კონსტანტინე გამსახურდიას მტკიცება, რომ მშენებარე ბინების უმრავლესობა ირანელებს და არაბებს ეკუთვნით, უსაფუძვლოა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

51
VIEWS

გაზეთ „ალიას“ 2018 წლის 9-15 ივლისის გამოცემაში გამოქვეყნდა, კონსტანტინე გამსახურდიას სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, რომ მშენებარე  კორპუსებში ბინების უმრავლესობა ირანელებს, ასევე არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს ეკუთვნით და რომ საქართველოში ცხოვრების უფლება ეძლევა ყველას, ვინც 35 ათას დოლარის ინვესტიციას გააკეთებს.

კონსტანტინე გამსახურდია: „შენდება კორპუსები, სადაც ბინების უმრავლესობა ეკუთვნით ირანიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან დროებით ან შედარებით ხანგრძლივი ვადით საქართველოში ჩამოსულ პირებს. მათგან ყველას აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება ან მოქალაქეობა. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ დადგენილი წესის მიხედვით საქართველოში ცხოვრების უფლება ეძლევა ყველას, ვინც 35 000 დოლარის ინვესტიციას გააკეთებს. იმ ქვეყნის მოქალაქეებს კი, რომლებიც ჩამოგითვალეთ, 35 000 დოლარი მანქანის ბარდაჩოკში უდევთ.  მაგალითად, გერმანიას რა რეგულაცია აქვს უცხოელებთან მიმართებაში? რა და თუ გინდა იქ ცხოვრების უფლება მოიპოვო 35 000 ევროიანი ინვესტიცია უნდა გააკეთო. თანაც, როგორც უცხოელმა ინვესტორმა უნდა დაასაქმო მინიმუმ 10 გერმანიის მოქალაქე. ჩვენთან კი მსგავსი უცხოელები მეტწილად ღამის კლუბების, სასტუმროების და ეგზოტიკური რესტორნების ბიზნესში დებენ ინვესტიციებს. (35 000 და ზევით) არც საქართველოს მოქალაქეებს ასაქმებენ – თავიანთი კადრები ჩამოჰყავთ.“

1.განცხადება, თითქოს მშენებარე კორსპუსებში ბინების უმეტესობა ირანელებს და არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს ეკუთვნით შეცდომაში შემყვანია, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა 2012-2016 წლებში რუსეთის მოქალაქეებზეა გაყიდული (51%), ირანის მოქალაქეების წილი კი მხოლოდ 2.6%-ს, ხოლო ერაყელების -1,5%-ს შეადგენს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის  მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილიგვაწვდის, რომელიც   2012-2016 წლების ი საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, 2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში, საკუთრების უფლებით, 15 317 ბინა/სახლის დაირეგისტრირეს მაშინ, როცა  ამავე პერიოდში საქართველოში სულ  2 691 313 უძრავი ქონების  რეგისტრაცია მოხდა. ამ პერიოდში უცხოეთის მოქალაქეების მიერ   საქართველოში შესყიდული უძრავი ქონება (ბინები/სახლები, სასოფლო და არასაოსფლო სამეურნეო მიწები) 34024 -ია, რაც საქართველოში გაყიდული უძრავი ქონების საერთო რაოდენობის 1.3%-ს არ აჭარბებს.
"

2012-2016 წლებში უცხოეთის მოქალაქეებს შორის საქართველოში ბინებს/სახლებს ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ყიდულობდნენ (51%), ირანის (2.6%) და ერაყის (1.5%) მოქალაქეებმა  ამ პერიოდში 399 და 236 ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს და შესაბამისად მე-9 და მე-10 ადგილს იკავებენ იმ უცხოელებს შორის, ვის საკუთრებაშიც საქართველოში არსებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა.  სხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლების მიერ შეძენილი სახლების/ბინების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ 10-ეულში ვერ მოხვდნენ.
"

2012-2016 წლებში  საქართველოში უცხო ქვეყმის მოქალაქეებმა საქართველოში 15 317 ბინა/სახლი შეიძინეს.
"

 2. მანიპულაციურია ასევე მტკიცება, თითქოს 35 000 დოლარის სანაცვლოდ საქართველოში ცხოვრების უფლება ყველას ეძლევა, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიიღოს უცხოეთის მოქალაქემ, თუ მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო 35 000 დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა) მხოლოდ დროებითი, 1 წლის ვადით ბინადრობის უფლება შეიძლება მოიპოვოს.  

საქართველოს მთავრობის დადგენილების №520-ის მე-11  მუხლის მიხედვით, საქართველოში ცხოვრების უფლება უცხოელმა შესაძლოა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის საფუძველზე მიიღოს, თუმცა, აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს, რომ ამისათვის აუცილებელია 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და არა $35 000 – ის.

2014 წლის  საქართველოს მთავრობის დადგენილება №520 მიხედვით უცხოეთის მოქალაქისათვის საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების სხვადასხვა საფუძველი არსებობ,: შრომითი ბინადრობის ნებართვა; სასწავლო ბინადრობის ნებართვა; ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით; საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა; მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა; სპეციალური ბინადრობის ნებართვა;მუდმივი ცხოვრების ნებართვა; საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; დროებითი ბინადრობის ნებართვა; მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებისათვის ფინანსურ კრიტერიუმს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გარდა, ასევე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაც ითვალისწინებს. 2015 წლიდან მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოეთის იმ მოქალაქეებზე,  რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვთ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, აღნიშნული ბინადრობის ნებართვის გაცემა მხოლოდ 1 წლის ვადით ხდება.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვასა და მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას შორის დიდი განსხვავებაა. გარდა იმისა, რომ პირველი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს, მეორე კი საკუთრების ქონას. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა შესაძლებელია 6 თვიდან 1 წლამდე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უვადოდ და მის მფლობელს ანიჭებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებას.

ამასთანავე, საკმაოდ მცირეა იმ უცხოელი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას ფლობენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანახმად 2012-2016 წლებში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 690 ადამიანზე, ხოლო, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 363 ადამიანზე გაიცა.  მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა საქართველოში გაცემული ცხოვრების ნებართვების მხოლოდ 1,5%-ს შეადგენს.

"

"

3. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა იმდენად ცოტა ირანელს ან არაბეთის ქვეყნების წარმომადგენელს მიენიჭა (სულ 265 პირი), ყველა მათგანს ბინა/სახლი რომ შეეძინა, მათ მიერ შესყიდული უძრავი ქონება საქართველოს ბაზარზე სრულიად უმნიშვნელო იქნებოდა.
"

2012-2017 წლების მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის ყოფილმა მოქალაქეებმა მიიღეს.  ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულთათვის მოქალაქეობის მინიჭების სტატიკა კი 2012-2017 წლებში სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით   დაბალია და ჯამურად 265 შემთქვევას შეადგენს: ირანი  – 192; ეგვიპტე -18; ერაყი – 3; იემენი -4; იორდანია  – 21 ; ლიბანი-8; მაროკო – 3; სირია -14; ტუნისი – 2

როგორც ვნახეთ,  საქართველოში რეგისტრირებულ უძრავი ქონებაში ირანის და არაბეთის ქვეყნების  წარომადგენლების მიერ შეძენილი ბინების/სახლების წილი 1%-ზე გაცილებით ნაკლებია, რაც ასახულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების სტატისტიკაში. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან მცირეა, ასევე, ირანის ან არაბეთის ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართევლოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევები, რაც გამორიცხავს იმ შესაძლებლობას,  რომ მათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს ისე შეეძინათ უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, კონსტანტინე გამსახურდიას მტკიცება, თითქოს მშენებარე კორპუსებში ბინების უმრავლესობა ეკუთვნით ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს, საფუძველს მოკლებულია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი, საუდის არაბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist