კრემლის ძველი ახალი გზავნილი: აშშ ტერორიზმს უჭერს მხარს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

teroristebi34
144
VIEWS

2019 წლის 2 აგვისტოს ყაზახეთში სირიის გარშემო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა, ხოლო 6 აგვისტოს პენტაგონმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სირიასა და ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” ხელახლა იკრებს ძალებს. პენტაგონის ანგარიშის პარალელურად გააქტიურდა კრემლის კარგად ნაცნობი გზავნილი, რომ ახლო აღმოსავლეთში ტერორისტების გააქტიურება აშშ-ის ინტერესებშია და ტერორისტულ ჯგუფებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ სირიის მოვლენების გარშემო კრემლის მედიაში გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს, ასევე 3 მითს, რომელიც რუსეთის მტკიცებით, აშშ-ის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერას/დაფინანსებას ამტკიცებს. 

გზავნილი 1: აშშ ქმნის საინფორმაციო ფონს, რათა რეგიონში წარმომადგენლობა გაზარდოს.

7 აგვისტოს Sputnik Abkhazia-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ “თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების ინსტიტუტის” დირექტორთან დმიტრი სოლონიკოვთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პენტაგონის ახალი ანგარიში სხვა არაფერია, თუ არა ინფორმაციული ფონის ხელოვნურად შექმნა, რათა აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი გავლენა გააძლიეროს და ამისათვის “სწორი მოტივაცია” შექმნას.

სტუტნიკი აფხაზეთი

გზავნილი N2: აშშ ტერორისტულ ჯგუფებს პარტიზანული და დივერსიული აქტივობებისთვის გამოიყენებს.

5 აგვისტოს Sputnik Abkhazia-მ სამხედრო ექსპერტ ალექსანდრ ჟილინის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ამბობს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერორისტებს თანამედროვე შეიარაღებას აწვდის და ISIS-ის დამარცხების შემდეგ აშშ-ს მათ მიმართ სტრატეგიის შეცვლა მოუწია. მისივე თქმით, ახლა აშშ ტერორისტულ ჯგუფებს პარტიზანული და დივერსიული საქმიანობისთვის გამოიყენებს.

სტნიკი აფხაზეთი2

გზავნილი 3: ISIS-ის “დაბრუნება” აშშ-მა რეგიონში დასარჩენად მოიგონა

“ინტერნეტის კვლევების სააგენტოს” იგივე “ტროლების ქარხნის” სააგენტომ Riafan.ru-მ 8 აგვისტოს გამოაქვეყნა მასალა სათაურით “სირიაში ISIS მკვდრედით აღადგინეს, რათა ამერიკის ოკუპაცია გახანგრძლივდეს”. სტატიის თანახმად, ამერიკული მედია ტერორისტული ორგანიზაციის გააქტიურების შესახებ პროპაგანდას ავრცელებს, რათა ამერიკელ სამხედროებს რეგიონში დარჩენის საბაბი ჰქონდეთ.

სპუტნიკიაფხაზეთი3

სპუტნიკიაფხაზეთი4

ნარატივი, რომ აშშ ტერორისტებს უჭერს მხარს, ახალი არ არის. წლებია კრემლის პროპაგანდა ამ საკითხზე ყალბ ინფორმაციასა და მითებს ავრცელებს. “მითების დეტექტორი” ამ თემაზე 3 მითს გთავაზობთ.

მითი N1: აშშ ტერორისტებს რუსული თვითმფრინავის განადგურებაში დაეხმარა

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 იანვარს სირიაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის დროს ტერორისტებს ამერიკელები ეხმარებოდნენ. კერძოდ, მათ ამერიკული ბოინგი  P-8 “პოსეიდონი” ეხმარებოდა.

საპასუხოდ პენტაგონმა აღნიშნა, რომ ბოინგი P-8 იმ დროს აღნიშნულ არეალში საერთოდ არ იმყოფებოდა და მეტიც, იქ რამდენიმე თვის მანძილზე არ გადაუფრენია.

მითი 2: სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება ამერიკელებმა და ბრიტანელებმა გასცეს

2017 წლის ნოემბერში, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაკეთებულ დასკვნაში ქიმიურ თავდასხმაში ბრალდებული არის, როგორც სირიის ხელისუფლება, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”.

მითი N3: უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აშშ და ISIS ერთმანეთთან თანამშრომლობენ

2018 წლის 14 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ Facebook-სა და Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც სამინიტროს მტკიცებით, აშშ-ისა და ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” თანამშრომლობას ასახავდა და მასზე 2017 წლის 9 ნოემბერს აბუ ქამალიდან ISIS-ის რაზმის გადაადგილება იყო ასახული.

სპუტნიკაფხაზია5

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები საგამოძიებო ორგანიზაციებმა Bellingcat-მა და “კონფლიქტების დაზვერვის ჯგუფმა” გადაამოწმეს. გამოქვეყნებული 4 ფოტოდან 1 სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოს კადრი აღმოჩნდა.

სპუტნიკაფხაზია6

„კონფლიქტების დაზვერვის ჯგუფის“ ცნობით,  დანარჩენი „ფოტომტკიცებულებები“ რომლებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აშშ-სა და ISIS-ის კავშირს ადასტურებდა, 2016 წელს გადაღებული ვიდეოკადრებია, როდესაც ერაყის საჰაერო ძალები ISIS-ს ბომბავდნენ.

სტუტნიკაფხაზია6


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist