Georgian Times -ის შეცდომაში შემყვანი სათაური რუსეთთან ევროკავშირის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

german-chancellor-angela-merkel-looks-on-at-the-beginning-of-the-weekly-cabinet-meeting-at-the-chancellery-in-berlin-germany-wednesday-feb-3-2016-ap-photomichael-sohn
54
VIEWS

ონლაინ გამოცემა Georgian Times-მა, 6 ივნისს გამოაქვეყნა ახალი ამბავი, სათაურით: „ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის და რუსეთის ერთიანი სავაჭრო ზონის შექმნას”.

გამოცემის მიხედვით, გერმანიის კანცლერმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მეკლენბურგის მიწის ყრილობაზე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირისა და რუსეთის ერთიანი სავაჭრო ზონის შექმნას, მოყვანილია მერკელის ციტატა და ინფორმაციის წყარო – გერმანულენოვანი გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung.

Frankfurter Allgemeine Zeitung – ის 3 ივნისს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მეკლენბურგის ყრილობაზე ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეასრულებს მინსკის ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, შესაძლებელია საუბარი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაზე. ის, რომ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინაპირობა მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაა, სათაურშივეა გამოტანილი სააგენტო როიტერის 10 ივნისის მასალაშიც.

Frankfurter Allgemeine Zeitung-ის მიხედვით, კანცლერმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება იმ პრინციპების ქარს გატანება, რაც რუსეთთან მიმართებაში უკრაინის გამო არსებობს. მერკელის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მხარდაჭერით სამოქალაქო ომი დაიწყო, სწორედ ამიტომ რუსეთს სანქციები დაუწესეს.

Georgian Times-ს მხოლოდ ინფორმაციის ბოლოს აქვს აღნიშნული, რომ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების წინაპირობა მინსკის ხელშეკრულების შესრულებაა. სათაურში ეს არსებითი დეტალი არ ფიგურირებს, რაც შეცდომაში შემყვანია .

რუსეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ისტორია

რუსეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საფუძველი 1994 წელს დადებული „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით” დაიწყო. შემდგომში მას მოჰყვა ახალი შეთანხმება, რომელმაც ევროკავშირი რუსეთის ურთიერთობები გააღრმავა და მოიცვა ისეთი სფეროებიც, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგო-სექტორი. თანამშრომლობა ვრცელდებოდა პოლიტიკის 4 ახალ საერთო სივრცეზე (common space): ეკონომიკა და გარემო; თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება; საგარეო უსაფრთხოება; კვლევები და განათლება.

2014 წელს რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიისა და უკრაინის დესტაბილიზაციის შედეგად ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობის პროგრამები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ, ასევე ენერგო-სექტორში შეწყდა.

ევროპის საინვესტივიო ბანკმა (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)გაწყვიტეს რუსეთან ფინანსური თანამშრომლობა.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist