იწყებს თუ არა ფეისბუქი “რუსებზე ნადირობას” ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ადედგ
106
VIEWS

28 ივნისს, სპუტნიკ აფხაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “მალე დაიწყება “ნადირობა რუსებზე”: აღმოიფხვრება საშიში თავისუფლება”.

Ვიქტორ მარახოვსკის ამ Სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ფეისბუქი მალე ტვიტერის მაგალითს მიჰყვება და მონიშნავს “პოტენციური საფრთხის” შემცველ კონტენტს. ავტორის თქმით, ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი იძულებული გახდა, ცენზურა გაემკაცრებინა, რადგან იგი დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება იმ ახალი ზნეობრივი პანიკიდან გამომდინარე, რომელმაც მოწინავე სამყარო მოიცვა.

Სტატიაში საუბარია, რომ დასავლეთი ახალმა რეალობამ მოიცვა, იდეოლოგიამ, რომელსაც მარახოვსკი “სეიფთიზმს” უწოდებს. Აღნიშნული იდეოლოგია ითვალისწინებს ყველაფრისგან თავის დაზღვევას/დაცვას, მათ შორის ტრავმული, შეურაცხმყოფელი, მტრული სიტყვებისა და ფაქტებისგან. Მისი თქმით, ამ იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი შინაარსი, ფინანსები და პოტენციალი მოიპოვა და საშუალებას აძლევს “პრობლემური კონტენტის” კომიტეტების მეშვეობით მაღალი დონის ცენზურის გატარება მოახდინონ ფეისბუქსა და ტვიტერზე. Როგორც სტატიაშია აღნიშნული, Ასეთი შესაძლებლობა საკმაოდ მიმზიდველია დასავლური ელიტებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ზე, რომლისთვისაც ცენზურა აუცილებელია მოახლოებული არჩევნების ფონზე.

Სხვა სიტყვებით, სპუტნიკის სტატიაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული იდეოლოგიის მზარდად გამოყენება მიმდინარეობს გადამეტებული ცენზურის გასატარებლად, რაც ნათლად ჩანს ფეისბუქის მიმართ 90 მდე მსხვილი სარეკლამო თუ სხვა კომპანიების მხრიდან განხორციელებულ ბოიკოტშიც.

Სტატიის მიხედვით, Აღნიშნული რუსეთისთვის შემაშფოთებელია, რადგანაც დასავლურ ძალებს შესაძლებლობა ექნებათ, აკონტროლონ რუსული სოციალური თუ საინფორმაციო ქსელი. თუ რუსეთის მთავრობას ეს არ სურს, მან თავი უნდა დაიცვას ამ ცენზურისაგან და საკუთარი შიდა რეალობის დასავლური სიმართლის არბიტრების მიერ იდეოლოგიზაციისაგან, თან რაც შეიძლება სწრაფად, თუ არადა რუსულ საინფორმაციო ქსელში დაიწყება “რუსულ ჰომოფობიურად განწყობილ ტროლებზე” ნადირობა და გაუქმდება “პრორუსული, და შესაბამისად, პრობლემური შეხედულებების” მატარებელი ანგარიშები – საუბარია სპუტნიკის სტატიაში.

Სპუტნიკის აღნიშნული სტატია შეცდომაში შემყვანია, რადგან მცდარია ის, რომ ფეისბუქის მიერ “პოტენციური საფრთხის” შემცველი კონტენტის მარკირება რამენაირად მიმართული იყოს კონკრეტული ქვეყნის, ამ შეთხვევაში რუსეთის და რუსების მიმართ. 

Სინამდვილეში, ფეისბუქმა განაცხადა, რომ მონიშნავს “პოტენციურად ზიანის შემცველ” პოსტებს და კონტენტს, რომლებსაც იგი არ წაშლის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

ფეისბუქი აქამდეც აქტიურად ახორციელებდა Სიძულვილის ენის შემცველი კონტენტის წაშლას საკუთარი პლატფორმიდან, რის დასტურადაც მარკ ცუკერბერგს ევროკომისიის ანგარიშის შედეგები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ქცევის კოდექსის საფუძველზე სიძულვილის ენის შემცველი პოსტების წაშლა წინა წელთან შედარებით (82.6%) ფეისბუქმა 86% მდე გააუმჯობესა.

Მიუხედავად ამისა, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე ფეისბუქი დაბლოკავს ისეთ რეკლამებს, რომლებიც რასობრივ თუ მიგრაციის სტატუსზე დაყრდნობით მიიჩნევს ამა თუ იმ ჯგუფს, როგორც საფრთხეს. Ასევე, წაიშლება კონტენტი, მათ შორის პოლიტიკოსისგანაც, თუ იგი წააქეზებს ძალადობას. Ამასთანავე, ცუკერბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ფეისბუქი მონიშნავს კონტენტს როგორც “პრობლემატურს”, რომლებიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმებს სცდება და არ ექვემდებარება წაშლას. “Არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვტოვებთ კონტენტს, რომელიც სხვა შემთხვევაში ჩვენი წესების დარღვევის შესაბამისად წაიშლებოდა, რომ არა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გადაწონის შესაძლო ზიანის რისკებს,” – განაცხადა ცუკერბერგმა.

Აღსანიშნავია, რომ ფეისბუქი კრემლისტური დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნე ამ თვის დასაწყისშიც გახდა, როდესაც მედიის ცენზურასა და საზოგადოებრივ კონტროლში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც 4 ივნისს, ფეისბუქმა განაცხადა, რომ მონიშნავს იმ მედია საშუალებებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არიან სამთავრობო სარედაქციო კონტროლქვეშ. Ეს მონიშვნა იმისკენაა მიმართული, რომ გაზარდოს ასეთი მედია საშუალებების გამჭვირვალობა. Ასეთი მონიშვნა მიენიჭა რუსეთის სპუტნიკს, ასევე, სხვა სახელისუფლებო მედია საშუალებებს, მაგალითად, ირანულ Press TV-ს და ჩინურ Xinhua News-ს.

 

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist