კადიროვი თუ ნაციონალური მოძრაობა – ვის კვალს ხედავენ სახელისუფლებო და კრემლის აქტორები ჟურნალისტის ლიკვიდაციის გეგმაში?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

სადსსს
372
VIEWS

2020 წლის 15 ივნისს, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის და სავარაუდო თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები მოჰყვა. პროსახელისუფლებო და ანტილიბერალურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მკვლელობა ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი. მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას ცნობით კი, ბრძანება რამზან კადიროვის მიერ იყო გაცემული, რომელიც გაბუნიას 2019 წელს სატელევიზიო ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინების გამო დაემუქრა. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა განცხადებები, რომლებშიც ისინი რუსეთის ან კადიროვის პასუხისმგებლობაზე არ საუბრობდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებდა, რომ გასარკვევი იყო, თუ ვის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტის ლიკვიდაცია. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი “მთავარი არხის” ჟურნალისტს განმეორებით ამ განცხადებების ფონზეც დაემუქრა.

გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ცნობებმა სოციალურ ქსელში კამპანიის სახე მიიღო.

გიორგი გაბუნიას საქმეზე გავრცელებული ნარატივები 

კადიროვის მიერ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო შეკვეთის საკითხს ხელისუფლების მარდამჭერი, ანტილიბერალური ჯგუფები და კრემლისტური  აქტორები იდენტური გზავნილებთ გამოეხმაურნენ, კერძოდ, ვრცელდებოდა შემდეგი ნარატივები:

  • გაბუნიას მკვლელობას სააკაშვილი დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით გეგმავდა
  • ნიკა გვარამიამ  მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ წინასწარ იცოდა
  • გვარამიას და ნაციონალურ მოძრაობას მოქმედების წინასწარ გამზადებული სცენარი ჰქონდათ
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბუნიას და ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია აგვარიდა
  • ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ პრორუსული არ არის

გაბუნიას მკვლელობას სააკაშვილი დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით გეგმავდა

18 ივნისს რუსულენოვანმა გამოცემამ obozrevatel.com გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც გამოცემის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, რომელიც 19 ივნისს ქართულ სახელისუფლებო მედიაში გამოჩნდა.  ჩანაწერის თანმხლები ტექსტი გვეუბნება, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ნიკა გვარამიამ წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი მვლელობის შესახებ, თუმცა ხელს აფარებდნენ ორგანიზატორებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს თან არ ახლავს თარიღი, თუ როდის არის საუბარი ჩაწერილი. მისი ავთენტურობა კი ჯერჯერობით დადასტურებული არაა.

ფეისბუკ გვერდები

"


აუდიო ჩანაწერი ანტილიბერალურმა და პრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე გვერდებმა გაავრცელეს. ჯამში ვიდეო 27 ასეთ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული გვერდები ხშირად აქვეყნებენ პროსახელისუფლებლო ან ანტიდასავლური/პრორუსული ნარატივის შემცველ ინფორმაციას.

ფეისბუკ ჯგუფები

"


ვიდეო ასევე ორგანიზებულად გავრცელდა სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში. ჯგუფების უმრავლესობა ასევე პრო-სახელისუფლებო და ანტილიბერალურია. აუდიო ჩანაწერი დაახლოებით 56 ასეთ ჯგუფში გავრცელდა. ზოგიერთი ჯგუფი სპორტული ან საგანმანათლებლო თემატიკისაა. ჯგუფებში ინფორმაციას უმეტესწილად ერთი და იგივე ადამიანები ავრცელებდნენ. ამ ადამიანების ნაწილი საკუთარ იდენტობას მალავს.

ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი, მარიამ გეგეჭკორი, რომელიც ჯგუფებში აუდიო ჩანაწერს აზიარებდა, საკუთარ იდენტობას მალავს, მის ფეისბუკ ბმულში კი სახელი გიორგი კობახიძე წერია.

"

აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებამდე კი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდიაციის თემაზე სახელისუფლებო, ანტილიბერალური და კრემლის მხარდამჭერი აქტორები შემდეგ გზავნილებს ავრცელებდნენ:

გზავნილი

ვინ გააჟღერა

სად ვრცელდებოდა

 

 

 

გაბუნიას მკვლელობას სააკაშვილი დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით გეგმავდა.

ბონდო მძინარაშვილი, ტვ ობიექტივის წამყვანი

______________________

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი

_____________________

ზაალ ანჯაფარიძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი

_____________________

ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი

For.ge, Tvalsazrisi.ge და მარშალპრესი. ფეისბუკ გვერდები: თავისუფლება, Tbilisi News და Yellow Facts.
_________________________საქინფორმი, სპუტნიკ-საქართველო

_________________________

მარშალპრესი, progressnews.ge, Tvalsazrisi.ge, Reportiori.ge

_________________________

Geotimes,Tvalsazrisi.ge

 

 

 

 

 

 

ნიკა გვარამიამ გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ იცოდა

 

ბონდო მძინარაშვილი, ტვ ობიექტივის წამყვანი

____________________

ლაშა ნაცვლიშვილი„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
___________________

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი
__________________

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი
__________________

დავით ახრახაძე, ვეტერანი
__________________

ზაალ ანჯაფარიძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი

მარშალპრესი, Tvalsazrisi.ge, Reportiori Ge ფეისბუკ გვერდები: BS info და ქართული აზრი.

____________________

ალია, მარშალპრესი, reportiori.ge, Geotimes.com.ge, infopostalioni.com, progressnews.ge, , hotnews.ge, newsreport.ge, ფეისბუკ გვერდები: გაზეთი ვერსია და გაზეთი “ქართული სიტყვა

_____________________

For.ge ფეისბუკ გვერდები: თავისუფლება, Tbilisi News და Yellow Facts

____________________

მარშალპრესი, reportiori.ge, ფეისბუკ გვერდები: BS info და ქართული აზრი.

____________________

მარშალპრესი, reportiori.ge, ფეისბუკ გვერდი: ქართული აზრი

____________________

regnum.ru

 

 

 

გვარამიას და ნაციონალურ მოძრაობას მოქმედების წინასწარ გამზადებული სცენარი ჰქონდათ

ბონდო მძინარაშვილი, ტვ ობიექტივის წამყვანი

____________________

ვლადიმერ ბოჟაძე, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი

____________________

გიგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსის წევრი

tvalsazrisi.ge, ფეისბუკ გვერდი იმედი +, ფეისბუკ ჯგუფი: კახი კალაძე თბილისის მერი

____________________

მარშალპრესი, reportiori.ge, For.ge, Ongo.ge, kvira.ge, qartuliazri.reportiori.ge ფეისბუკ გვერდები: Tbilisi Newsთავისუფლება, Yellow Facts

____________________

ტვ ობიექტივი

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბუნიას და ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია აგვარიდა

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი

 

____________________

ლადო სადღობელაშვილი, ქართული მარშის ყოფილი წევრი

____________________

ზაალ ანჯაფარიძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი

hotnews.ge, For.ge ფეისბუკ გვერდები: “ქართული სიტყვა” “ვერსია”, Yellow Factsთავისუფლება, Tbilisi News

_______________________

ალია

 

_______________________

მედია ჰოლდინგმა კვირა, Pia.ge

ხელისუფლებამ დანაშაულის აღკვეთით დაამტკიცა რომ პრორუსული არ არის ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი tvalsazrisi.ge, reportiori.ge ფეისბუკ გვერდი: ქართული აზრი

გზავნილების გავრცელების სქემა

გზავნილი 1 – გაბუნიას მკვლელობას სააკაშვილი დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით გეგმავდა.

ნიკა გვარამიას განცხადების შემდგომ ტვ ობიექტივის წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაპოსტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით “სწირავდა”. სხვა პოსტში ბონდო მძინარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინელები მკვლელობის დამკვეთის ვინაობას გაამხელებენ ნაციონალურ მოძრაობას “თავო ჩემო” ექნება სათქმელი.

"

ბონდო მძინარაშვილი:

“სააკაშვილს გაბუნია რომ მოეკლა დესტაბილიზაციის მოსაწყობად, გვარამია რას იტყოდა, ვიცოდი, მაგრამ არ ვთქვიო?!.. სააკაშვილი და მისი სექტა ცნობილ ტელეწამყვანს სწირავდა დესტაბილიზაციის მოსაწყობად!.. ამ ბინძური და სისხლიანი პროვოკაციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთის შემდეგ კი, მანიაკები გაშიფვრის შიშით აწრიალდნენ!  ყველაფერი მალე გაცხადდება‼️”

აღნიშნული განცხადება გაავრცელა ქართულმა ონლაინ გამოცემამ For.ge, Tvalsazrisi.ge და მარშალპრესი. შემდგომში გაზიარდა სხვადასხვა ფეისბუკ გვერდზე: თავისუფლება, Tbilisi News და Yellow Facts. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა გვერდებმა ბონდო მძინარაშვილის სხვა სტატუსებიც უცვლელად გააზიარეს.

"

მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა პრო-რუსული გამოცემის საქინფორმის რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რომელიც საქინფორმის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეში არა კადიროვის არამედ სააკაშვილის ხელწერა შეიმჩნევა. ხიდირბეგიშვილი პარალელს ჟურნალისტ გიორგი სანაისა მკვლელობასთან ავლებს და გაბუნიას მკვლელობის მცდელობასაც უკრაინიდან სააკაშვილს ორგანიზებულს უწოდებს. იგივე კომენტარი ასევე გამოქვეყნდა სპუტნიკ საქართველოს სტატიაშიც.

"

ვარაუდი რომ ხელწერა სააკაშვილამდე მიდის გაიმეორა ასევე სახელისუფლებო ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ. მისი აზრით, ამის მიმანიშნებელი “სააკაშვილ-გვარამიას სატელეფონო საუბარი იყო, სადაც სააკაშვილი საუბრობს ბავშვიანი ქალის მკვლელობაზე, მასის პროტესტზე წამოსაკიდებლად“. აღნიშნული განცხადება ონლაინ გვერდებმა მარშალპრესი, progressnews.ge, Tvalsazrisi.ge და Reportiori.ge-მ გაავრცელეს.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა გულდაწყვეტილია იმით, რომ ქართულმა სპეცსამსახურებამ გაბუნიას მკვლელობის მცდელობა დროულად აღკვეთეს. ჟურნალისტის კომენტარი ონლაინ გამოცემებებმა Geotimes-მა და Tvalsazrisi.ge-მ გაავრცელეს.

უკრაინიდან კოორდინირებულ მკველობას უწოდებს ამ ფაქტს ლაშა ნაცვლიშვილიც.

გზავნილი 2 – ნიკა გვარამიამ გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა

აღნიშნული გზავნილი ვრცელდებოდა როგორც პრო-რუსული ასევე პრო-სახელისუფლებო გვერდებისა და აქტორების მიერ.

"

ნიკა გვარამიას ბრიფინგის შემდგომ აღნიშნული გზავნილი ტვ ობიექტივის წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა გაავრცელა და გვარამია ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ გვარამიას განცხადებით ამ საკითხზე ინფორმაცია სახელმწიფოსაც ჰქონდა და საამისოდ გიორგი გაბუნიას დაცვაც გაძლიერდა. ბონდო მძინარაშვილის სტატუსი გააზიარეს როგორც წინა შემთხვევაში აქაც ონლაინ გამოცემამ მარშალპრესი, Tvalsazrisi.ge, Reportiori Ge და ფეისბუკ გვერდებმა BS info და ქართული აზრი.

იმავე შინაარსის გზავნილი გაავრცელა პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ და ვეტერანმა დავით ახრახაძემ. მათი აზრით, გვარამიამ არც სავარაუდო მსხვერპლი და არც სუსი არ გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თამარ კიკნაძის განცხადებაც გააზიარა მარშალპრესმა, reportiori.ge-მ, ფეისბუკ გვერდებმა BS info და ქართული აზრი.

თამარ კიკნაძე:

“გვარამია აცხადებს, რომ გაბუნიაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იცოდა. თუ იცოდა, რატომ არ განაცხადა? ქართული სპეცსამსახურები რუსებთან არიან “შეკრულები” და აზრი არ ქონდაო. ჩემი შენ გითხარიო!”

პროსახელისუფლებო აქტორები გოგა ხაინდრავა და ლაშა ნაცვლიშვილი ამ თემაზე პრორუსული პირების იდენტურ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ლაშა ნაცვლიშვილის აზრით, ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას სპეციალურად დაუმალა, რადგან მას საკუთარი მიზნები ამოძრავებდა. იგივე განაცხადა გოგა ხაინდრავამაც. აღნიშნული განცხადებები მრავალმა ონლაინ გამოცემამ და ფეისბუკ გვერდმა გაავრცელა, მათ შორის: ალია, მარშალპრესი, reportiori.ge, Geotimes.com.ge, infopostalioni.com, progressnews.ge, გაზეთი “ქართული სიტყვა”, hotnews.ge, newsreport.ge, გაზეთი ვერსია, For.ge, თავისუფლება, Tbilisi News და Yellow Facts.

გოგა ხაინდრავა: 

“წარმოიდგინეთ, ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ გიორგი გაბუნიას სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა და არ უთხრა.”

'

მსგავსი ტიპის ბრალდება, რომელიც ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ეკუთვნის, ასევე გამოქვეყნებულია რუსული გამოცემა regnum.ru-ს გვერდზე. ზაალ ანჯაფარიძეც აღნიშნავს, რომ გვარამიამ საეჭვოდ დაუმალა გაბუნიასა და სპეცსამსახურებს მკვლელობის გეგმაზე ინფორმაცია.

"

გზავნილი 3 – გვარამიას და ნაციონალურ მოძრაობას მოქმედების წინასწარ გამზადებული სცენარი ჰქონდათ

აღნიშნულის შესახებ ასევე განცხადება ბონდო მძინარაშვილმა გააკეთა. მისი აზრით, როგორც 20 ივნისის მოვლენების დროს იყო ყველაფერი მომზადებული, ამ შემთხვევაშიც გვარამია ემზადებოდა შემდგომში განსავითარებელი სცენარისთვის, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეწყო. აღნიშნული პოსტი გააზიარა ონლაინ გამოცემამ Tvalsazrisi.ge, ასევე ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა ქეთი ვადაჭკორიამ ფეისბუკ ჯგუფში კახა კალაძე თბილისის მერი. ჯგუფიდან ასევე პოსტი გვერდმა იმედი+ გადააზიარა.

დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისთვის ასევე მადლობას უხდის „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სპეცსამსახურებს. ის არ ასახელებს, თუ ვინ გეგმავდა დესტაბილიზაციას, თუმცა მის განცხადებაში დასმულია კითხვა, რამ აიძულა ნიკა გვარამია და ასევე უკრაინა ინფორმაცია დაემალათ და არავისთვის არ შეეტყობებინათ. აღნიშნული ფეისბუკ პოსტი ასევე უცვლელად გაავრცელა ონლაინ გამოცემა მარშალპრესმა.

'

ამასთანავე, პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიგი მაღლაკელიძემ გაბუნიას მკველობასთან დაკავშირებული ამბავი ოპოზიციის რევოლუციურ სცენარს დაუკავშირა. მისი აზრით, ამგვარი მოვლენები არჩევნების წინ სხვა ქვეყნებშიც ხდება.

გზავნილი 4 – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბუნიას და ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია აგვარიდა

17 ივნისს “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის” დამფუძნებელმა და ქართული მარშის ყოფილმა წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა საკუთარ ფეისბუკ პოსტზე მიმოიხილა, თუ ვის ინტერეშია გაბუანიას მკვლელობა და ერთ-ერთი ვერსია “გვარამია-გაბუნიას (ნაცების) გეგმა” დაასახელა. სადღობელაშვილის აზრით, ამ ნაიბიჯით გვარამია-გაბუნიამ რეიტინგის ამაღლება სცადეს და ამავე დროს მათი მიზანი წინაასარჩევნოდ საკუთარი თავების წამებულად წარმოჩენაა. ლადო სადღობელაშვილის ეს პოსტი ასევე გაავრცელა ალიამ.

"

გოგა ხაინდრავას აზრით, საფრთხე ასევე მომდინარეობს ზოგადად გვარამია-გაბუნიას ქმედებებით, როცა ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ისეთ წარმონაქმნს, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ხაინდრავას აზრით, გვარამია-გაბუნიას არ ესმით, რომ ამ ქმედების გამო მთელი საქართველო საფრთხეშია. აღნიშნული განცხადება გავრცელდა hotnews.ge, For.ge გვერდებზე და ძირითადად იმ ფეისბუკ გვერდებზე, რომლებმაც ასევე წინა გზავნილებიც გააჟღერეს: “ქართული სიტყვა” “ვერსია”, Yellow Factsთავისუფლება, Tbilisi News.

მსგავსი ტიპის პოსტი გაავრცელა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ. მისი პოსტი გააზიარა მედია ჰოლდინგმა კვირა და Pia.ge-მ. მისი აზრით, გაბუნიას მკვლელობა რომ შესრულებულიყო ნაცმედია და მისი კლასტერი დიდ “ამბავს დააწევდნენ” ამ მოვლენას. ანჯაფარაძის აზრით, სპეცსამსახურების პროფესიონალიზმიც სწორედ ამით იზომება, დანაშაულის პრევენციას რამდენად ახდენ და არა მასზე რეაგირებას.

გზავნილი 5 – ხელისუფლებამ დანაშაულის აღკვეთით დაამტკიცა, რომ პრორუსული არ არის

სამართალდამცავების მიერ ვასამბეკ ბოკოვის დაკავება პროსახელისუფლებო აქტორებმა იმ მიზნითაც გამოიყენეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ ხელისუფლება პრორუსული არ არის. 16 ივნისს გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება პრო-რუსულია, მაშინ ის ამ ამბავს არ აღკვეთდა. მისი პოსტი ვებ-გვერდმა tvalsazrisi.ge გამოაქვეყნა.

"

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist