იწინასწარმეტყველა თუ არა 60 წლის წინ იტალიელმა მხატვარმა პანდემია ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.2k
VIEWS

25 სექტემბერს – clickbait ვებსაიტმა ntv.ge-მ, გაავრცელა ინფორმაცია, სათაურით “60 წლის წინ შესრულებული წინასწარმეტყველური ნახატი სახელად ,,სიცოცხლე 2022 წელში” – ნახატი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა(ფოტო)”. ntv.ge ეყრდნობა მომღერალ ხატია წერეთლის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ  ნახატს, რომელიც იტალიელ მხატვრს ვალტერ მოლინოს ეკუთვნის და რომელზეც ადამიანები ერთადგილიანი, იზოლირებული ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ინფორმაციაში ყურადღება ნახატის წინასწარმეტყველურ შინაარსზეა გამახვილებული, რაც მომღერალ ხატია წერეთლის ფეისბუკ პოსტს ეყრდნობა, რომლის თანახმად 1962 წლის ტილოს სახელწოდებაა “სიცოცხლე 2022 წელში”:

” ნახატი შესრულებულია 1962 წელს ტილოს სახელი : ,,სიცოცხლე 2022 წელში”მხატვარი – #ვალტერ_მოლინოწინასწარმეტყველება 60 წლის უკან … საინტერესოა” – ნათქვამია პოსტში.

;

აღნიშნული მასალა სხვადასხვა ჯგუფებში გაზიარდა, ასევე გავრცელდა ინდივიდუალური პოსტების სახით. ზოგიერთ ფეისბუქ გვერდზე ნახატი მხოლოდ ავტორისა და თარიღი მითითებითაა გამოქვეყნებული, ხოლო ზოგ პოსტში ნახატს სათაურად ახლავს “სიცოცხლე 2022 წელს”. ნახატი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ აღქმული იქნა, როგორც კორონავირუსის პანდემიის წინასწარმეტყველება. მოგვიანებით, ახალი ამბების პლატფორმებზე ნახატი სწორედ ამ ინტერპრეტაციით გამოაქვეყნეს.

30 სექტემბრის 11:30 საათის მონაცემებით ყველაზე დიდი გამოხმარეურება საჯარო ჯგუფ აკადემია/Academy-ის  და გვერდ ქართული სიმღერების  11-13 სექტემბრის პოსტებს აქვთ. აკადემია/Academy-დან პოსტი 1600 მომხმარებელმა გადააზიარა, ხოლო ქართული სიმღერების პოსტს 744 გაზიარება აქვს.

;;

ონლაინ გამოცემების და სოციალური მედიის ანგარიშების მიერ ნახატის გავრცელება მეტწილად მანიპულაციურად მოხდა, რამაც მისი მცდარი აღქმა განაპირობა. ორიგინალი ნახატის სათაურში, რომელიც იტალიურ გაზეთ “Domenica del Corriere” 1962 წელს გამოქვეყნდა, 2022 წელი არ ფიგურირებს. ამასთანავე ნახატი პანდემიის წინასწარმეტყველებას არ უკავშირდება, რადგან ის რეალურად ავტოტრანსპორტით გზების გადატვირთვის პრობლემას შეეხება.

ნახატის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ იტალიელი კარიკატურისტისა და მხატვრის ვალტერ მანლინოს ნახატი იტალიური გაზეთის “Domenica del Corriere” 1962 წლის 14 დეკემბრის ნომრის ბოლო გვერდზე დაიბეჭდა. ნახატი რეალურად შეეხება ქალაქებში სატრანსპირტო საცობების პრობლემას. მხატვარი გზების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების გზად ნახატზე გამოხატულ მინი-სკუტერის ტიპის ტრანსპორტს მიიჩნევს. სწორედ ამას გვეუბნება ნახატის ქვედა მარჯვენა კუთხეში მართკუთხედში ჩასმული იტალიური წარწერა. სურათის ორიგინალის წარწერაში არსადაა სათაური “სიცოცხლე 2022 წელს”, რომლითაც ნახატი სოციალურ ქსელში დაასათაურეს.

ნახატის ადრეული გავრცელება

ნახატი სათაურის გარეშე ქართულ სოციალურ ქსელებში პირველად 2020 წლის 4 აპრილს გაავრცელა გვერდმა ყველა-ფერი Everything, ხოლო აღწერით “1962 წელი, მხატვარი: ვალტერ მოლინო.,,ცხოვრება 2022 წელს” ნახატი 8 აგვისტოს გამოაქვეყნა გვერდმა UBERE ‘S კიდობანი. სექტემბერში ნახატი ვირუსულად გავრცელდა ქართულ გვერდებზე და საჯარო ჯგუფებში: გამოხატე ემოცია, აკადემია/ Academy, ქართული სიმღერები, Русскоговорящая Грузия.

აღნიშნული ნახატი მსგავსი მანიპულაციური კონტექსტით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. სოციალური მედიით გავრცელებული მსგავსი მასალები იტალიურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ CekFakta Tempo -მ და არგენტინულმა Chequeado-მ გამოავლინეს და გადაამოწმეს.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია. 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist