იცავს თუ არა ისრაელს ვაქცინაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

29
VIEWS

5 აგვისტოს ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც israelnationalnews.com-ზე დაყრდნობით მოჰყავს სტატისტიკა და ამტკიცებს, რომ კორონავირუსგადატანილთა შორის 1% ხელახლა დაინფიცირდა, ხოლო ახალ დაინფიცირებულთა 40% ვაქცინირებული აღმოჩნდა. პოსტის თანახმად, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ვაქცინირებულთა შორის ჰოსპიტალიზაციის ოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე არავაქცინირებულთა შორის“. 10 აგვისტოს მონაცემებით, ფეისბუქ პოსტს 176 გაზიარება და 271 რეაქცია აქვს.

 

;

ტომარაძის პოსტი კონტექსტის გარეშეა და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინები ადამიანებს არ იცავს და ინფიცირების შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულზე უფრო ძლიერია. წყაროდ მითითებულ სტატიაში ისრაელში კორონავირუსის ბოლო ტალღაზეა საუბარი. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები სრულ სურათს არ ასახავს. რეალურად, ისრაელის მოსახლეობის 60%-ის ადრეულმა სრულად ვაქცინირებამ, ქვეყანაში დაავადების სერიოზული შემთხვევებისა და გარდაცვალების რიცხვის შემცირება განაპირობა. 

წყაროდ მითითებული სტატი israelnationalnews.com-ზე გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, პანდემიის ბოლო ტალღის დროს გაცილებით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსგადატანილი პაციენტები დაინფიცირდნენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ იყვნენ ვაქცინირებულები. ამავე დროს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ თემაზე აზრები იყოფა – ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ნაწილის თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ინფექციის გადატანის შედეგად უფრო მაღალი დონის იმუნიტეტი გამომუშავდება, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა მეცნიერთა ნაწილი ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს. სტატიის მიხედვით, კვლევა მოიცავს მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყების შემდეგ შეგროვებულ მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ისრაელში გავრცელდა კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით უფრო მეტად გადამდებია. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, დელტა ვარიანტი ორჯერ უფრო გადამდებია, კანადასა და შოტლანდიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დელტა ვარიანტით ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ალფა შტამით. დელტა ვარიანტით შესაძლოა დაავადდნენ ვაქცინირებული პირებიც, თუმცა, CDC-ს მიხედვით, ვაქცინები ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების და გარდაცვალებისაგან ამ შემთხვევაშიც იცავს მათ.

ზვიად ტომარაძის მიერ მოყვანილი სტატისტიკა Politifact-მა გადაამოწმა, რომელიც აღნიშნავს, რომ როდესაც არავაქცინირებულებსა და ვაქცინირებულებში COVID-19-ით ხელახლა ინფიცირების მაჩვენებლების შედარება ხდება, უგულებელყოფილია COVID-19-ით დაინფიცირების საფრთხეები და ვირუსის მძიმედ გადატანისგან დაცვა, რომელსაც ვაქცინები უზრუნველყოფს. ისრაელის მოქალაქეთა შორის, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები იყვნენ და დაინფიცირდნენ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების მხრივ 88%-იანი ეფექტიანობა აჩვენეს, ხოლო მძიმედ გადატანის პრევენციის მხრივ – 91%-იანი. გარდა ამისა, Politifact-ის მასალის თანახმად, ისრაელის ადრეული ვაქცინაციის კამპანიამ, რომლის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის  სრულად ვაქცინირება მოხდა, ქვეყანაში სერიოზული შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების რიცხვის შემცირებას ხელი შეუწყო.

აღსანიშნავია, რომ 6 აგვისტოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კენტუკის შტატში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა იმ ადამიანებს შორის ჩატარდა, ვინც კორონავირუსის ინფექცია გადაიტანა. კვლევის შედეგების მიხედვით, კოვიდგადატანილთაგან მათ შორის, ვინც ინფექციის გადატანის შემდგომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთა, კორონავირუსით ხელახლა დაავადების შანსი ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც ინფექციის გადატანის შემდეგ აიცრა.

ამის გამო აშშ-ის  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა დოქტორმა როშელ ვალენსკიმ მათ, ვისაც COVID-19 გადატანილი აქვთ, მოუწოდა მაინც აიცრან. “ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში უფრო მეტად გადამდები დელტა (delta) ვარიანტი ვრცელდება“, – თქვა მან.

ვინაიდან COVID-19-ის გადატანის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები თანდათან მცირდება და ადამიანი შესაძლოა, მეორედ დაინფიცირდეს, რეკომენდებულია, რომ კოვიდგადატანილმა პაციენტმა გამოჯანმრთელების შემდეგ აცრა ჩაიტაროს.

საქართველოში ვაქცინაციამდე დაყოვნების პერიოდი ინფექციის გადატანის შემდეგ 120 დღეა.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH)  კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულები უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებული RBD-ზე (სპაიკ ცილის რეცეპტორებთან დამაკავშირებელი დომენი), ვიდრე ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები.

ისრაელში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე ვრცლად იხელეთ:

ზვიად ტომარაძეს კორონავირუსის ინფეცქიის და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორი” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist