Geworld, სტალინი და ტვ ობიექტივი ბჟეზინსკის მორიგ ყალბ ციტატას ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

reyhery
791
VIEWS

2019 წლის 28 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” გაავრცელა “საქართველოსა და მსოფლიოს” 2018 წლის სტატია, სათაურით “უკრაინის შემდეგ აშშ საქართველოს ეკლესიას შეუტევს”. სტატიაში მოყვანილია ციტატა “კომუნიზმის დამხობის შემდეგ დემოკრატიას (სხვა ვარიანტით, აშშ–ს) ერთადერთი მტერი დარჩა – მართლმადიდებლობა”, რომელიც, ავტორის თქმით, სავარაუდოდ ამერიკელ დიპლომატ ზბიგნევ ბჟეზინსკის ეკუთვნის. 29 ოქტომბერს ტვ ობიექტივში “ღამის სტუდიის” წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ ასევე აღნიშნა, რომ ბჟეზინსკის წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა” კომუნიზმის დამხობის შემდეგ მართლმადიდებლობა აშშ-ის ნომერ პირველი სამიზნედ არის წარმოდგენილი.

|

"

Geworld-ის, სტალინის და ობიექტივის გავრცელებული ცნობა, თითქოს ზბიგნევ ბჟეზინსკიმ მართლმადიდებლობა დემოკრატიის მტრად დაასახელა, დეზინფორმაციაა. ბჟეზინსკის ყალბი ცნობების გავრცელებას უკვე წლებია, რაც რუსულ მედიაში სისტემატური ხასიათი აქვს.

  • ბჟეზინსკის ციტატა ყალბია

ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა” მსგავსი ციტატა არ იძებნება. ტერმინი მართლმადიდებლობა/ორთოდოქსი ავტორს 5-ჯერ აქვს გამოყენებული და აქედან არც ერთი არ არის იმ ფორმით ან იმ კონტექსტით, როგორც მას ზემოაღნიშნული წყაროები ავრცელებენ. ერთი მხრივ, ბჟეზინსკი წერს, რომ კომუნიზმმა რუსულ მართლმადიდებლობას უღალატა, ხოლო, მეორე მხრივ, ის საბჭოთა კავშირის დოგმატური, ორთოდოქსალურ დოქტრინაზე საუბრობს.

"

 

"

"

"

"

ამასთანავე, EUvsDisinfo-ს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ცნობა, იმისა, რომ ბჟეზინსკის საჯაროდ მსგავსი განაცხადი აქვს გაკეთებული. წყაროებში ფიქსირდება მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა მას ჰკითხეს, თუ ვინ იყო აშშ-ს ნომერ პირველი მტერი. კითხვაზე პასუხისას კი ბჟეზინსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გააჩნია მტერი #1.

დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით რუსული მედია-საშუალებები ბჟეზინსკის სახელს ხშირად იყენებენ და ამ გზით განსხვავებული შინაარსის კონსპირაციულ თეორიებსა და ყალბ ინფორმაციებს აქვეყნებენ. ბჟეზინსკის  მიეწერებოდა ცნობები რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის საომარი მზადების შესახებ. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ბჟეზინსკის ასევე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კრემლის ერთ-ერთ კონსპირაციული თეორიაში, რომელიც ეხებოდა რუსეთის მცირე სახელმწიფოებად დანაწევრების ამერიკულ სტრატეგიას. რუსული მედიის ყალბი ცნობებით ის ასევე აცხადებდა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალებას აშშ გეგმავდა.

  • ვინ გაავრცელა ყალბი ციტატა რუსულ მედიაში?

ბჟეზინსკის გაყალბებულ ფრაზას ყველაზე ხშირად რუსული მედია საშუალებები იმეორებენ. 2006-2019 წლებში აღნიშნული ყალბი ციტატის გამოყენებით სტატიებს აქვეყნებდნენ:  Общенациональный Русский Журнал, subscribe.ru, proza.ru, Газета ‘глас православного народа,’  Издательство Русская Идея.

"

"

"

"

"

  • ბჟეზინსკის კიდევ ერთი ციტატის გაყალბება

ზბიგნევ ბჟეზინსკი კრემლისტური მედიის სამიზნე ადრეც გახდა, ყალბი ფრაზით “21-ე საუკუნე აშენდება რუსეთის ხარჯზე, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის წინააღმდეგ.”

ბჟეზინსკის კოლეგები Polygraph-თან კომენტარში აცხადებენ, რომ ყალბი ციტატის გავრცელება  რუსული პროპაგანდის ნაწილია.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist