ინფორმაცია, კანონში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ შესული ცვლილებების შესახებ, ყალბია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

24
VIEWS

2021 წლის 4 სექტემბერს პარტია “ქართული იდეის” ფეისბუქ გვერდმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ იძულებითი ვაქცინაცია საკანონმდებლო დონეზე უკვე დააკანონა. პოსტში “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონის ის მუხლებია ციტირებული, რომლებიც ქვეყანაში გადამდები დაავადების გავრცელებისა და ეპიდემიური ვითარების შექმნის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების ვალდებულებებს განსაზღვრავს, მათ შორის პრევენციული და პროფილაქტიკური სამედიცინო პროცედურებისა და ვაქცინის ჩატარების ვალდებულებებს. “ქართული იდეის” პოსტის მიხედვით, აღნიშნული მუხლები კანონში პარლამენტმა 2021 წლის ივნისში ჩუმად განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაამატა. ამ ინფორმაციას მალავს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ქართული ტელევიზიები და ოპოზიცია.

13 სექტემბრის მდგომარეობით “ქართული იდეის” პოსტს 328 გაზიარება აქვს. იდენტური პოსტი 9 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” გამოაქვეყნა.

""
“ქართული იდეის” და “ღმერთი, სამშობლო, ადამიანის” მტკიცება, თითქოს 2021 წლის ივნისში კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად, ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, მცდარია.  “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონის მეხუთე მუხლი არსებული რედაქციით 2007 წლიდან მოქმედებს და მასში სრულიად სხვა შინაარსის ცვლილებები 2016 და 2017 წლებში განხორციელდა. სავალდებულო ვაქცინაციას არც პანდემიის დროს, 2021 წლის ივნისში კანონში შესული ცვლილებები ეხება.

“საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და მასში განხორციელებული ყველა ცვლილება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე ღიადაა ხელმისაწვდომი. კანონი საქართველოს პარლამენტმა 2007 წელს მიიღო და იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა ასპექტებთან ერთად ქვეყანაში გადამდები დაავადებების გავრცელებისა და ეპიდემიური სიტუაციის მართვის წესებსაც განსაზღვრავს.

“საკანონმდებლო მაცნეს” პორტალზე განთავსებულია კანონის კონსოლიდირებული ანუ სრული ვერსია, რომელშიც სხვადასხვა დროს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები თარიღებისა და მუხლების მიხედვით, შესაბამისი მუხლის ბოლოსაა მითითებული, ხოლო კანონში შესული ცვლილებების შესახებ პარლამენტის მიერ გამოქვყნებული აქტების ბმულები კანონის ტექსტის ბოლოშია ასახული.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის “ბ”, “ვ” და “ზ” ქვეპუნქტები, რომლებსაც “ქართული იდეის” პოსტშია მითითებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირებს გადამდები დაავადების გავრცლეების და ეპიდემიის პირობებში ვაქცინაციას ერთ-ერთ ვალდებულებად განუსაზღვრავს, თუმცა ეს პუნქტები კანონში 2021 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ანუ პანდემიის დროს არ ასახულა, ეს ჩანაწერეი კანონის ტექსტში 2007 წლიდან გვხვდება. აღნიშნული კანონის მეხუთე მუხლში ცვლილებები 2016 და 2018 წლებში შევიდა, თუმცა “ქართული იდეის” მიერ მითითებულ ქვეპუნქტებს არცერთი ცვლილება არ ეხებოდა.

"
რაც შეეხება ივნისში კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელზეც “ქართული იდეა” აპელირებს, 2021 წლის 22 ივნისს “საქართველოს კანონში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც არა კანონის მე-5 მუხლს და სავალდებულო ვაქცინაციას, არამედ პანდემიის პირობებში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების, მათ შორის საკარანტინე ზომების და პირის იზოლაციაში გადაყვანის წესების, მოქმედების ვადების გახანგრძლივებას ეხებოდა, რაც ამავე კანონის 453 და  454  მუხლებით განისაზღვრება. 2021 წლის ივნისის ცვლილებებამ კანონით განსაზღვრული საკარანტინე ზომების მოქმედება 2022 წლის 1-ლ იანვრამდე გაახანგრძლივა. ცვლილებაში არაფერია ნათქვამი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე.

"
ამჟამად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანების (“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ”)  მიხედვით მიმდინარეობს. როგორც მინისტრის ბრძანების, ისე “საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის ეროვნული გეგმის” მიხედვით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.

წყაროების შესახებ 

“ქართული იდეა” პრორუსული და ანტიდასავლური დღისწესრიგის მქონე პოლიტიკური პარტიაა. პარტიის ფეისბუქ გვერდი ქართული იდეა – qartuliidea.ge 2019 წელს შეიქმნა და იგი ძირითადად პარტიის ლიდერის ლევან ჩაჩუას განცხადებებს აქვეყნებს. ფეისბუქ გვერდი აქტიურად აშუქებდა ანტივაქსერების მიერ ჩატარებულ საპროტესტო აქციებსაც.

  "ფეისბუქ გვერდი “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” 2016 წლის 8 ნოემბერს შეიქმნა და მას თავდაპირველად “საქართველო და მსოფლიო” ერქვა, მოგვიანებით კი ის ჯერ “ენა მამული სარწმუნოება”, ხოლო შემდეგ “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” გახდა. გვერდი კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინების შესახებ ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს აქტიურად აქვეყნებს. "


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist