Geworld-ი ამტკიცებს, თითქოს ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მოუტანა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ცოვვვვვვვვ
222
VIEWS

6 დეკემბერს ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო” (Geworld) გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჟურნალისტი ნოდარ გავაშელი აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიღებული სიკეთე მოუტანა და სხვა არაფერი. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკურად მხოლოდ ევროპისთვის არის სასარგებლო, რადგან ქართველი ტურისტი მათთვის შემოსავლის დამატებითი წყაროა.

ნოდარ გავაშელი, ჟურნალისტი: “[სალომე ზურაბიშვილი] ვიზალიბერალიზაციის გარდა, ასოცირების ხელშეკრულების ერთ სიკეთეს მაინც თუ დაგვისახელებს? ევროპაში ტურისტად წასვლა კარგია, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ევროპელებმა საკუთარი სიკეთისთვის გააკეთეს და არა ჩვენთვის. როგორც ჩვენ გვიხარია, ბევრი ტურისტი რომ ჩამოდის საქართველოში და აქ ფულს ხარჯავს, იმავე მოტივით ხელმძღვანელობდნენ ევროჩინოვნიკები _ ცოტა იქნება თუ ბევრი, ქართველი ტურისტი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის წყაროა, მეტი არაფერი”.

Geworld-ის მტკიცება, თითქოს ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სიკეთე მოუტანა, უსაფუძვლოა, რადგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა (2018 წელს    599.7 მლნ. აშშ) გაიზარდა, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის კი ევროკავშირმა საქართველოს 2013-2022 წლებისათვის  179.5 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკავშირის დაფინანსებით 2014 წლიდან დღემდე 3 607 ქართველმა სტუდენტმა ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო  განათლება.

ვაჭრობა და ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 599.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტი ევროკავშირზე მოდის, რაც ასევე მზარდი ტენდენციაა წინა წლებთან შედარებით.

მთლიანობაში სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 769.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება.

ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც  ხელისმომწერ სახელმწიფოებს შორის საბაჟო გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს, რაც ქართული კომპანიებისთვის 28  ევროპული სახელმწიფოს 500 მილიონიან ბაზრს ხსნის და საკმაოდ ხელისშემწყობი ფაქტორია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც თავიანთი პროდუქციის ევროკავშირში გატანა სურთ.

სოფლის მეურნეობა

სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD საქართევლოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად და მისი ბიუჯეტი  2013-2022 წლებისთვის 179.5 მილიონი ევროს შეადგენს. პროექტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, პროექტის მესამე ფაზის (2018-2022) განსახორციელებლად დამატებით 222 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ENPARD-ის მხარდაჭერით შეიქმნა  „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო “, რომელიც მიზანად ისახავს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფასა და წარმოების რენტაბელობის ამაღლებას. სააგენტო ჯანმში 1121 კოოპერატივს აერთიანებს.

კოოპერატივების შექმნით  ადგილობრივი მეწარმეებისთვის მოსახერხებელი გახდა წარმოების ხარისხის ამაღლება  და შემოსავლის ზრდა.

"

წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის.

ასოცირების ხელშეკრულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულია

საქართველოში სოფლის მეურნეობისა განვითარების,  წარმოების მოდერნიზაციისა და მდგრად განვითარების მხარდაჭერა. ამ მიზნით ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტრუმენტს აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს.

განათლება

საქართველოში ხორციელდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამა Erasmus+ , რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში. შვიდ წლიანი პროგრამის ბიუჯეტი € 14.7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება და   მიმდინარე და არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 40%–იან ზრდას გულისხმობს, რაც თავისთავად ასახავს ევროკავშირის მხრიდან მეტი ფინანსების ინვესტირების სურვილს განათლების სფეროში.

Erasmus+ Credit Mobility პროგრამაში მონაწილე ქართული უნივერსიტეტების და მათი ევროპელი პარტნიორების მუდმივად განახლდებადი სტატისტიკის ამჟამინდელი მონაცემებით, პროგრამაში მონაწილე 131 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ათეულშია და  მერვე ადგილს იკავებს. ამ ეტაპზე თანამშრომლობა ხორიციელდება 32 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ევროპის 33 ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის.

4 წლის სტატისტიკური მონაცემებით Erasmus+ Credit Mobility-ის პროგრამით ჯამში 3607-მა ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა. ამ პროგრამ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცა ესწავლა  ევროპის უნივრსიტეტებში, სადაც სწავლისა და ცხოვრების ღირებულების გათვალისწინებით Erasmus+-ის დაფინანსებისა და სტიპენდიის გარეშე ბევრი მათგანისთვის  პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნებოდა.

"

სამომავლოდ კვლავ იგეგმება 6 მილიონი ევროს გამოყოფა მიზნობრივი დაფინანსების სახით, თანხის ნახევარზე მეტი (3.5 მლნ ევრო) გაცვლით პროგრამებს დაეთმობა.

ასოცირების ხელშეკრულების მე-16 თავი განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლებისა და ტრეინინგების სფეროში თანამშრომლობა განათლების ყველა საფეხურსა და აკადემიურ სფეროებს მოიცავს. პრიორიტეტულად მიიჩნევა გაცვლითი პროგრამები.

სხვა მიმართულებები

გარდა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებისა, ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის განვიტარებისა და მოსახლეობის კეთილდრეობისათვის მნიშვნელოვან  სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის:

  • დემოკრატია და ადამიანის უფლებები;
  • საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა;
  • დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • დასაქმება და სოციალური პოლიტიკა;
  • კულტურის სფეროში თანამშრომლობა და კულტურული გაცვლები.

წყაროს შესახებ:

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. გამოცემა გამოირჩევა ანტიდასავლური განწყობების შემცველი მასალების გამოქვეყნებით, ასევე თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.

საქართევლოს მასშტაბოთ ანტიდასავლურ პროპაგანდაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროსკეპტიციზმის გაღვივებისაკენ მიმართულ განცხადებებს, მათ შორის მტკიცებას, რომ ევროინტეგრაცია რეალურად საქართველოს მოქალაქეებისთვის უსარგებლოა. აღნიშნული ტენდენცია მედიის განვითარების ფონდის 2016 და 2017 წლების ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა.

პროპაგანდის მეთოდი:
Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

მოამზადა გვანცა დევიძემ

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist