კლონირებული abcnews-ი ივანიშვილის სახელით ხალხს მილიარდებს ჰპირდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

36
VIEWS

6 ნოემბერს საიტმა abcnews.com.ge  გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით: ,,ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება! მინდა დაგამშვიდოთ ჩემო ძმებო…”. მასალაში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სექტორისთვის მილიარდამდე ლარის გამოყოფას აპირებს. მისი ეს გადაწყვეტილება კი პოზიტიურად არის შეფასებული.

abcnews.com.ge: ,,მართალია ბიძინა ივანიშვილი ტელეეკრანებთან არ გამოდის, მაგრამ როგორც წყარო გვიყვება ის მზად არის მილიარდამდე ლარიც კი გამოყოს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკას და რაც მთავარია ჩვენს ხალხს ზიანი არ მიადგეს. ის მხადაა გამოუყოს იმდენი დაფინანსება სამედიცინო სექტორს,რამდენიც საჭირო იქნება. (auctiondaily.com) ადრეც მითქვამს და ეხლაც განვმეორდები,რომ ჩვენს ხალხს არასოდეს მივატოვებ – პატივისცემით ბიძინა ივანიშვილი. გააგრძელეთ კითხვა

esph კლონირებული abcnews-ი ივანიშვილის სახელით ხალხს მილიარდებს ჰპირდება

მასალის ბოლოს დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველებისთვის მითითებულია ფრაზა ,,გააგრძელეთ კითხვა”, რომელსაც პერსონალურ ბლოგზე გადავყავართ. აღნიშნულ ბლოგზე კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და რეგულაციების შესახებ 8 სექტემბრით დათარიღებული გიორგი გახარიას საგანგებო მიმართვაა განთავსებული.

abcnews.com.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშეა. რეალურად არ იძებნება არც ერთი სხვა წყარო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ მილიარდამდე ლარის გამოყოფის გადაწყვეტილებას ადასტურებს. abcnews.com.ge კი ქლიქბეით საიტია, რომელის ივანიშვილის დაპირებების და სხვა საკითხების შესახებ მანიპუაციურ და დეზინორმაციულ ინფორმაციებს აქამდეც ავრცელებდა.

abcnews.com.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სხვა წყაროებში არ დასტურდება. ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არ გაუკეთებია განცხადება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სექტორებისთვის დაფინანსების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული საიტი მსგავსი ტიპის ინფორმაციას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებულ თანხებსა და დახმარებაზეა საუბარი, აქამდეც აქვეყნებდა.

შეცდომაში შემყვან მასალას, თითქოს ივანიშვილი ჯანდაცვის სექტორისთვის 500 მილიონ ლარის გამოყოფას გეგმავდა, აღნიშნული გვერდი მარტში, კორონაპანდემიის დროსაც აქვეყნებდა, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. გარდა შიდაპოლიტიკური მანიპულაციებისა, აღნიშნული გვერდი კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ კონსპირაციების და დეზინფორმაციის წყაროც იყო. ასევე აქყვეყნებდა მასალებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ვლადიმერ პუტინის ვიზუალით შეცდომაში შემყვან პუბლიკაციებს აქვეყნებდა:

sfdd 0 კლონირებული abcnews-ი ივანიშვილის სახელით ხალხს მილიარდებს ჰპირდებაphb 1 კლონირებული abcnews-ი ივანიშვილის სახელით ხალხს მილიარდებს ჰპირდება

abcnews.com.ge-ს შესახებ 

აღსანიშნავია, რომ abcnews.com.ge ე.წ. ქლიქბეით და ფარული საიტის ჰიბრიდია. ამასთანავე აღნიშნული საიტი, მკითხველის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კლონირებას მიმართავს და ცნობილი ამერიკული გამოცემის abcnews-ის სახელს იყენებს. registrator.ge-ს მონაცემებით, ის 2020 წლის 20 მარტს შეიქმნა. საიტს ინდ. მეწარმე გიორგი მელიქიძე ფლობს, რომელიც ამავდროულად newpost.com.ge-ის მფლობელია, ის ასევე ფიგურირებს  timesnews.ge-ს პარტნიორებში.

გაზიარება სოციალურ ქსელებში

Crowdtangle-ის თანახმად, abcnews.com.ge-ს მასალას 10 ნოემბრის მონაცემებით, 29 300-მდე ნახვა და 700-მდე ინტერაქცია აქვს. აღსანიშნავია, რომ საძიებო ინსტრუმენტის მიხედვით, მასალა 6 ნოემბერს ჯერ ,,მთავარი არხის” ჯგუფში, შემდეგ კი 7 ნოემბერს კიდევ ერთ ჯგუფში ,,მიხეილ სააკაშვილთან ერთად-სახლში ❤🇬🇪” გაზიარდა. ამჟამად ორივე გაზიარება წაშლილია და აღარ იძებნება.

rtjhs კლონირებული abcnews-ი ივანიშვილის სახელით ხალხს მილიარდებს ჰპირდება


მასალის არქივის ბმული https://archive.ph/CVP17


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist