სხვადასხვა

“იაზროვნეს” მანიპულაცია WJC-ის ანტი-სემიტიზმის კვლევის შესახებ

1 ნოემბერი, 2019

27 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “იაზროვნე” გამოაქვეყნა პოსტი გერმანიაში World Jewish Congress (WJC)-ის ანტი-სემიტიზმის კვლევის შესახებ. “იაზროვნე” ამტკიცებს, რომ კვლევის თანახმად, 1) გამოკითხულთა 27%-ის აზრით, ებრაელები მე-2 მსოფლიო ომამდე პრობლემას წარმოადგენდნენ და ჰიტლერის პოლიტიკური ნაბიჯები სწორი იყო; 2) 41%-ის თქმით, ჰოლოკოსტის თემა გაზვიადებულია და 3) მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე გამოკითხულთა 20% მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე ებრაელების სერიოზულ კონტროლს ხედავს.

პოსტის ბოლოს “იაზროვნე” კვლევის შედეგებს აფასებს გერმანული სიტყვებით: “კარგია, ასე გააგრძელეთ” (gut, mach weiter so). ხოლო კომენტარებში წყაროდ გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს სტატიას იმოწმებს.

"

“იაზროვნეს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის პირველი ნაწილი, თითქოს გამოკითხულთა 27% თვლის, რომ მეორე მსოფლიო ომამდე ებრაელები გერმანიაში პრობლემას წარმოადგენდნენ და ჰიტლერის თავდაპირველი პოლიტიკური ნაბიჯები სწორი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი შეკითხვა კვლევაში საერთოდ არ ფიქსირდება. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გერმანიის რესპოდენტთა უმრავლესობა ანტი-სემიტიზმის ნიშნებს არ ავლენს.

2019 წლის 23 ოქტომბერს Süddeutsche Zeitung-მა გერმანიაში ანტი-სემიტიზმის შესახებ World Jewish Congress (WJC)-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც მოგვიანებით rasmussenglobal.com-ზე გახდა ხელმისაწვდომი. World Jewish Congress-მა, რომელიც 100-ზე მეტი სახელმწიფოდან ებრაელთა თემისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის ქოლგა ორგანიზაციას წარმოადგენს, 1300-მდე რესპოდენტი გამოკითხა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოკითხვაში საერთოდ არ ფიქსირდება შეკითხვა თუ რამდენად მიიჩნევენ რესპონდენტები, რომ მეორე მსოფლიო ომამდე ებრაელები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდნენ და ჰიტლერის თავდაპირველი ნაბიჯები სწორი იყო. ამის შესახებ არც “დოიჩე ველე” წერს, რომელიც “იაზროვნემ” წყაროდ მიუთითა.

WJC-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% ნამდვილად თვლის, რომ ებრაელები ჰოლოკოსტთან დაკავშირებით კვლავ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ასევე 41%.

"

რაც შეეხება რესპონდენტების აზრს, აქვთ თუ არა დიდი გავლენა ებრაელებს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ებრაელებისა და სხვების გავლენა თანაბარია.

"

"

“ებრაელებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე” - ეთანხმება 24%, არ ეთანხმება 55 %.

"

გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობაში ანტი-სემიტიზმის პრობლემა არ დგას, რაზეც შემდეგი შეფასებები მეტყველებს:

შეკითხვას “თქვენს ქალაქში რომ აქცია დაანონსდეს ანტი-სემიტიზმის წინააღმდეგ, დაუჭერდით თუ არა მის ჩატარებს მხარს?” 58% დადებითად პასუხობს.

ამასთანავე, გამოკითხულთა 79% ფიქრობს, რომ “ებრაელები ისეთები არიან, როგორც სხვები”.

"

"