ხომერიკი: საქართველოს ოკუპაცია საქართველოს ბრალია, ყარსის ხელშეკრულებისგან რუსეთი დაგვიცავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დაა
262
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 13-19 ივლისის ნომერში ვლადიმერ ხომერიკმა, “რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის” ხელმძღვანელმა განაცხადა, თითქოს  ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის და თურქული აგრესიისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. რუსეთთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს ბრალია, რადგან ის რუსეთის მიმართ “აგრესიულად” არის განწყობილი და “დასავლეთის” მარიონეტია. ვლადიმერ ხომერიკის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობილია და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გამო  უბრალოდ “იძულებულია” ქართული ტერიტორიების ოკუპირება მოახდინოს.

ვლადიმერ ხომერიკი, “რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდი”: „არ დაგავიწყდეთ რომ მომავალ წელს ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა და ერთადერთი, ვისაც მოსალოდნელი თურქული აგრესიისგან დაცვა შეუძლია, რუსეთია!.. დღეს რუსეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ კეთილად არის განწყობილი, მაგრამ იმავდროულად ვალდებულია, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და მოსახლეობა დაიცვას. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება რჩება რუსეთის მიმართ აგრესიულად განწყობილი დასავლური წრეების მარიონეტად, რის გამოც, უპირველესად, ქართველი ხალხი ზარალდება – ტერიტორიებს მიყოლებით კარგავს!… არ ვამართლებ ოკუპაციას, გული მტკივა ჩემს სამშობლოზე, მაგრამ რუსეთი იძულებული გახდა, დაეცვა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები, რომლებსაც ჯიუტად არ ითვალისწინებდა და დასავლური აგრესიული წრეების მარიონეტად ქცეული საქართველო…”

ხომერიკი “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში რუსეთის პასუხისმგებლობის უგულებელყოფას და ფოკუსის გადატანას კრემლის საფრთხეებიდან თურქეთიდან მომავალ საფრთხეებზე ცდილობს. ამ მიზნით ის იმეორებს ძველ კონსპირაციას, თითქოს ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც რუსეთი აღარ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და აჭარას თურქეთი დაიბრაუნებს. ყარსის ხელშეკრულებაში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ვადის არსებობის შესახებ ამ კონსპირაციას გაამყარებს. 

რეალური ფაქტები: ყარსის ხელშეკრულება უვადოა და კონკრეტული ვადით არ იზღუდება.

1921 წლის 13 ოქტომბერს, ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიი რესპუბლიკებს – სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას ქალაქ ყარსში მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, თურქეთმა აჭარის დიდი ნაწილი და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, სანაცვლოდ კი ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.

ხელშეკრულებაში, რომლის ორიგინალი ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი, არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 25 მარტის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები “დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით”.

ვის მიაჩნია რუსეთი საქართველოში “ მშვიდობის გარანტორად”?

ხოემერიკის მსგავსად 10 ივლისს ობიექტივის ეთერში დავით თარხან-მოურავმა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმაც განაცხადა, რომ საქართველოში “მშვიდობის გარანტორი” რუსეთი უნდა იყოს  და “იქამდე უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ რუსეთი გახდეს გარანტორი ტერიტორიული მთლიანობისაც”.

"

ყარსის ხელშეკრულების შესახებ კონსპირაციის წყაროები

ყარსის ხელშეკრულების შესახებ დეზინფორმაციებს წლებია ღიად პრო-რუსული თუ ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფები ავრცელებენ, მათ შორის პატრიოტთა ალიანსი, რომლის გზავნილი “თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია” რუსეთის საფრთხიდან ისტორიულ საფრთხეებზე ფოკუსის გადატანას ცდილობს. ყველაზე ხშირად ყარსის ხელშეკრულების შესახებ დეზინფორმაცია “ობიექტივის”, “ასავალ-დასავალისა” და “საქინფორმიდან” ისმის, აღნიშნულ კონსპრაციას ავრცელებდა ჯეფრი სილვერმანიც, რომელიც კრემლისტური მედიისთვის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზნფორმაციის ერთ-ერთი წყაროა.

ვინ არის ვლადიმირ ხომერიკი?

ვლადიმირ ხომერიკი ბიზნესმენია, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა. ის ასევე „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია.

ხომერიკი მიიჩნევს, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არ მოუხდენია. იგი თვლის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია, ხოლო  რუსეთი ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია, რადგან რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს. ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის ტელევიზიის მიერ მომზადებულ ვიდეოში ხომერიკი “ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის” სახელით საუბრობს. ხომერიკი ვიდეოში ორჯერ ჩნდება და შეთქმულების თეორიებს ავითარებს.

"

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist