ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვაქცინაციის ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებელი მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

92
VIEWS

2021 წლის 15 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა გიორგი გულიკაშვილმა პოსტი გამოაქვენა, რომელშიც ნათქვამია, რომ საჯაროდ ჩატარებული ყველა ვაქცინაცია კითხვის ნიშნებს აჩენს და ვაქცინაციისთვის ნდობის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს. პოსტს თან ახლავს ორი ვიდეო, რომელთაგანაც ერთ-ერთი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს საჯარო ვაქცინაციის ამსახველი ჩანაწერის ფრაგმენტია, ხოლო მეორეში ნაჩვენებია ნემსი, რომელიც თითის დაჭერით შპრიცში მარტივად ბრუნდება და იმალება.

2021 წლის 20 მარტის მდგომარეობით გიორგი გულიკაშვილის პოსტი 527 ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

;

გიორგი გულიკაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი დეზინფორმაციულია, რაც ვიდეომანიპულაციის გზით მიიღწევა. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვაქცინა არ გაუკეთებია და ვიდეოს მხოლოდ ერთი ფრაგმენტის გამოყენება, მეორე ვიდეოსთან კომბინაციით, რომელიც რეალურად არა სამედიცინო, არამერდ  ფილმების რეკვიზიტ ნემსს ასახავს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნათანიუაჰუს რეალურად ვაქცინა არ გაუკეთებია. 

გიორგი გულიკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაქცინაციის მხოლოდ ფრაგმენტია ნაჩვენები და მასში გარკვევით არ ჩანს ნემსი, რომლითაც პრემიერ-მინისტრს ვაქცინას უკეთებენ. ნათანიაჰუს ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა და არსებობს საერთაშორისო (NBC News) და ადგილობრივი მედიით გავრცელებულია არაერთი ჩანაწერი, რომელშიც უწყვეტი კადრია ასახული. ვაქცინაციის ამსახველ სრულ ვიდეოში გარკვევით ჩანს, როგორ უკეთებენ მკლავში სავსე ნემსს პრემიერ-მინისტრს, ხოლო შემდეგ ცარიელ შპრიცს ნემსთან ერთად მკლავიდან იღებენ.

;;

ბენიამინ ნეთანიაჰუ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით 2020 წლის 19 თებერვალს საჯაროდ აიცრა და ის ისრაელის პირველი ვაქცინირებული მოქალაქე იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას ისრაელის მოქალაქეებისათვის ვაქცინაციის პირადი მაგალითის მიცემა სურდა. ვაქცინის მიღების შემდეგ ნეთანიაჰუ მედიკოსების დაკვირვების ქვეშ ნახევარი საათი იმყოფებოდა. იმავე დღეს აიცრნენ ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც.

რაც შეეხება გიორგი გულიკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ვიდეოს, ის პირველად 2016 წლის 24 ივლისს Youtube არხმა “crimson hands fx”-მა გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნემსი ფილმებისა და გადაღებების რეკვიზიტია. Crimson hands fx ფლორიდაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც გადაღებებისთვის რეკვიზიტებს ამზადებს და ყიდის.

;

კომპანიის Youtube არხზე გამოქვეყნებული ამოსაღები ნემსის სხვა ვიდეო სოციალური ქსელის მომხმარებლემბმა 2021 წლის 9 მარტს მანიპულაციურად  გაავრცელეს და გიორგი გულიკაშვილის მსგავსად, ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი ნემსები საჯაროდ ვაქცინაციისას გამოიყენებოდა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბენიამინ ნათანიაჰუს ან სხვა რომელიმე საჯარო პირის ვაქცინაცია სამედიცინო ნემსის ნაცვლად სწორედ მსგავსი რეკვიზიტით მოხდა.

საჯარო ვაქცინაციასთან და ნემსებთან დაკავშირებული ვიდეომანიპულაციები და დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist