იძალადეს თუ არა ავტობუსის მძღოლზე იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსულმა მგზავრებმა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზა პოლიცია
679
VIEWS

10-11 მარტს რამდენიმე ონლაინ-გამოცემამ Facebook მომხმარებლის Mikheil Sharvashidze-ს პოსტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილმა საქართველოს მოქალაქეებმა საჩხერის საავადმყოფოში მიმავალ გზაზე, სადაც მათ ორ კვირიანი კარანტინი უნდა გაევლოთ, ავტობუსის მძღოლზე იძალადეს და გაიქცნენ, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათი დაბრუნება ძალის გამოყენებით მოუწიათ. ამ თემაზე სტატიები გამოაქვეყნეს პორტალებმა: presa.ge, lidertv.ge, gadacema.ge.

""

"

Mikheil Sharvashidze-ის პირად ფეისბუქ გვერდზე განთავსებული პოსტიდან ირკვევა, რომ მას ინფორმაცია იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეების გაქცევის მცდელობის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მიაწოდა.

"

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. გამოქვეყნებულ სტატიებში Facebook  მომხმარებლის Mikheil Sharvashidze-ს გარდა სხვა წყარო მითითებული არ არის. თავად Mikheil Sharvashidze-მ პოსტი უკვე წაშალა და განმარტა, რომ მისი ინფორმაცია იტალიის სპეცრეისით ჩამოსულ მგზავრებს არ ეხებოდათ. ინფორმაციას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროც , თუმცა ქართულ ონლიან-მედიებს სტატიები არ ჩაუსწორებიათ. ინფორმაციის გამავრცელებელი ერთ-ერთი პორტალი gadacema.ge 2 მარტს დარეგისტრირებული ქლიქბაით ვებ-გვერდია, რომელიც თვალშისაცემი სათაურით და ვიზუალური ეფექტით მომხმარებლის ყურადღებას იქცევს.  მსგავსი ტიპის სტატიების გავრცელება ემსახურება 1.ეკნომიკური სარგებლის მიღებას და 2. მოსახლეობაში პანიკის დათესვას. 2 სტატიას ახლავს მანიპულაციური ფოტო, რაც სრულიად სხვა მოვლენას ასახავს და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ საჩხერეში მომხდარი ინციდენტის ილუსტრაციაა.

ინფორმაციის გავრცელებისას ონლაინ-მედიები მხოლოდ ერთ წყაროს Mikheil Sharvashidze-ის ფეისბუკ პოსტს დაეყრდნენ და არც ერთ მათგანს ინფორმაცია შსს-სთან არ გადაუმოწმებია.

Mikheil Sharvashidze-მ პოსტი უკვე წაშალა და პირად Facebook გვერდზე კომენტარებში განმარტა, რომ მის მიერ დაწერილი ისტორია რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

"

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “მითების დეტექტორთან” საუბარში გავცრელებული ინფორმაცია უარყო. “ეს მითი არ არის. ეს ტყუილია”, – განაცხადეს შსს-ში.

მანიპულაციური ფოტო

გამოქვეყნებული სამი სტატიიდან ორს (presa.ge, gadacema.ge) საილუსტრაციოდ ახლავს ფოტო, რომელზეც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანაა ასახული. თუმცა ფოტო არ ასახავს სტატიაში გადმცემულ ამბავს. ის 10 მარტს, ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტს ასახავს, როდესაც “მედალფას” კლინიკასთან ერთმანეთს სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ავტომობილები შეეჯახნენ. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სტატიაში გადმოცემულ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი და შეცდომაში შემყვანია.

"


Gadacema.ge-ს შესახებ

Gadacema.ge  საინფორმაციო შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და პოზიციონირებს როგორც მედია, თუმცა ის ქლიქბაით საიტია, რომელიც თანხას კლიკების რაოდენობის მიხედევით გამოიმუშავებს. ამის შესახებ საიტზე განთავსებული ინფორმაციის ყვითელი სათაურები და ფსევდომეცნიერების შემცველი რეკლამები მიუთითებს. Registrator.ge-ს მონაცემებით, ვებ-გვერდი რეგისტრირებულია 2020 წლის 2 მარტს და მისი მფლობელი არის პირი სახელად sabir qiarimovi.

"

|"


მოამზადა ნესტან ანანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist