იგეგმება თუ არა სეზონური გრიპის სავალდებულო აცრები და ვინ აკავშირებს მას COVID-19-თან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სდფრგვსრდგბსრფჰ
262
VIEWS

9 ივლისს ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით ჭაბუკაშვილის ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მოტყუებასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე საუბრობს. დავით ჭაბუკაშვილის მტკიცებით, არაერთი სტატისტიკური მონაცემი მოწმობს იმას, რომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ვირუსების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თუმცა მას ამის დასამტკიცებლად არცერთი კონკრეტული მონაცემი არ მოჰყავს. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უკვე მოიმარაგა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები და შემოდგომაზე აცრები სავალდებულო იქნება. ჭაბუკაშვილის პოსტს ამ დროისათვის 261 გაზიარება აქვს.

"

დავით ჭაბუკაშვილის ფეისბუქ პოსტი, რომელიც tvalsazrisi.ge-მაც გამოაქვეყნა, დეზინფორმაციულია. კერძოდ, ტყუილია, რომ შემოდგომაზე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო სავალდებულო აცრები იგეგმება, აღნიშნული ინფორმაცია “მითების დეტექტორს” NCDC-მ არ დაუდასტურა. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ვირუსების სიკვდილიანობაზე გაცილებით ნაკლებია; COVID-19-ის ლეტალურობაზე და სხვა დაავადებებთან შედარებაზე გავრცელებულ ნარატივებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

  • შემოდგომაზე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო სავალდებულო აცრები არ იგეგმება

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. ცენტრის ცხელ გაზზე აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, სახელმწიფო ყოველ წელს იმარაგებს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს და გამონაკლისი არც 2020 წელია, თუმცა აცრებს სავალდებულო ხასიათი არ ექნება. ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსზე აცრა ფასიანია და ეს ნებაყოფლობითი პროგრამაა, რაც 2020 წელს შეცვლას არ ექვემდებარება.

  • როგორია COVID-19-ის სიკვდილიანობა სხვა ვირუსებთან შედარებით?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის პანდემია ჯერ არაა დასრულებული, ამიტომ მისი სიკვდილიაობის მაჩვენებელზე გადაჭრით ვერ ვისაუბრებთ. ამასთანავე, ეს რიცხვი ქვეყნებისა და ასაკის მიხედვით მკვეთრად ვარირებს – გერმანიაში 0.2%-დან იტალიაში 7.7%-მდე; 13 ივლისის მონაცემებით კი სიკვდილიანობის მაჩვებებელი საშუალოდ 4.5%-ია. დავით ჭაბუკაშვილი თავის პოსტში არ აკონკრეტებს იმ ვირუსებს, რომელთა სიკვდილიანობასაც COVID-19-ს ადარებს, თუმცა “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა ფართოდ გავრცელებული მითები, თითქოს COVID-19 სეზონური გრიპის ვირუსზე ნაკლებ სახიფათოა.

2020 წლის აპრილში “საქართველო და მსოფლიოს” სტატიის ავტორი ამტკიცებდა, რომ H1N1-ის ეპიდემიას COVID-19-ზე მწვავე შედეგები ჰქონდა, ხოლო ივნისში ფეისბუქ გვერდის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” მტკიცებით კი COVID-19-ის სიკვდილიანობა ნაკლებია ინფლუენსას ლეტალობის მაჩვენებელზე. რეალურად H1N1-ის სიკვდილიანობა 2009-2010 წლის პანდემიის დროს 0.02% იყო, რაც შეეხება ინფლუენსას ვირუსს, რომელიც სეზონური გრიპის სახით ვლინდება, მისი სიკვდილიანობა ახალი ტიპის კორონავირუსზე გაცილებით ნაკლები – 0.1%-ია.

წყაროს შესახებ

როგორც ზემოთ აღინიშნა, დავით ჭაბუკაშვილი თავის პოსტში არ უთითებს არც ერთ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემს ან ოფიციალურ განცხადებას ვაქცინაციის შესახებ, თუმცა ამავე პოსტის კომენტარების ანალიზმა ერთ-ერთ სავარაუდო წყაროზე გაგვიყვანა – ეს არის ჰომეოპათი თინათინ თოფურია, რომელმაც მსგავსი ნარატივები ილიონი ტვ-ის გადაცემა „დიალოგში“ გააჟღერა.

"

გადაცემაში, რომელზეც დავით ჭაბუკაშვილი მიუთითებს, თინათინ თოფურია ავრცელებს ცნობებს კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. თინათინ თოფურიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ვაქცინაციაზე “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. იხილეთ მასალა:

რაც შეეხება გამოცემა Tvalsazrisi.ge-ს, Registrator.ge-ს მონაცემებით, ის 2019 წლის 30 აპრილსაა რეგისტრირებული, ხოლო მათი Facebook გვერდი ამავე წლის 2 მაისს შეიქმნა. მედიასაშუალება ორივე პლატფორმაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ამბებს აშუქებს და პერიოდულად ავრცელებს ყალბ ან მანიპულაციურ ინფორმაციას.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist