კონსპირაციების სამიზნე C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი რუსეთში 2016 წლიდან რეგისტრირებულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

wamlit
457
VIEWS

2018 წლის 4 ოქტომბერს “ობიექტივის” ეთერში გავიდა სიუჟეტი რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურის, იგორ კირილოვის ბრიფინგის შესახებ, რომელიც თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას შეეხებოდა. კირილოვის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მოქალაქეებზე პრეპარატი, სახელწოდებით “სოვალდი” გამოსცადეს. მისივე თქმით, “სოვალდის” აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის კომპანია “გილეადი” აწარმოებს.

პრეპარატი “სოვალდი”, რომელიც C ჰეპატიტით დაავდებული პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტია და რომელიც რუსეთმა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შეთქმულებების საბაბად გამოიყენა, რუსეთში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან არის რეგისტრირებული.  გარდა ამისა, გილეადის დაკავშირება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან მანიპულაციურია, რადგანაც დონალდ რამსფელდი გილეადის გამგეობის თავმჯდომარე 1997-2001 წლამდე, თავდაცვის მდივნის თანამდებობის დაკავებამდე იყო.

ფაქტი N1. პრეპარატი “სოვალდი” რუსეთში 2016 წლიდან არის რეგისტრირებული და ჯანდაცვის სამინისტრო მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატად მოიაზრებს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს “სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრის” თანახმად, პრეპარატი “სოვალდი” რუსეთში 2016 წლის 25 მარტიდან არის რეგისტრირებული. 2018 წლის 4 სექტემბერს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ მომდევნო წლის სასიცოცხლოდ აუიცლებელი და უმნიშვნელოვანესი სამკურნალო საშუალებების სიაში სწორედ “სოვალდის” შეტანის საკითხი განიხილა. როგორც რუსული “კომერსანტი” იუწყება, “სოვალდის” აღნიშნულ სიაში შეტანის საკითხი 2017 წლისთვისაც განიხილებოდა, თუმცა ახლა პრეპარატი 2019 წლის სიაში აისახება.

მიზეზი, რის გამოც “სოვალდი” 2019 წლამდე აღნიშნულ სიაში არ ასახულა, პრეპარატის ღირებულებაა და არა ადამიანებზე ჩატარებული ცდების კონსპირაციები. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ელენა მაკსიმინამ აღნიშნა, რომ რუსეთს “სოვალდიზე” გადასვლის აუცილებლობა გააზრებული აქვს, თუმცა მისი ძვირი ღირებულება რუსეთის ბიუჯეტს არ შეესაბამება.

სწორედ ამიტომ, რუსეთი “სოვალდის” მწარმოებელ კომპანია “გილედთან” მოლაპარაკებებს რამდენიმე წელია აწარმოებს, რათა რუსეთმა მიიღოს “სოვალდის” გენერიკის ან “სოვალდის” მსგავსი პრეპარატის ადგილზე წარმოების ლიცენზია, რათა ის რუსეთის საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ფაქტი N2. დონალდ რამფსფელდი გილეადს 2001 წლამდე წარმოადგენდა

კრემლი და კრემლისტური მედია ცდილობს C ჰეპატიტის სამკურნალო “სოვალდი” და მისი მწარმოებელი კომპანია “გილეადი” აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშიროს და ამით გააძლიეროს კონსპირაცია, თითქოს აშშ-ის სამხედრო ორგანოები ადამიანებზე ცდების ჩატარებით არის დაკავებული.

სინამდვილეში, დონალდ რამფსფელდი გილეადის გამგეობის თავმჯდომარედ 1997 წელს აირჩიეს და კომპანიას 2001 წლამდე წარმოადგენდა, მანამ სანამ თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. ამერიკული Snopes-ის ინფორმაციით, 2006 წელს პენტაგონმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რამსფელდის და გილეადის ურთიერთობა 2001 წელს რამსფელდის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მხოლოდ რამსფელდის ინვესტიციებს მოიცავს და 2001 წლის შემდეგ ის კომპანიას არ წარმოადგენს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist