იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

502
VIEWS

29 ოქტომბერს კრემლისტურმა ონლაინ მედია  “ნიუსფრონტმა” გამოაქვეყნა  სტატია, სახელწოდებით: ,,ცნობილი ასტროლოგის დამოკიდებულება კოვიდ-ისტერიასთან დაკავშირებით, რომელმაც მსოფლიო მოიცვა”. მასალას თან ახლავს რუსი ასტროლოგის, პაველ სვირიდოვის ვიდეო მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ხდებოდა საფრენი აპარატების გამონაბოლქვებიდან, რომელსაც მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში ჯერ სპეციალური, შემდეგ კი სამოქალაქო თვითმფრინავებიდან აფრქვევდნენ. ამ ქმედებას ის ,,კაცობრიობისათვის ომის გამოცხადებად” აფასებს და ამ პროცესში ორ საერთაშორისო ორგანიზაციას –  საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს ადანაშაულებს.

პაველ სვირიდოვი, რუსი ასტროლოგი: „ქიმტრეილი ეს ზენაციონალური ქმედებაა, რომელიც უგულებელყოფს სახელმწიფო საზღვრებს, საჰაერო სივრცის კონტროლს. თავიდან ეს იყო სპეციალური თვითმფრინავები, შემდეგ სამოქალაქო… დაამონტაჟეს სპეციალური ხელსაწყო, რომელიც საჭირო დროს თვითმფრინავიდან, ავტომატურად, მართვის ცენტრიდან ბრძანებით, რთავდა გამომფრქვეველებს და მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში, განსაზღვრული ქიმიური რეაგენტები, ნივთიერებები იფრქვეოდა… იქ [გამონაფრქვევში] იპოვეს ბევრი ბიოლოგიური აგენტები… იქ იყო ნაპოვნი ვირუსის ელემენტები: გრიპის ვირუსი; კორონა ვირუსები. მოკლედ, ეს მოყავისფრო სითხე ატარებდა ბიოლოგიურ მახასიათებელს…  გამოცხადებულია ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. ვინ გამოაცხადა? – მე დავასახელე ორი ორგანიზაცია [სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი]… ეს გლობალური შეთქმულებაა! ომია კაცობრიობის წინააღმდეგ!“

მტკიცება, თითქოს კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან იფრქვევა ძველი კონსპირაციის გაგრძელებაა, რომელიც თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებულ კვალს ამინდის ხელოვნურად შეცვლის, ადამიანის გონებაზე კონტროლის დამყარების და სხვადასხვა დაავადებების გავრცელების განზრახვას უკავშირებს. რეალურად ეს კვალი არა “ქიმტრეილი”, არამედ “კონტრეილია,” რომელიც მხოლოდ გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში, რამდენიმე წუთის განმავლობაშია ხილული და ვირუსებთან კავშირი არ აქვს. 

კონსპირაცია, რომ კორონავირუსის თვითმფრინავებიდან გამოდმოფრქვევა მოხდა, მექსიკის ცენტრალურ ქალაქ სან-ლუის პოტოსიდან გავრცელდა. გარდიანის მიხედვით, ცენტრალური ხელისუფლების მითითებებს სახლში დარჩენასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად სწორედ მექსიკის ამ ქალაქში  არ ემორჩილებიან. ინდუსტრიულ ქალაქში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პანდემიის პირველ ეტაპზე ვირუსის საფრთხე სერიოზულად არ აღიქვა და კორონავირუსი საჰაერო სივრცეში მის გაფრქვევას დაუკავშირა.

ვირუსის ცაში გაფრქვევის წყაროდ რუსი ასტროლოგი ე.წ. ,,ქიმტრეილს” ასახელებს, რაშიც სინამდვილეში ის “კონტრეილს” გულისხმობს. ტერმინ ,,ქიმტრეილს” ის ადამიანები იყენებენ, ვისაც სჯერა, რომ თვითმფრინავები ადამიანისთვის სახიფათო ნივთიერებებს აფრქვევენ. რეალურად, კონტრაილი თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებული კვალია. ეს არის ერთგვარი კონდესაციის ბილიკი, რომელიც მხოლოდ გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში რამდენიმე წუთის განმავლობაშია ხილული. აშშ-ის ჰაერისა და გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ინფორმაციით,  ეს მოვლენა ხშირად გამხდარა სხვა კონსპირაციების საფუძველი: თითქოს ეს ,,გამონაბოლქვი” ქიმიკატებით არის გაჟღენთილი და მას ამინდის ხელოვნურად შეცვლას, ადამიანის გონებაზე კონტროლის დამყარებას და სხადასხვა დაავადებების გავრცელებას მიაწერენ. როგორც წესი, აღნიშნული კონსპირაციის მიმდევრები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიღმა მთავრობის ან მსხვილი ბიზნესის ინტერესები დგას.

წყაროს შესახებ

კრემლისტური გვერდი News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა და გვერდი ინფორმაციას 8 ენაზე, მათ შორის ქართულადაც აქვეყნებდა. 2020 წლის 30 აპრილს ფეისბუქმა News Front-თან დაკავშირებული ფეიქსბუქ გვერდები გააუქმა, რის შედეგადაც გამოცემას გავრცელება მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ფეისბუქ გვერდის გაუქმების შემდეგ ქართულ სოციალურ მედიაში News Front-ის მასალები რამდენიმე პრო-რუსული ჯგუფის საშუალებით ვრცელდება:

მასალის გავრცელება 

ნიუსფრონტის მიერ გამოქვეყნებული მასალა ფეისბუკ მომხმარებელმა Nana Gotua-Lasar-მა კოტე ჩიკვილაძისა და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფში გააზიარა, ამ დრომდე მას 3 ინდივიდუალური გაზიარება და 9 მოწონება აქვს.

1 25 იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

აღსანიშნავია, რომ Nana Gotua-Lasar-ი 25 ოქტომბერს გაზიარებულ პოსტში უთითებს, რომ რეალურად პროფილს, რომელიც კოტე ჩიკვილაძის მამიდაშვილს ეკუთვნის, კოტე ჩიკვილაძე მართავს, რადგან მისი პირადი პროფილი ფეისბუკმა გააუქმა.

2 27 იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

პაველ სვირიდოვის ვიდეოს, რომელიც მის პირად იუთუბ არხზეა ატვირთული, რუსულენოვანი ფეისბუქ გვერდების მიერ ზიარდება. ამ დრომდე ვიდეოს 24 000-მდე ნახვა აქვს.

3 27 იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

პაველ სვირიდოვის შესახებ

რუსი ასტროლოგი პაველ სვირიდოვი თავისი ბლოგის მეშვეობით კონსპირაციებს კორონავირუსის შესახებ ხშირად ავრცელებს, მათ შორის პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნიღბების ტარება პიროვნების დაკარგვის ტოლფასია: “ჩვენ გვაიძულებენ დავკარგოთ სახე, ჩვენ გვაიძულებენ დავკარგოთ ჩვენი პიროვნებები, ჩვენ გვაცმევენ ამ ჰიჯაბებს [ნიღაბი], რომ მხოლოდ თვალები ჩანდეს და ვინ ხარ, ან რა ხარ, ეს არავის სჭირდება. სახალიც, კი გაქვთ “არავინ”.”

სვირიდოვი ხშირად აკეთებს პროგნოზებს რუსეთი შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის კოლაფსის მოლოდინშია და თვლის, რომ ეს სახელმწიფო მალე ჩამოიშლება.. 2019 წელს ასტროლოგი ევროკავშირსაც დიდ კრიზისს უწინასწარმეტყველებდა, სვირიდოვი აღნიშნავს, რომ ორი ეს გაერთიანება ხელოვნურია და მისი ჩამოშლის ტენდენცია გაგრძელდება.

კონსტანტინე ჩიკვილაძის შესახებ

კონსტანტინე ჩიკვილაძე საკუთარი პროფილით კრემლთან დაკავშირებულ News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდს მართავდა. ამავე დროს ის მეორე კრემლისტური გამოცემის “საქართველო და მსოფლიოს” ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავს საჯარო  ჯგუფს Россия и Грузия- дружба навеки!, პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა. გიორგი ირემაძე კი თავის მხრივ პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია.

4 19 იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

აღსანიშნავია, რომ  2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე მონაწილეობას იღებდა  9 მაისის აღმნიშვნელ ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”. ამ ღონისძიებაში რუსული სამყაროს პარტნიორ ორგანიზაციები და ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებებიც  მონაწილეობდნენ.


ასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist