ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაუდასტურებელი მეთოდების სია

10 ივლისი, 2020

Wikipedia-ს მიხედვით

კოვიდ-19-ის მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებით უამრავი ყალბი, დაუდასტურებელი მეთოდის, ცრუ დიაგნოსტიკის და სამედიცინო პროდუქტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რასაც საზოგადოება ხშირად შეცდომაში შეჰყავს და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ყალბი მედიკამენტები, რომლებიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალებად საღდება, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებსაც შეიცავს, პრევენციის მიზნით ყალბი და სახიფათო მკურნალობის საშუალებების გამოყენება უკვე  ასეულებით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. 

“ვიკიპედიის” ერთ-ერთმა რედაქტორმა ნეთა ჰუსეინმა (Netha Hussain ), რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს, კოვიდ-19-ის მკურნალობისა და პრევენციის საშუალებების შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ერთად მოუყარა თავი, რომელთა მიმოხილვას ქვემოთ გთავაზობთ:

კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის ყალბი საშუალება

  • სუნთქვის შეკავება 10 წამით კოვიდ-19-ის დასადგენ საშუალებად მიიჩნეოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  განაცხადა, რომ ეს მეთოდი კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის გზა არ არის. 

კოვიდ-19-ის პრევენციისა და მკურნალობის  ყალბი მეთოდები 

  დეზინფექციის ყალბი საშუალებები

ხელის ჰიგიენა

  • ხელის სადეზინფექციო სითხის გამოყენება ხელის დაბანაზე მეტად ეფექტიანი არ არის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ხელის სისუფთავის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზად მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ხელის საპნით დაბანაა  აღიარებული.  თუ ხელის საპნით დაბანა შეუძებელია, შესაძლოა გამოყენებული იყოს ხელის სადეზინფექციო სითხე, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 70%-ზე მეტია. თუმცა, ეს საშუალება ეფექტიანია მხოლოდ იმ მხოლოდ შემთხვევაში, თუ ხელი შესამჩნევად ჭუჭყიანი არ არის.
  • კორონავირუსის ხელიდან მოსაშორებლად ანტიბაქტერიული საპონი  ჩვეულებრივ საპონზე მეტად ეფექტიანი  არ არის
  • ალკოჰოლის გამოყენებით სახლში გაკეთებული ხელის სადეზინფექციო სითხე არ იქნება ეფექტიანი, თუ მასში ალკოჰოლის შემცველობა 60%-ზე მეტი   არ  არის.

მაგალითად, ფილიპინებში YouTube-ით გავრცელდა  ვიდეო, თითქოს რომის, ტანსაცმლის გამათეთრებლისა და ქსოვილის დამარბილებლის შერევით მიღებული სითხე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალებაა. ფილიპინების აკრედიტირებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელეს, რომ ამ სითხეში ალკოჰოლის შემცველობა  40%-ია, ამიტომ კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ ეფექტიანი  არ არის. გარდა ამისა, გამათეთრებლისა და ალკოჰოლის შერევით წარმოიქმნება ქლოროფორმი, რომლის ჩასუნთქვა ან კანზე შეხება ჯანმრთელობისათვის საშიშია.

  • ძმარი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სადეზინფექციო საშუალებად არ გამოდგება.

ბრაზილიაში გავრცელებულ ვიდეოში ძმარს კორონავირუსის წინაარმდეგ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მოიაზრებდნენ. თუმცა, არ რსებობს მტკიცებულება, რომ ძმრის მჟავა ვირუსს კლავს. ასე რომც აღმოჩნდეს,  საკვებ ძმარში მისი შემცველობა ძალიან დაბალია. 

სავლებები და ინჰალაცია

  • წყალბადის ზეჟანგის ინჰალაცია კოვიდ-19 ის პრევენციის საშუალება არ არის და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ალტერნატიული მედიცინის მიმდევრების იოზეფ მერკოლას და ტომას ლევის მტკიცებით, წყალბადის ზეჟანგის 0.5-3%-იანი ხსნარის ნებულაიზერით (ინჰალატორით) გამოყენება  კოვიდ-19-ის მკურნალობისა და პრევენციის საშუალებაა. წყალბადის ზეჟანგი ზედაპირის დეზინფექციისთვის გამოიყენება, რაც უსაფუძვლოდ ადამიანის სასუნთქ გზებზეც განავრცეს. წყალბადის ზეჟანგის ინჰალაციამ შესაძლოა სასუნთქი გზების დამწვრობა, დიდი კონცენტრაციის შემთხვევაში კი ორგანიზმს ნევროლოგიური ზიანი მიაყენოს და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 

  • კორონავირუსის განადგურების მიზნით მარიალიანი წყლის ყელში გამოვლება სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გავრცელებული მითია.

ამ რეკომენდაციას უჰანის სავადმყოფოს ექსპერტს ჭონგ ნანშანს (Zhong Nanshan)  არასწორად მიაწერდნენ. ზოგჯერ “ავტორის” ვინაობა, სტატუსი ან  დაწესებულება იცვლებოდა, თუმცა რჩევის შინაარსი პოსტიდან პოსტში უცვლელად იყო გადატანილი. ჭონგ ნანშანის ჯგუფმა უარყო მსგავსი შინაარსის რჩევა და აღნიშნა, რომ ვირუსი მთელ სასუნთქ გზებში ბუდობს და სავლები მას ვერ გაანადგურებს. ამ მეთოდის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის კოვიდ-19-ისგან დაგვიცავს

ტემპერატურა და რადიაცია

  • კოვიდ-19-ის ვირუსი სიცივესა და თოვლში   არ კვდება. ვირუსი ადამიანებში ცხოვრობს და არა გარემოში. 
  • ცხელი საუნა და თმის საშრობი კოვიდ-19-ის ვირუსს   არ კლავს.
  • მზის სხივები, თბილი წლის დალევა და ცხელი აბაზანის მიღება კოვიდ-19-ის ვირუსს  არ კლავს
  • ულტრაიისფერი სხივებისა და მაღალი ტემპერატურის (56 °C -ზე მაღალი) ადამიანეზე გამოყენება კოვიდ-19-ის ვირუსის განადგურების მიზნით,  დაუშვებელია
  • ფეისბუკში ორთქლით ინჰალაცია კოვიდ-19-ის კურნალობის საშუალებად იყო წარმოეჩენილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ვირუსისგან თავდაცვის საშუალებები

  • 2020 წლის მარტში ევროპოლმა  აღმოაჩინა 34 000-ზე მეტი ყალბი, უხარისხო ნიღაბი, რომლებიც, შესაძლოა, კოვიდ-19-ის პრევენციისთვის ეფექტიან საშუალებად გასაღებულიყო.
  • სველი ხელსახოცით დამზადებული ნიღაბი ქირურგიული ნიღბის ალტერნატივას არ წარმოადგენს. 

მედიკამენტები

  • კოკაინი, მარიხუანა, ამფეტამინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ნიკოტონის მოხმარება კოვიდ-19-ის პრევენციას არ ახდენს.

შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებებისა და ნიკოტინის ნაერთი, როგორც კოვიდ-19-ის პრევენციის საშუალება $300-ზე ძვირად იყიდებოდა. 

  • ტექნიკური მეთანოლი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად იყო  მიჩნეული. თუმცა, ის მომწამვლელი  ნივთიერებაა. 

ირანში ოფიციალური მონაცემებით 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა (არაოფიციალური ცნობებით,700-ზე მეტი  გარდაცვლილი) კორონავირუსის პრევენციის მიზნით ალკოჰოლის მოხმარების გამო. ირანში ალკოჰოლური სასმელები არალეგალურია და შავ ბაზარზე უხარისხო, მომწამვლელი სასმელი ხვდება, რომელიც მეთანოლს შეიცავს. 

კომერციული პროდუქტები

  • კორონავირუსის წინააღმდეგ წამალი ან ვაქცინა გამოგონილი არ არის. ინტერეტში გაყიდვის მზნით გავრცელებული “წამლები” და “ვაქცინები” ყალბია. 

ინტენეტში სხვადასხვა ნივთები და საშუალებები იყიდებოდა, რომლებზეც  ავტორი/კომპანია უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის პრევენციის ან მკურნალობის საშუალებას წარმოადგენდა, მათ შორიის იყო: კულონი, ჰომეოპათიური საშუალებები, ხელის კრემი, კბილის პასტა, საკვები დანამატები, ელექტრონული მოწყობილობები,  კორონავირუსის საწინააღმდეგო მატრასი და ა.შ. 

საჭმელი და სასმელი

ხილი

  • ფეისბუკში გავრცელებული მითის მიხედვით, თბილ წყალში ჩაგდებული  ლიმონი კოვიდ-19-ის პრევენციის საშუალებად მიიჩნეოდა. 
  • ბანანი იმუნიტეტის გაძლიერებისა და კოვიდ-19-ის პრევენციის საშუალებად უსაფუძვლოს მიიჩნეოდა. 
  • ფეისბუკში გავრცელებული მითის მიხედვით, ხახვი კოვიდ-19-ის პრევენციის საშუალებად მიიჩნეოდა. 

მცენარეები და სუნელები

  • ფეისბუკში ნიორი კორონავიურსის პრევენციის საშუალებად მიიჩნეოდა, თუმცა  უსაფუძვლოდ.
  • დიდი რაოდენობით მოხარშული ჯანჯაფილის მიღება შიმშილის მეორე დღეს კოვიდ-19-ის პრევენციისა და მკურნალობის საშუალებად იყო მოაზრებული და ეს ინფორმაცია ფეისბუკში აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა  ეს მეთოდი სამეცნიერო მტკიცებულებას არ ეფუძნება.

სასმელები და საკვები

  • ალკოჰოლის მიღება კორონავირუსის პრევენციის საშუალება  არ არის
  • ყოველ 15 წუთში წყლის დალევა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი  არ არის, თუმცა დეჰიდრატაციისაგან თავის დასაცავად კარგი საშუალებაა.
  • არც ჩაი არის ეფექტიანი საშუალება ვირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის.
  • ნაყინის, გაყინული ხილისა და სხვა ცივი საკვების მიღება კოვიდ-19-ის პრევენციის საშუალება არ არის. ამ ინფორმაციას UNICEF-ს მიაწერდნენ, თუმცა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და  უარყო.
  • ხორცის ჭამას ვორონავირუსის გავრცელებაზე გავლენა არ აქვს. ინდოეთში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ვეგეტარიანელებს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვთ. 

მედიკამენტების გამოყენება

  • ამ ეტაპზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წამალი  შექმნილი არ არის. სხვადასხვა მედიკამენტების ეფექტიანობა კვლევის პროცესშია და თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მათი მიღება პრევენციის ან მკურნალობის მიზნით არ შეიძლება. 
  • ასპირინი, ანტი-ჰისტამინური მედიკამენტები და ცხვირის სპრეი კოვიდ-19-ის მკურნალობის საშუალებას არ წარმოადგენს. თუმცა, ისინი ზოგადად ვირუსის სიმპტომური მკურნალობისთვის არის ეფექტიანი.