კრემლის ჟურნალისტები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

logo-en
168
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალა

New Eastern Outlook (NEO) ინგლისურენოვანი ონლაინ ჟურნალია, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (Russian Academy of Science’s Institute for Oriental Studies) მართავს.  ვებ-გვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა თემატიკის სტატიების წაკითხვა, მათ შორის თუ როგორ აკონტროლებს აშშ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას ან როგორ მოიპარეს 50 ტონა ოქრო აშშ-ის სამხედროებმა სირიაში.  

ერთი სიტყვით, NEO არის შრომისმოყვარე დეზინფორმაციის პორტალი და როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ სტატიების შინაარსთან დაკავშირებით კი არა, მისი ავტორების შესახებაც იტყუება. ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნით ყალბი სახელების მქონე ავტორებს ანუ ადამიანებს, რომლებიც მოსკოვში Rozhdestvenka-ს ქუჩაზე მდებარე რედაქციის ოფისის მიღმა არ არსებობენ.

NEO-ის დამფუძნებლები ვებ-გვერდ New Eastern Outlook-ის მიზნებს ასე აღწერენ:

New Eastern Outlook მიზნად ისახავს იაპონიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების და აფრიკის კონტინენტის სამხრეთი და დასავლეთი სანაპიროების ფართო არეალის მიმდინარე მოვლენების აღწერას. ჟურნალი მოიცავს აღმოსავლეთის მოსახლეობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ საკითხებს, რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს და ხალხთა სოციალურ პირობებს. ჟურნალი მიზნად ისახავს ობიექტურად ასახოს  მიმდინარე მოვლენები. პუბლიკაციები მომზადებულია ექსპერტების მიერ რუსეთიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე ცნობილი უცხოელი ავტორების მიერ. NEO რეგულარულად აქვეყნებს მიმოხილვებს ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე.

2019 წელს აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოღვაწე 33 ავტორიდან ნაწილის პოვნა სხვა მედიებშიც შესაძლებელია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც NEO-ს გარდა არსად იძებნებიან და ვებ-გვერდზე ერთნაირად ბუნდოვნად ფორმულირებული ბიოგრაფიები აქვთ. 

მარტინ ბერგერი – შტატგარეშე ჟურნალისტი და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

დმიტრი ბოკარევი – პოლიტიკური დამკვირვებელი, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

სეთ ფერისი – საგამოძიებო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

ჰენრი კამენსი – კოლუმნისტი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ექსპერტი, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

ვალერი კულიკოვი – ექსპერტი პოლიტოლოგი, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

ვლადიმირ მაშინი – ისტორიის დოქტორი და პოლიტიკური კომენტატორი, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

გრეტე მაუტნერი – დამოუკიდებელი მკვლევარი და ჟურნალისტი გერმანიიდან, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

ჟან პერი – დამოუკიდებელი მკვლევარი, ანალიტიკოსი და ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ექსკლუზიურად ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

გუნარ ულსონი – ნიუ-იორკის გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი და მწერალი ონლაინ ჟურნალ New Eastern Outlook-სთვის.

მოჩვენება

NEO-ს ე.წ. ჟურნალისტებიდან განვიხილოთ ერთ-ერთის, გრეტე მაუტნერის პროფილი. ის ფაქტობრივად ყველა თემის ექსპერტია: 2019 წელს დაწერილი აქვს საშობაო ისტორია დონალ ტრამპზე, აშშ-ის დიპლომატების იმპერიულ ფანტაზიებზე, ბრიტანულ პროპაგანდაზე, Brexit-ზე, ბრიტანეთის ეკონომიკაზე, ტრამპის მიერ ნობელის პრემიის მოგების შანსებზე, აშშ-უზბეკეთის ურთიერთობებზე, სომხურ რელიგიაზე და ა.შ., ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

თუმცა როგორ მივედით იმ დასკვნამდე, რომ გრეტე მაუტნერი არ არსებობს?

პირველი – ის არსად ფიგურირებდა 2016 წლამდე. მისი სახელისა და გვარის ძებნისას არ იძებნება არანაირი პუბლიკაცია, რეფერენსი ან პოსტი 2016 წლის ოქტომბრამდე. შემდეგ კი უცებ საოცარი სისწრაფით იწყებს წერას NEO-ს ვებ-გვერდისთვის.

"

მეორე – გრეტე მაუტნერი მოხსენიებულია, როგორც გერმანელი ჟურნალისტი, თუმცა, გარდა იმისა, რომ NEO-ს ვებ-გვერდისთვის სტატიებს ყოველთვის ინგლისურ ენაზე წერს, Google-ის, Yandex-ისა და Duckduckgo.com-ის საძიებო სისტემებში მის მიერ დაწერილი ერთი ტექსტიც კი არ იძებნება გერმანულად, რაც გერმანელი ჟურნალისტისთვის საკმაოდ უცნაურია.

მესამე – ყველაზე საინტერესოა, როდესაც აღნიშნული ჟურნალისტის სტატიები სხვადასხვა სისტემაში მოწმდება ტექსტის ანალიზისთვის. ლინგვისტიკის ერთ-ერთი განხრა სტილომეტრია, რომელიც სწავლობს ავტორის უნიკალურ სტილს, ტექსტების შესამოწმებლად უკვე ასწლეულებია გამოიყენება, თუმცა შემოწმება, რა თქმა უნდა, კომპიუტერული ინსტრუმენტებით ბევრად სწრაფადაა შესაძლებელი. ყველა ავტორის წერის სტილი ინდივიდუალურია თავისი შეცდომებით, ფავორიტი სიტყვებითა და პუნქტუაციით.

ერთი ასეთი ონლაინ ინსტრუმენტი კანადური Software კომპანიის AICBT-ის მიერ გახლავთ შექმნილი. პროგრამა ალგორითმის საშუალებით ადარებს ტექსტებს, მაგალითისთვის, ორი ნაცნობი ტექსტი, გრეტე მაუტნერის და EUvsDisinfo-ს სტატიები შედარებულია მესამე უცნობ ტექსტს, ამ შემთხვევაში Grete Mautner-ის სხვა სტატიას. შედეგები აჩვენებს, რომ მაუტნერის მეორე ტექსტი უფრო ახლოსაა EUvsDisinfo-ს ტექსტთან, ვიდრე მაუტნერის პირველ სტატიასთან, რომელიც NEO-ზეა გამოქვეყნებული. მათი ერთადერთი საერთო ნიშანი პუნქტუაციაა, რაც ისევ და ისევ რედაქტორის დამსახურება უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პროგრამა ზუსტ დასკვნას ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნული შედეგი ამყარებს ჰიპოთეზას, გრეტე მაუტნერის სახელითა გამოქვეყნებული სტატიები, სხვადასხვა ადამიანის დაწერილია.

"

და მაინც, რომელი ჟურნალისტი იქნება კრემლისთვის იმაზე ერთგული , ვიდრე ჟურნალისტი, რომელიც მხოლოდ ვებ-გვერდზე არსებობს?!

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist