Imedinews-მა CNN-ის ინფორმაციის მანიპულაცია მოახდინა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

418
VIEWS

29 სექტემბერს ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების ვებგვერდზე Imedinews.ge გამოქვეყნდა სტატია სათაურით „შვედეთის 20-მდე ბაღში სქესის ცნებას აუქმებენ“. იმედს წყაროდ მითითებული აქვს CNN-ი. Imedinews.ge-ის პუბლიკაცია მანიპულაციურია, რადგან ქართულ გამოცემებას CNN-ის სტატია არაზუსტად და არასრულად აქვს თარგმნილი.

გადამოწმების შედეგად იმედის სტატიაში  შემდეგი სახის უზუსტობები გამოვლინდა:

  • სტატიების სათაურები შინაარსობრივად შეუსაბამოა

CNN-ის სტატიის სათაურია „ამ სკოლებს გენდერულ სტერეოტიპების აღმოფხვრა ადრეული ასაკიდანვე სურთ“, ხოლო იმედის სტატიის კი „შვედეთის 20-მდე ბაღში სქესის ცნებას აუქმებენ“. იმედის სტატიის სათაური სუბიექტურად არის ინტერპრეტირებული, არ ასახავს სტატიის შინაარს და მკითხველს ნეგატიურ წინასწარ განწყობას უქმნის, მაშინ როცა, CNN-ის სათაური ნეიტრალური ხასიათისაა და ობიექტურად ასახავს უშუალოდ სტატიის შინაარსს.
""

  • იმედის სტატიაში ბაღების რაოდენობა არასწორად არის მითითებული

იმედის სტატიაში ხაზგასმულია რომ შვედეთში 20-მდე ბაღში სქესის ცნებას აუქმებენ. CNN-ის სტატიაში კი მხოლოდ 2 ბაღი არის მითითებული – ნიკოლაიგარდენი და ეგალია, რომლებიც იყენებენ აღზრდის გენდერულ-ნეიტრალურ მეთოდს, რათა ბავშვებს გენდერული თანასწორობის ღირებულება ადრეული ასაკიდან განუვითარონ.
"

"

  • იმედი CNN-ის სტატიის მხოლოდ ერთ ამონარიდს იყენებს

იმედს CNN-ის სტატიის ის ნაწილი, რომელშიც გენდერულ-ნეიტრალური აღზრდის მეთოდის კრიტიკაა მოცემული, თავის მასალაში მოყვანილი არ აქვს. CNN-ის სტატიაში ნიკოლაიგარდენისა და ეგალიას სწავლის მეთოდებთან დაკავშირებით კრიტიკულის აზრის საილუსტრაციოდ მოყვანილია დევიდ ებერჰარდისა და ფილიფ ჰვანგის მოსაზრებები:

  1. დეივიდ ებერჰარდი, შვედი ფსიქიატრი: „ამტკიცო ის, რომ კაცსა და ქალს შორის განსხვავება არ არსებობს, ეს უფრო რელიგიურ სექტას ჰგავს და მას მეცნიერებასთან არანაირი კავშირის არ აქვს.“
  2. ფილიფ ჰვანგი, ფსიქოლოგი, გოტენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი: „ეს უბრალოდ ჰიპოთეზაა, ვიდრე რეალური მიგნება, რომ ბავშვის გრძელვადიან განვითარების პროცესში ამ მეთოდს ბავშვის გენდერულ საკითხებთან დამოკიდებულებაზე შესაძლოა რაიმე სახის გავლენა ჰქონდეს.“

CNN-ს მკითხველისთვის საკითხის უფრო ფართო ჭრილში დასანახად მოყვანილი აქვს, იმათი მოსაზრებებიც, ვინც გენდერულ-ნეიტრალური სწავლების მეთოდს იზიარებს, თუმცა დარწმუნებული მაინც არ არის, რომ მას ბავშვის მომავალ ქცევაზე რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს:

ევენ კენვარდი: „ეს ღია კითხვაა, თუ რა მოხდება როცა ეს ბავშვები საჯარო სკოლაში წავლენ. ჩემი ვარაუდით, გენდერ-ნეიტრალურმა სწავლებამ შესაძლოა მომავალშიც მოახდინოს გავლენა ბავშვის ქცევაზე, თუმცა არა აუცილებლად ძლიერ გამოხატულად, მაგრამ მაინც შესაძლოა გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს.“

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist