გვაფრთხილებს თუ არა WHO ცხოველებთან დაუცველ სექსზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

yhtyh
164
VIEWS

Snopes.com-ის და time24.news-ის მიხედვით

2020 წლის იანვარში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სპეციალისტებმა მსოფლიო მასშტაბით რეკომენდაციების გაცემა დაიწყეს. რეკომენდაციები იმ ძირითად პუნქტებს მოიცავდა, რომლებიც კორონავირუსისგან დაინფიცირების საფრთხეს  თავიდან აგვარიდებს.

შეთავაზებულ თავდაცვით საშუალებებს შორის იყო ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯანდაცვის მიდგომებიც, როგორებიცაა ხელების დაბანა წყლითა და საპნით, პირბადის ტარება, ახლო კონტაქტის არქონა იმ ადამიანებთან, ვინც ვირუსის სიმპტომებს ავლენს და ცხოველური საკვები პროდუქტების საფუძვლიანად მომზადება. კიდევ ერთი რჩევა, რომელიც სოციალური ქსელებით ვირუსულად გავრცელდა, ეხებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციას ცხოველებთან ადამიანების ურთიერთობაზე. გავრცელებულ ბროშურაში აღნიშნულია: “მოერიდეთ დაუცველ სექსს გარეულ ან შინაურ ცხოველებთან.”

ფოტო თავდაპირველად WhatsApp-ში გავრცელდა, შემდეგ კი Facebook-მდეც მიაღწია.

"

როგორც აღმოჩნდა, ბროშურის ფოტო ფოტოშოპშია დამუშავებული  და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში ტექსტის ბოლო პუნქტი გაყალბებულია. რეალურად WHO გარეულ და შინაურ ცხოველებთან დაუცველ კონტაქტზე (ნებისმიერი სახის) წერდა.

“მოერიდეთ დაუცველ კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველებთან” – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ამის შესახებ WHO-მ 27 იანვარს ტვიტერზეც დაპოსტა.

"

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist