მანიპულაცია: Politicano საქართველოს ელექტროფიცირებას საბჭოთა კავშირს მიაწერს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

24273090_1719494214736829_1369480418_n
18
VIEWS

2017 წლის 28 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “Politicano” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ელექტროფიკაციის პროცესში საბჭოთა  კავშირის დამსახურებებზე საუბრობს. ამის საილუსტრაციოდ კი გამოცემა არც მეტი არც ნაკლები ერთმანეთს 1913 წლისა და 1950 წლის საქართველოს მასშტაბით გამომუშავებული ელექტრონერგიის რაოდენობას ადარებს ერთმანეთს.

პოლიტიკანო: საქართველოს მასობრივი ელექტროფიცირება საბჭოთა პერიოდში მოხდა, ისევე როგორც უამრავი სხვა საზოგადოებრივი სიკეთე. ამასთვის საკმარია სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლოთ თვალი – 1913 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 19.8 მლნ კვტ.საათი ელექტროენერგია გამოიმუშავებოდა, მაშინ როდესაც 1950 წლისთვის 1385 მლნ კვტ.საათი. (70-ჯერ მეტი) #საბჭოთაკავშირი #ხრამჰესი #ელექტროენერგია.

"

პოლიტიკანოს პოსტი მანიპულაციურია, რადგან იგი არარელევანტურად იყენებს სტატისტიკურ მონაცემს ორი განსხვავებული ისტორიული მონაკვეთის შედარებისას.   ცდილობს მოდერნიზაციის და განვითარების ბუნებრივი პროცესი, რაც გამოიხატება ენერგო რესურსების ათვისებასა და ენერგიის გამომუშავების ზრდასთან, საბჭოთა კავშირს მიაწეროს.

გამოცემას, 1913 წლის მონაცემები 2016 წლის მონაცემებისთვისრომ შეედარებინა, უპირატესობა გაცილებით შთამბეჭდავი  იქნებოდა, რადგან ამ წელს საქართველოს მასშტაბით გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა11573.6 (მლნ კვტ.სთ).

"

წყარო: ესკო

პროპაგანდის მეთოდი: ციფრების არაკონტექსტუალურად გამოყენება

სუბიექტი ციფრებს კონტექსტის გარეშე იყენებს. კონკრეტულ დროსა და გარემოს უგულვებელყოფს და ცდილობს აქცენტი ციფრებზე გადაიტანოს, რათა მსჯელობაში მეტი დამაჯარებლობა შეიტანოს. მოყვანილი ციფრები შესაძლებელია სწორი იყოს, თუმცა ცალკეულ ფაქტებთან მიმართებით არარელევანტური.

მაგალითად: მტკიცება იმის შესახებ, რომ 2014 წელს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად ვიდრე 1960 წელს, სტატისტიკა სწორიამაგრამ  არარელევანტური.

2014 წელს ავიაკატასტროფების რიცხვი ნამდვილად მაღალია, რადგან ფრენების რაოდენობა 2014 წელს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 1960 წელს. თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა – ამაში დაღუპულების მთლიანი რაოდენობის ამსახველი რიცხვი არ გამოგვადგება. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

წყარო: Ideas.ted.com – დენიელ ლევიტინი მაკგილის უნივერსიტეტის (მონტრეალი) ნეიროქირურგი, სან-ფრანცისკოს მინერვას სკოლის სოციალური მეცნიერებების მიმართულების დეკანი.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist