კომუნისტური პარტიის და Вечный зов-ის ციტატებს Geworld.ge “დალესის გეგმად” ასაღებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

150
VIEWS

17 მაისს, პორტალმა Geworld.ge -მა  ე.წ. “ალენ დალესის გეგმის” შესახებ ცნობილი კონსპირაცია კვლავ გააცოცხლა.  აღნიშნული კონსპირაციის თანახმად, ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა ალენ დალესმა საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავა. მასალაში სახელწოდებით “ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეს ქართველთა ამაღლება თუ დაცემა?”ნათქვამია, რომ 1947 წელს ალენ დალესმა “კონგრესისა თუ სენატის წინაშე” საიდუმლო მოხსენება წარადგინა. აღნიშნული არ გამოჰპარვია ლავრენტი ბერიას და მალე დოკუმენტი იოსებ სტალინის მაგიდაზე აღმოჩნდა. ავტორის აზრით, დასავლეთსა და სსრკ-ს შორის ცივი ომის დაწყების მიზეზი, დიდი ალბათობით, სწორედ “დალესის გეგმა” გახდა, რადგან “ფოლადის გენერალისიმუსმა რკინის ფარდა დაუშვა” და ამ გზით აღკვეთა საბჭოთა კავშირში უზნეობის გავრცელება. მასალაში საილუსტრაციოდ მოყვანილია ამონარიდები “დალესის გეგმიდან” და ნათქვამია, რომ დალესის ციტატები ზუსტად მიესადაგება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს დალესის დოქტრინა მითია თუ სინამდვილე.

“ალენ დალესის გეგმა” რეალობაში არ არსებობს. ციტატები, რომლებიც Geworld-ge-ს მასალაში გამოყენებული, 4 რუსეთის კომუნისტური პარტიის ვებ-გვერდზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიიდანა ამონარიდებია, ხოლო 1 საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდანაა, სახელწოდებით  “მარადიული ძახილი” (Вечный зов).

2015 წლის 26 თებერვალს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსუტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტმა, მიხაილ ჩისტმა  რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ვებ-გვერდზე რუბრიკაში “კომუნისტის მოსაზრება” სტატიაგამოაქვეყნა. ავტორი რუსეთის წინააღმდეგ უცხოური და რუსული ლიბერალური მედიის მიერ წარმოდებულ მასშტაბურ საინფორმაციო ომზე საუბრობდა. მისი თქმით, ლიბერალურ-დასავლური პროპაგანდა მითებს სწორედ იმ მეთოდებით ავრცელებს, რომლებიც 1945 წელს ცენტრალური სადაზვერვოს საგენტოს დირექტორის, ალენ დალესის მიერ გაიწერა.  სტატიაში მიხაილ ჩისტი “დალესის გეგმას” დეტალურად განიხილავს.

"


ამონარიდები Geworld.ge-ს სტატიიდან
"
ამონარიდები მიხაილ ჩისტის სტატიიდან
"
“მწერლობა, თეატრი, კინო, საზოგადოდ, გამოცემები _ ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას ასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს”… “Литература, театр, кино – все будут изображать и прославлять самые низменные человеческие чувства.”
“ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს, ანუ ყველანაირ უზნეობას” “Мы будем всячески поддерживать и поднимать так называемых художников, которые станут насаждать и вдалбливать в человеческое сознание культ секса, насилия, садизма, диссидентства, словом, всякой безнравственности.”
“პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ღალატი და გაუტანლობა, ერთა შორის, აღმსარებლობათა, თაობათა შორის მტრობა _ ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ”… Честность и порядочность будут осмеиваться и никому не станут нужны, превратятся в пережиток прошлого. Хамство и наглость, ложь и обман, пьянство, наркомания, животный страх друг перед другом и беззастенчивость, диссидентство, национализм и противопоставление народов – всё это мы будем насаждать ловко и незаметно…”
“ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”… Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать её».

ერთი ციტატა როგორც რუბრიკა “კომუნისტის მოსაზრება”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ასევე თავად ანატოლი ივანოვის რომანშიც გვხვდება. ამ  ეპიზოდში SS-ის ოფიცერი ლახნოვსკი ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა ოფიცერ პოლიპოვს ადოლფ ჰილტერის საიდუმლო გეგმებში ახალგაზრდობის გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრება.


" " "
“ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”… Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать её». “Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать ее! ….Да, развращать! Растлевать! Мы сделаем из них циников, пошляков, космополитов!”

კონსპირაციის წარმომავლობა. მითები ე.წ “დალესის გეგმაზე” სათავეს საბჭოთა მწერლის, ანატოლი ივანოვის რომანიდან “მარადიული ძახილი” (Вечный зов) იღებს. რომანის პერსონაჟი საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ გერმანელებს ჩაუვარდება და მას SS-ის ოფიცერი ლახნოვსკი დაკითხავს. SS-ის ოფიცერი პოლიპოვის ძველი ნაცნობი  და მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი აღმოჩნდება. ტყვედ ჩავარდნილ პოლიპოვს ლახნოვსკი მოულოდნელად ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს გაუმხელს. (იხ. ფრაგმენტი წიგნის ონლაინ ვერსიიდან). საიდუმლო გეგმა საბჭოთა ხალხის განადგურებას თავად რუსეთში ჩამოყალიბებული ე.წ მეხუთე კოლონის საშუალებით გულისხმობს. ლახნოვსკი პოლიპოვს უყვება, თუ როგორ ხელყოფენ საზოგადოების ისტორიულ და სულიერ ფასეულობებს და აღზრდიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაარღვევენ რუსეთის მონოლითურ ერთიანობას.  კონსპირაცია “დალესის გეგმის” შესახებ პირველად 1993 წელს წელს მიტროპოლიტ იოანეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “ბრძოლა რუსეთისთვის” გამოჩნდა და რუსულ ტაბლოიდურ მედიაში დღემდე პოპულარულია. პორტალ Youtube-ზე ხელმისაწვდომია ათეულობით რუსულენოვანი ვიდეო სადაც ლახნოვსკის მონოლოგი აშშ-ს მხრიდან რუსეთის განადგურების დაუოკებელი სურვილის დამამტკიცებელ საბუთადაა წარმოჩენილი. კონსპირაცია „დალესის გეგმაზე” გავრცელებულია ქართული მედიის ერთ ნაწილშიც. 1973 წელს, რომანზე დაფუძნებით მხატვრული ფილმი „მარადიული ძახილი” გადაიღეს. ლახნოვსკის მონოლოგი რომელიც ე.წ „დალესის გეგმის” კონსპირაციაშია გამოყენებული შეგიძლიათ იხილოთ ფილმის ნაწყვეტიდან.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist