევროპულ ბაზარზე.

გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე დღესაც მიმდინარეობს კამათი და კვლევები. ამ პროცესის ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს სხვაგან აკრძალულია გმ საკვების გამოყენება, ხოლო საქართველოში – ნებადართულია, ქმნის არასწორ წარმოდგენებს.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist