ინფორმაცია, თითქოს  ივანიშვილი ტრამპის კამპანიას არალეგალურად აფინანსებდა, მტკიცებულებების გარეშეა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

24
VIEWS

2021 წლის 20 იანვარს ონლაინ გამოცემამ Publishers.ge ინფორმაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “სასწრაფოდ! ეს საერთაშორისო სკანდალია უდიდესი დარტყმა საქართველოს”. სტატიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სურათები ახლავს, ნათქვამია, რომ აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კამპანიას სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი “ქართუ ბანკის” გავლით მილიონობით დოლარით აფინანსებდა და სანაცვლოდ მისგან ხელშეუხებლობასა და მხარდაჭერას მოითხოვდა. სტატიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილსა და ტრამპის გარემოცვასთან შუამავლის როლს ყოფილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი ასრულებდა, რომლის შვილიც რამდენიმე წლის წინ ამერიკულ ბანკებზე ჰაკერული თავდასხმისთვის დააკავეს და აშშ-ს გადასცეს.

publishers.ge სტატიის ბოლოს წყაროდ iTV.ge-ს უთითებს, ხოლო ეს უკანასკნელი კი იდენტურ ინფორმაციას ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე ავრცელებს.

publishers.ge: “უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, ამერიკის ფედერალური ბიურო ქართველი ოლიგარქითა და მისი გარემოცვითაც დაინტერესდება. მსოფლიო მედია უკვე ღიად აღნიშნავს რომ პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს და მას, სხვა საქმესთან ერთად, უკანონო დაფინანსების მიღების ბრალდებაც წაუყენონ, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქართველი ოლიგარქისა და მისი გარემოცვის პასუხისმგებლობას.”

;;

ინფორმაცია, თითქოს  ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტრამპის კამპანიას არალეგალურად აფინანსებდა, მტკიცებულებების გარეშეა, ხოლო  “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის შოთა შალელაშვილის შვილის დანაშაული მანიპულაციურადაა დაკავშირებული დონალდ ტრამპთან ან მის საარჩევნო კამპანიასთან. 

publishers.ge-ის ბრალდება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ტრამპის არალეგალურად დამფინანსებელ ოლიგარქთა შორის, რაც შეიძლება ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს, მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

2019 წლის ივნისში გამოცემა The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციაში ყოფნისას ჯარედ კუშნერი კომპანია Cadre-ს 25%-იანი წილის მფლობელი იყო. კომპანიამ 2017 წლიდან 2019 წლამდე უცხოური ოფშერული ზონებიდან 90$ მილიონი მიიღო, რაც კუშნერის ირგვლივ ეთიკურ კითხვებს აჩენდა. მასალაში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართუ ბანკი” კუშნერთან ამ ან სხვა გარიგებით იყვნენ დაკავშირებული. Guardian-ის ცნობით, Carde-ს დამფინანსებლების სახელები არ გასაჯაროვებულა, თუმცა თანხები საუდის არაბეთისა და კაიმანის კუნძულების ოფშერული ზონებიდან მოდიოდა.

publishers.ge-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილსა და დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს შორის შუამავლის როლს ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი ასრულებდა, თუმცა უცნობია, რას ემყარება ეს მტკიცება. სტატია მანიპულაციურად აპელირებს შოთა შალელაშვილის შვილზე, რომელიც ამერიკულ ბანკებზე 2014 წელს განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას ისრაელიდან უწევდა კორდინაციას, რისთვისაც 2016 წელს დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს, თუმცა 2014 წელს მომხდარ ამ მასშტაბურ დანაშაულს publishers.ge-ს სტატიის ძირითად თემასთან – ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან კავშირი არ აქვს, ამიტომაც, აღნიშნული ფაქტი ვერც ივანიშვილის და ვერც ყოფილი დეპუტატის არალეგალურ ქმედებებში ჩართულობის მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 13 მარტს “ბანკი ქართუ” შოთა შალელაშვილის შვილისა და ბანკის კავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, ამერიკის მიერ ჰაკერულ თავდასხმაში ბრალდებული გარი შალონი (შალელაშვილი) 2013 წლიდან ბანკში ანაბარს ფლობდა და 2014 წელს ბანკისაგან აქტივი შეიძინა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2015 წელს აშშ-მა შალომს ბრალი წარუდგინა, ბანკმა საქართველოს პროკურატურას მიმართა და სასამართლო განჩინების საფუძველზე გარი შალონის ანგარიშები დაყადაღდა.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის კამპანიისთვის ფინანსების შეგროვებას, ამერიკული გამოცემა Business Insider-ის მიერ 2020 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ორმა დემოკრატმა კონგრესენმა FBI-ს ჯარედ კუშნერის მხარდაჭერილი კომპანიისა და ტრამპის კამპანიის დაფინანსების დეტალების გამოძიების მოთხოვნით მართლაც მიმართა, თუმცა მიმართვა არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისაგან მიღებულ დაფინანსებას, არამედ 2018 წელს შექმნილი კომპანიის AMMC-ის საშუალებით  საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ასობით მილიონი დოლარის პირადი მიზნებისთვის დახაჯვას და სხვა არალეგალურ ფინანსურ სქემებში შესაძლო ჩართულობას ეხებოდა.

publishers.ge-ის სტატიის გავრცელება 

21 იანვრის 15:00 საათის მდგომარეობით publishers.ge-ის სტატია ფეისბუქზე 25-ჯერ გაზიარდა. სტატიის ბმული ათამდე საჯარო ჯგუფში გააზიარეს: სახალხო ეროვნული მოძრაობა41-კვლავ ხალხის სამსახურში, თქვენი ხატია, ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდამჭერები/Nanuka Zhorzholiani Supporters, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები, ერთად ყოფნით სიყვარულით გადავრჩენთ საქართველოს❤??,  დიდი დიღომი ენმ❤, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-United National Movement,სანდრა რულოვსი -პირველი ლედი, წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, LIVE GEORGIA.

Publishers.ge-ისა და iTV.GE-ს შესახებ 

Registrator.ge-ის მონაცემებით, ონლაინ გამოცემა publishers.ge-ის დომენი 2020 წლის 16 აგვისტოს “proservice ltd”-მ  დაარეგისტრირა და მისი მფლობელი კობა ვასაძეა. კობა ვასაძის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს “დაბლიუ-ოუ-ემ”, რომელიც timesnews.ge-ს იურიდიული სახელწოდებაა. კომპანიის დირექტორი კობა ვასაძე 90%-იან წილს ფლობს, 10%-ს კი ირაკლი თინაშვილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის ელ.ფოსტა რეგისტრირებულია გიორგი მელიქიძის სახელზე [email protected], რომელიც ამჟამად მეწილე აღარ არის, თუმცა 2016 წლის 13 დეკემბრამდე ფლობდა კომპანიის 40%-ს. გიორგი მელიქიძე ქლიქბეით საიტებს newpost.com.ge და abcnews.com.ge მართავს. მელიქის მიერ მართულ საიტებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” 2020 წლის მარტსა და აპრილშიც წერდა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში ifact.ge-მ გიორგი მელიქიძის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ შექმნილი 18 ვებსაიტის ქსელი გამოავლინა.

publishers.ge სტატიებსა და ახალ ამბებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკაზეც აქვეყნებს, რომელთაგანაც ზოგიერთი მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკულობით გამოირჩევა. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოცემამ საპატრიარქოს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის შესახებ მადისკრედიტირებელი სტატია გამოაქვეყნა. publishers.ge-ის ფეისბუქ გვერდი არ აქვს და მისი მასალები სოციალურ ქსელში საჯარო ჯგუფებში ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ ზიარდება.

;

რაც შეეხება iTV.ge-ის, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გვერდი სხვა ონლაინ გამოცემებთან ერთად კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის შემადგენლობაში შედის და publishers.ge-ის მსგავსად, თემატურად მრავალფეროვან მასალებს აქვეყნებს. Registrator.ge-ის მონაცემებით, გვერდის დომენი 2012 წლის 21 ნოემბერს დარეგისტრირდა და იგი “Droni.ge, Ltd”-ის მფლობელობაშია. iTV.ge-ის ფეისბუქ გვერდი 2010 წელს შეიქმნა და მას ამჟამად 27 ადმინისტრატორი ჰყავს.

; ;

Droni.ge, Ltd-ის მფლობელობაში registrator-ის მონაცემებით, itv.ge-ის გარდა ასევე არის droni.ge და presa.ge. სამივე მათგანს [email protected] აქვს ელ. ფოსტად მითითებული. ამასთან itv.ge-ს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი სხვა მედიებთან ერთად აერთიანებს droni.ge-სა და presa.ge-ს. ძირითადად ამ სამი ონლაინ გამოცემის სტატიები ზიარდება itv.ge-ის ფეისბუქ გვერდზე.

;

registrator-ის მონაცემებით droni.ge-ის მფლობელებში მითითებულია გიორგი კაპანაძე (George Kapanadze). გიორგი კაპანაძემ 2008 წლის 18 სექტემბერს დაარეგისტრირა შპს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი, რომლის დირექტორიც თავადაა, ხოლო 100%-იანი წილი შპს დრონი.ჯი-ს ეკუთვნის (droni.ge). აღნიშნული ვებსაიტმა დომენი ზემოჩამოთვლილ მასთან დაკავშირებულ კიდევ ორ მედიას შორის ყველაზე ადრე 2009 წლის 10 ივნისს დაარეგისტრირა. 2009 წლის 3 ივნისს გიორგი კაპანაძის სახელზე რეგისტრირებულია შპს ინტერნეტ მედია ჯგუფი, რომლის საფირმო სახელწოდება 2012 წლის 13 დეკემბერს დრონი.ჯი გახდა, შემდეგ კი კვლავ შეიცვალა. საჯარო რეესტრში დრონი.ჯი-ს დირექტორად მითითებული იყო ეკა ტარყაშვილი.

გიორგი კაპანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სახელით მონაწილეობდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist